მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მესი, რონალდინიო და ბუფონი მარადონას პატივსაცემად „მშვიდობის მატჩს“ ითამაშებენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მესი, რონალდინიო და ბუფონი მარადონას პატივსაცემად „მშვიდობის მატჩს“ ითამაშებენ #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ გაიმართება „მშვიდობის მატჩი“, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონა ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ იტყობინება ვებგვერდი We Play For Peace.

შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება რომის ოლიმპიურ სტადიონზე – მონაწილეობას მიიღებენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, ბრაზილიელი რონალდინიო, იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი და სხვა ვეტერანი ვარსკვლავები.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი მიენიჭა „ნაპოლის“ სტადიონს, რომლის რიგებშიც ლეგენდარულმა არგენტინელმა ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და გახდა უეფა-ს თასის მფლობელი.