მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი კაცებში აბულაძემ, ხოლო ქალებში ცუნოდამ მოიპოვა #1TVSPORT 
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი კაცებში აბულაძემ, ხოლო ქალებში ცუნოდამ მოიპოვა #1TVSPORT 

ბუდაპეშტში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირის პირველ დღეს ქართველებს არ უასპარეზიათ. მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კგ.-ში მამაკაცთა შორის რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში მან გუსმან ყირგიზბაევს წუთსა და 35 წამში სძლია. ბრინჯაოს მედლები კი ფრანცისკო გარიგოსმა (ესპანეთი) და კარამატ ჰუსეინოვმა (აზერბაიჯანი) მოიპოვეს.

ქალებში 48 კგ.-ში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ნაცუმი ცუნოდა გახდა. ფინალში მან თანამემამულე ვაკანა კოგას ავასატე იპონით დაამარცხა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი -ვაჟა მარგველაშვილი (66), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) და მარიამ ჯანაშვილი (52) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი – 19:00 საათზე დაიწყება.