მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან საჩემპიონო ბრძოლაში.
საქართველოს ნაკრების წევრები ოთხ წონით კატეგორიაში იჭიდავებენ. მედლებისთვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) იბრძოლებენ.
წინასწარი შეხვედრები 12:30, ხოლო ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება.
სატურნირო ბადეები და პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი – მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებსაიტზე: uww.org