მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მიშელ პლატინი ტურნირზე არ მიიწვიეს - არჩევნებისას ფრანგმა თავისი ხმა კატარს მისცა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მიშელ პლატინი ტურნირზე არ მიიწვიეს - არჩევნებისას ფრანგმა თავისი ხმა კატარს მისცა #1TVSPORT

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ მიიწვიეს.

„არანაირი მიწვევა არ მიმიღია, გარდა ჟურნალისტებისა. და არ გამაჩნია იქ გამგზავრების სურვილი“, – განაცხადა პლატინიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ პლატინიმ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას ავისი ხმა კატარს მისცა.

პოპულარულია აზრი იმის შესახებ, რომ კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ფულის წყალობით მოიპოვა. ამასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ეგიდით პლატინი და ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მოგვიანებით, შვეიცარიის სასამართლომ გაამართლა საფეხბურთო ჩინოვნიკები, თუმცა ცოტა ხნის წინ ბლატერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კატარს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მისცეს და ამ საქმეში პლატინის დიდი წვლილი მიუძღოდა.