მსოფლიო ჩემპიონატის LIVE FEED - ცოცხალი - პირველი ნახევარფინალის ჩათვლით
მსოფლიო ჩემპიონატის LIVE FEED - ცოცხალი - პირველი ნახევარფინალის ჩათვლით

10 ივლისი

22:00 – ნახევარფინალი საფრანგეთი 1-0 ბელგია

00:20 – ხვალ გაირკვევა მეორე ფინალისტისდ ვინაობა, მანამდე კი დღევანდელი მატჩის საინტერესო მომენტები ვნახოთ.

90+7′ – მატჩი დასრულდა და საფრანგეთის ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში! 

90+6′ – უუუუუჰ!!! ტოლისო ურტყამდა, მაგრამ კურტუამ მოიგერია კუთხურზე.

90+4′ – ყვითელი ბარათი ვერტონგენს.

90+3′ – ყვითელი ბარათი მბაპეს და აქვე გრიზმანს შეეძლო ყველაფრის დასრულდება.

90+1′ – მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაუმატა.

88′ – სახიფათო ჯარიმა ბელგიელების შესრულებით, შემდეგ დე ბრეინეს კიდევ ერთი კარგი ჩაწოდება, მაგრამ ბურთი კარს ცდება.

86′ – მატუიდი გაზონზე ზის. პრობლემები აქვს და ალბათ ტოლისო სწორედ მას შეცვლის ახლა.

85′ – ნზონზი ითამაშებს ოლივიე ჟირუს ნაცვლად.

81′ – უუუუუუუჰჰ!!!! ვიტსელი ურტყამდა შორიდან და ლორისი ადგილზეა! 

80′ – კარასკო შემოვიდა ფელაინის ნაცვლად. ბელგია შეტევას აძლიერებს.

78′ – გრიზმანი: ეს ლამაზი მინდორ-ველი შენიააააააააა!!!

 

71′ – ყვითელი ბარათი ალდერვაირელდს.

70′ – ბელგიელები დიდი ძალებით უტევენ და ფრანგები უკვე საკუთარ საჯარიმოზე არიან მიჯაჭვულნი.

65′ – დემბელეს ნაცვლად მერტენსი შემოიყვანა მოედანზე ბელგიის მწვრთნელმა და წითლების შეტევები უფრო სახიფათო გახდა. ფელაინიმ გაუშვა ხელიდან ძალიან კარგი შანსი.

62′ – ყვითელი ბარათი აზარს სახიფათო კონტრიერიშის ჩაშლისთვის. კაცმა რომ თქვას, წითელზეც ქაჩავდა ეს დარღვევა.

61′ – უუუუუჰჰჰ!!! დე ბრეინეეე!!! ვერ მოაჯდა კარგად ბურთი ფეხზე, თორემ დიდი ალბათობით გოლი იქნებოდა. ახლო მანძილიდან ურტყამდა ბელგიელი.

56′ – მბაპეეეეეეე!!! ეს ბიჭი გენიოსია!!! რა პასი!! დასანანია გოლი რომ არ გავიდა. 

51′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! უმ-ტი-ტიიიიიიი!!!! კუთხურიდან კარგი ჩაწოდება და თავური! საფრანგეთი ანგარიშს ხსნის. 1-0

51′ – ჟირუ ურტყამდა შემოტრიალდებით და კომპანი ჩაუწვა ბურთს.

48′ – უუუუუუუუუჰ!! ვიტსელის შესანიშნავი ჩაწოდება, მაგრამ ლუკაკუს თავური კარს აცდა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა. ისეთი თამაშია, როგორსაც ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებში ვვარაუდობდით. იმედია არც მეორე ტაიმი გაგვიცრუებს იმედებს.

45′ – გრიზმანმა აიღო საკუთარ თავზე ამ ჯარიმის შესრულება და ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა.

44′ – ძალიან სახიფათო ჯარიმა ბელგიელთა კართან. პოგბა წააქციეს. ვნახოთ…

43′ – პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება. ფიფას ოფიციალური საიტი საინტერესო სტატისტიკას გვაწვდის: მსოფლიოს ჩერმპიონატებზე ბოლო 11 ნახევარფინალიდან რვაში პირველი ნახევარი 0-0 დასრულდა.

40′ – კურტუაააა!!!! ბელგიელთა მეკარემ საოცარი ბურთი მოიგერია! პავარი ურტყამდა შორეულ კუთხეში.

37′ – კიდევ ერთი სახიფათო კონტრიერიში ფრანგების შესრულებით. გრიზმანმა პასი დააგვიანა და თავად დაარტყა კარში. არაზუსტად. ჟირუ ფეხს იტკიებს.

34′ – ჟირუუუუ!!!! მომენტი მომენტზე იქმნება. მბაპე აწვდიდა ჟირუს ძალიან კარგ პასს, მაგრამ ბელგიელმა მცველმა იყოჩაღა.

32′ – ბელგიელთა პასუხი და აზარმა დაატრიალა ფინტების კორიანტელი. ზედმეტი მოუვიდა და ბოლოს საკუთარი თავიც მოატყუა.

31′ – ჟირუუუუუ!!! გრიზმანმა ჯარიმიდან პავარს მიწაოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა ჩააწოდა და ჟირუ ტავით ურტყამდა. ბურთი კარს ოდნავ აცდა.

28′ – დე ბრეინემ გაამწვავა სიტუაცია და გამჭოლი პასი გააკეთა. მცველმა ჩაჭრა ბურთი.

26′ – ეს ორი 7 ნომერი თითქოს უფრო ჩრდილშია მოქცეული, თუმცა თავის საქმეს მაინც აკეთებენ.

22′ – ლორიიიიიიის!!!! შესანიშნავი მოგერიება! ალდერვაირელდი ურტყამდა შემოტრიალებით და ფრანგების მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა.

 

20′ – როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად კილიან მბაპე და ედენ აზარი აქტიურობენ.

19′ – აზააააააარ!!!! ბელგიელთა პასუხი, ბურთმა მცველის თავზე აისხლიტა და კარს აცდა. 

18′მატუიდის ყუმბარააააა!!!! მეკარე ადგილზეა.

16′ – შეცდომა ფრანგების დაცვაში და აზარი ურტყამდა კარში. არაზუსტად.

13′ – ფრანგების სწრაფი კონტრშეტევა. პოგბამ მბაპე მოძებნა, მაგრამ ბელგიელთა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს უფრო ადრე მეკარე დახვდა.

10′ – თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ჯერ არ შექმნილა. თანაბარ ბრძოლას ვადევნებთ თვალს.

01′ – მატჩი დაიწყო!

21:45 – საფრანგეთი და ბელგია ერთმანეთს 73-ჯერ შეხვედრიან და ამ მატჩების დიდი უმეტესობა ამხანაგურია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, აქ ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ უპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა შორეულ 1938 წელს შედგა, როდესაც რიგით მესამე მუნდიალი საფრანგეთში იმართებოდა და მერვედფინალურ მატჩში მასპინძლებმა 3-1 გაიმარჯვეს. ამის შემდეგ, 1986 წელს, ფრანგები და ბელგიელები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ და აქაც ფრანგებმა იმარჯვეს – 4-2. რაც შეეხება ზოგად ბალანსს, 73 შეხვედრიდან უფრო მეტი ბელგიელებს აქვთ მოგებული – 30, ფრანგების სასარგებლოდ 24 მატჩი დასრულდა, ხოლო 19-ში ფრე დაფიქსირდა.

1986 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი მექსიკაში. მატჩი მესამე ადგილისთვის: საფრანგეთი 4-2 ბელგია. ბელგიელი იან კულემანსი (11) და ფრანგი მაქსიმ ბოსისი (6)

21:35 – სასტარტოები:

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, პოგბა, გრიზმანი, ჟირუ, მბაპე, კანტე, მატუიდი, ერნანდესი
ბელგია: კურტუა, ალდერვაირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრეინე, ფელაინი, ლუკაკუ, ედენ აზარი, დემბელე, შადლი

 

7 ივლისი

01:20 – მაშ ასე, გაირკვა ორივე ნახევარფინალური წყვილი: საფრანგეთი – ბელგია; ინგლისი – ხორვატია. ვნახოთ დღევანდელი მატჩის საინტერესო მომენტები და დაველოდოთ მომდევნო მატჩებს. ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს გაიმართება.

22:00 – მეოთხედფინალი      რუსეთი 2-2 (3-4) ხორვატია

 

  1. სმოლოვმა დაარტყა და სუბაშიჩმა აიღო!!!    ბროზოვიჩმა დაარტყა და გაიტანა!!
  2. ძაგოევმა დაარტყა და გაიტანა!                        კოვაჩიჩმა დაარტყა და  აკინფეევმა აიღო!
  3. ფერნანდესმა დაარტყა და ააცილა!!!              მოდრიჩმა დაარტყა და გაიტანა!!!
  4. იგნაშევიჩმა დაარტყა და გაიტანა!                  ვიდამ დაარტყა და გაიტანა!!!
  5. კუზიაევმა დაარტყა და გაიტანა!!                   რაკიტიჩმა დაარტყა და გაიტანა!!!!!! ხორვატია ნახევარფინალშია!!

 

120′ – დასრულდა დამატებითი დრო და ველოდებით პენალტების სერიას.

110′ – რუსეთმა ისევ გაათანაბრა. ფერნანდესი გოლის ავტორი.

106′ – მეორე დამატებითი ტაიმი დაიწყო.

105′ – პირველი დამატებითი ტაიმი დასრულდა.

100′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! გოლ გოლ გოლ გოლ გოლ გოოოოოოოლ!!!!! ვიდააააააააა!!!!!!! ხორვატია წინ გავიდა!!

91′ – დამატებითი დრო დაიწყო.

90+5′ – ძირითადი დრო დასრულდა.

88′ – მატჩის ძირითადი დრო დასასრულს უახლოვდება და ალბათ კიდევ ერთხელ გავხდებით ამ ჩემპიონატზე დამატებითი დროის დანიშვნის მოწმენი.

71′ – რუსეთის მწვრთნელმა თავდამსხმელი მცველით შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს. მასპინძლები ისევ საკუთარ კარზე არიან მიჯაჭვულნი.

60′ – საოცარი მომენტი ჰქონდა პრეიშიჩს, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა.  ძალიან გაუმართლათ რუსებს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

39′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! ხორვატიამ გაათანაბრა!!! კრამარიიიიჩჩჩ!!!! 1-1

35′ყვითელი ბარათი ლოვრენს.

31′ – გოოოოოლ!!! ჩერიშევის გოლი და რუსეთის ნაკრები წინ გადის.

28′ – მოდრიჩის ჩაწოდებას პერიშიჩი ჩაუწვა, მაგრამ მისი თავური კარს აცდა.

26′ – მატჩი ნელ-ნელა ემსგავსება მერვედფინალურ თამაშს ტურნირის მასპინძლებსა ესპანელებს შორის. რუსები თამაშობენ განლაგებით 8-2-0.

19′ – ესპანეთთან თამაშისგან განსხვავებით, რუსები უფრო ხშირად გადადიან კონტრშეტევაზე. ტერიტორიულ უპირატესობას ხორვატები ფლობენ.

16′ – რაკიტიჩის დარტყმა არაზუსტია. ზემოდან გადასცდა კარს.

15′ – კიდევ ერთი ჯარიმა მასპინძელთა კარის მიმართულებით. ამჯერად – დასარტყმელი.

14′ – რუსების საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში და მცველები კარგად თამაშობენ. ჩასაწოდებელი ჯარიმა რუსეთის კარისკენ.

12′ – ხორვატები უკვე რამდენიმე წუთია რუსეთის ნახევარზე დასახლდნენ და კარისკენ გზებს ეძებენ.

10′ – პერიშიჩმა იაქტიურა და კუთხური რუსეთის კართან.

07′ – ხორვატიის პასუხიც ვიხილეთ, თან – ორი და ორივე შემთხვევაში რებიჩი აქტიურობდა. საინტერესო თამაში მიდის.

05′ – რუსებმა, როგორც ჩანს, ფსონი მოულოდნელობის ეფექტზე დადეს და საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. რეალურ მომენტებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ხორვატ მცველებს საკმაოდ ანერვიულებენ.

01′ – მატჩი დაიწყო!

21:50 – მატჩის დაწყებამდე 10 წუთი რჩება და მოდით გავიხსენოთ დღევანდელი მეტოქეების საუკეთესო შედეგები: ხორვატიისთვის ეს იყო 1998 წელი, როდესაც ამ პატარა ქვეყნის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და იქ მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა, შემდეგ კი, მესამე ადგილისთვის მატჩში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაესაკუთრა. რაც შეეხება რუსეთს, ამ გუნდს ჯგუფური ეტაპი მუნდიალზე ადრე არასდროს გადაულახავს და წელს უკვე გადაჭარბებით გააუმჯობესა თავისი პირადი შედეგი.

დავორ შუკერი საფრანგეთის კარში გატანილ გოლს ზეიმობს. 1998 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი.

20:47 – სასტარტოებიც უკვე ცნობილია:

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჩერიშევი, კუზიაევი, ზობნინი, კუდრიაშევი, გოლოვინი, სამედოვი, დზიუბა
ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, რაკიტიჩი, კრამარიჩი, მოდრიჩი, მანჯუკიჩი, რებიჩი, ვიდა

20:44 – მატჩი ქალაქ სოჭის სტადიონზე გაიმართება.

20:38 – რუსეთი და ხორვატია ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. წარსულში ჩატარებული სამი მატჩიდან ორი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იყო და ორივე ნულოვანი ფრით დასრულდა, ერთი კი ამხანაგური, რომელიც 2015 წლის ნოემბერში რუსეთში გაიმართა და ხორვატთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. გოლები კალინიჩმა, ბროზოვიჩმა და მანჯუკიჩმა გაიტანეს, რუსებისგან კი თავი სმოლოვმა გამოიჩინა.

18:00 – მეოთხედფინალი      შვედეთი 0-2 ინგლისი

20:11 – ვნახოთ მატჩის საუკეთესო მომენტები და დაველოდოთ შემდეგ თამაშს.

20:10 – ჰარი მაგუაიერი ამბობს, რომ მეორე გოლის დროს ჯესი ლინგარდის მიერ გაკეთებული გადაცემა დელე ალის მისამართით იმპროვიზაცია არ იყო და რომ ასეთ სიტუაციაზე გუნდმა ვარჯიშის დროს იმუშავა.

20:00 – შვედები კი სახლში ბრუნდებიან. მათ დღეს ვერ შეძლეს 1994 წლის შედეგის გამეორება. დიდ უსამართლობას მათ გავარდნას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ინგლისი ბევრად ჯობდა.

19:55 – 1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრები პირველად მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატს შემორჩენილ 4 გუნდში, რაც აი ამ ბიჭის ძალიან დიდი დამსახურებაა.

90+5′ – მატჩი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ნახევარფინალში ისინი რუსეთსა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

90+4′ყვითელი ბარათი ლარსონს.

90+1′ – ძირითად დროს 5 წუთი დაემატა.

90′ – სახიფათო ჯარიმა ინგლისის კართან, მაგრამ აუგუსტინსონმა ბურთი ღრუბლებში გაუშვა.

87′ – ვერ მოვასწარი ამის თქმა და პირველი ყვითელი ბარათი. მაგუაიერი გააფრთხილეს სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის.

86′ – ძალიან პრინციპული, თუმცა ზედმიწევნით კორექტული თამაშია. ყვითელი ბარათების რაოდენობა – 0.

85′ – შვედი მარკუს ბერგი ალბათ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მოთამაშეა. საკმაოდ ბევრი კარგი მომენტი შექმნა დღესაც და სხვა მატჩებშიც, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმისას ფორტუნა არ წყალობს.

80′ – ჯორდან ‘ნო პასარან’ პიკფორდ. დღეს ამ ბიჭმა რამდენიმე არაჩვეულებრივი მოგერიება შემოგვთავაზა და ტურნირის საუკეთესო მეკარეობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

72′ – ისევ პიკფორდი!!! სუპერ ჯორდანი!!! 

69′ – ინგლისი ყველა კომპონენტში ჯაბნის მეტოქეს და თამაშის მიხედვით ნახევარფინალისტობის უფრო ღირსეული კანდიდატია, ვიდრე შვედეთი.

66′ – აირია მონასტერი შვედეთის დაცვაში. შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლს გადარჩნენ სკანდინავიელები.

63′ – დელე ალის მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი ინგლისის ნაკრებისთვის.

62′ – პიკფორდი საოცრებებს ახდენს!!! კიდევ ერთი საოცარი მოგერიება!!! ტურნირის საუკეთესო მეკარეა მოედანზე. 

59′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლ!!!! დელლე ალლლიიიიიიი!!!! 0-2 ინგლისის სასარგებლოდ!!! დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ!!

57′ – ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში ბურთი ისევ. კუთხური შვედების კართან.

54′ – პატარა ფრენბურთი გაიმართა შვედების საჯარიმოში, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ვერავინ მოახერხა.

52′ – შვედებმა აქტიურად დაიწყეს მეორე ტაიმი და ერთი რეალური მომენტიც შექმნეს. ვნახოთ, რით უპასუხებს ინგისი. 1-0 საკმაოდ სახიფათო ანგარიშია.

47′ პიკფოოოოოოოოორდ!!!! ინგლისის მეკარემ საოცარი ბურთი მოიგერია. ბერგი ურტყამდა თავით.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო. შვედების შეტევებით.

45+1′ – ინგლისის შეტევებში გაილია პირველი ტაიმის ბოლო წუთები. შესვენებაზე გავდივართ.

45′ – რა მომენტიიიიი!!!! სტერლინგმა გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. 

43′ – სანამ მოედანზე რამე საინტერესო მოხდება, ერთი ფაქტი: ჰარი მაგუაიერმა დღეს ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ლესტერის მცველი ძალიან კარგ თამაშს ატარებს.

35′ – ისევ ინგლისი უტევდა. შორიდან გაშვებული პარაშუტი სადღაც ტრიბუნებთან ახლოს დაეშვა.

30′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოლლლ!!!! მაგუაიერრრრრ!!!! ინგლისი წინ გადის. კუთხური და ლამაზი თავური.

29′ – ისევ მომენტების გარეშე ვართ. თუმცა გუნდები ტემპს უმატებენ და თამაშს მოსაწყენი სულაც არ ეთქმის.

23′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი ინგლისს. გამჭოლი პასი მეკარის ნადავლი გახდა.

19′ჰარი კეინნნნ!!!!! ძლიერად დაარტყა ინგლისელთა კაპიტანმა საჯარიმოს გარედან. ბურთი კარს აცდა. ინგლისელებმა საპასუხო კბენა გვაჩვენეს.

16′ – შვედები თითქოს ხასიათზე მოდიან და ხვდებიან, რომ რაღაცის შექმნა შეიძლება. ინგლისელები არ ჩქარობენ.

12′კლასონნნნნ!!! შორიდან დაარტყა ვიქტორმა, მაგრამ ბურთი ინგლისელთა კარს აცდა.

05′ – თანაბარი თამაში მიდის, რაიმე რეალური მომენტების გარეშე.

01′ – მატჩი დაიწყო.

17:48მატჩის პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი 18:20 საათზე დაიწყება. მანამდე გაგაცნობთ სასტარტო შემადგენლობებს.

შვედეთი: ოლსენი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ეკდალი, ბერგი, ფორსბერგი, კრაფტი, კლესონი, ტოივონენი
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი, სტერლინგი, კეინი ტრიპიერი, იანგი, დელე

16:35 – ინგლისი ბოლოს მუნდიალის ნახევარფინალში 1990 წელს გავიდა და საბოლოო გამარჯვებულ დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ამის შემდეგ, მესამე ადგილისთვის მატჩიც დათმო იტალიასთან და მეოთხე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება შვედეთს, ამ გუნდმა ნახევარფინალს 1994 წელს მიაღწია და მანაც მომავალ ჩემპიონთან, ბრაზილიასთან წააგო 0-1, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ბულგარეთს დამაჯერებლად, 4-0 მოუგო. რომელი მათგანი შეძლებს დღეს ოთხეულში შესვლას, ერთად ვნახავთ.

16:20 – ინგლისი და შვედეთი ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან და ბალანსი ინგლისელების მინიმალურ უპირატესობას გვაჩვენებს: 8 მოგება, 7 წაგება და 9 ფრე. ამ ოცდაოთხი თამაშის უმეტესობა ამხანაგურია და მათზე არ შევჩერდებით, მხოლოდ გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში ინგლისელებს და შვედებს ორჯერ უთამაშიათ ერთმანეთში, ორივეჯერ ჯგუფურ ეტაპზე და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. 2002 წელს სოლ კემპბელმა და ნიკლას ალექსანდერსონმა გაცვალეს გოლები, 2006 წელს კი ჯო კოულისა და სტივენ ჯერარდის გოლებს მარკუს ოლბეკმა და ჰენრიკ ლარსონმა უპასუხეს.

 

22:00 – მეოთხედფინალი      ბრაზილია 1-2 ბელგია

 

90+5′ – მატჩი დასრულდა და პირველი ნახევარფინალური წყვილიც გაირკვა. საფრანგეთი ბელგიას შეხვდება.

80′ – რა მომენტიიიიიი!!! რეჰნატო აუგუსტო ფაქტობრივად ერთი ერთზე იყო მეკარესთან, მაგრამ მისი დარტყმა კარს აცდა!

76′ – გოოოოოოოოოოოოოლ!!! რენატო აუგუსტოოოოო!!! 1-2. ახლა არის ყველაზე საინტერესო!

68′ – ბრაზილია უკვე ქაოტურად უტევს და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ბელგიელები მშვიდად არიან.

48′ – ყვითელი ბარათი ალდერვაირელდს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

23:01 – მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება და უკვე ვიცით, რომ ბრაზილიის შემადგენლობაში ცვლილებაა: ფირმინო ითამაშებს ვილიანის ნაცვლად.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა. ბრაზილია აგებს და მეორე ტაიმში მათგან უფრო ინტენსიურ შეტევებს უნდა ველოდოთ.

39′ – ბრაზილიელები შეტევაში ერთობიან და ბელგიელთა კონტრშეტევებისას უკან ჩამოსვლას აგვიანებენ, რაც ძალიან სარისკოა.

32′ – გოოოოოოოოოოოოოლ!!! 0-2 ბელგიის სასარგებლოდ. ბრაზილია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არადა ყველაფერი სულ სხვანაირად იწყებოდა.

27′ – ბრაზილია ანგარიშის გასათანაბრებლად მიიწევს, ბელგია კი საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობს. საინტერესო თამაშს ვადევნებთ თვალს.

23′ – ბელგიამ საკმაოდ კურიოზული გოლი გაიტანა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ბრაზილიელ ფეხბურთელს მოხვდა ხელში და კარში შევარდა. 0-1 ბელგია წინ არის.

01′ – მატჩი დაიწყო!

 

21:55 – გუნდები უკვე მოედანზე არიან და ეროვნულ ჰიმნებს ვუსმენთ.

21:45 – ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუას ნეიმარის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშია (საკლუბო დონეზე) და არც ერთხელ არ წაუგია. შეწყდება დღეს ეს კანონზომიერება?

21:40 – ფეხბურთი მუსიკაა, მოგეხსენებათ და დღევანდელი მოწინააღმდეგეების ყველაზე ეროვნული მომღერლების ფოტოებსაც გაჩვენებთ: ჟაკ ბრელი და ჟოაო ჟილბერტო, ქალბატონებო და ბატონებო. პირველი ცოცხალი აღარ არის, სამწუხაროდ, და მეორე რომ უკვე ტელევიზორთან ზის, ამის გარანტიას ჩვენ ვიძლევით. დიდი ალბათობით, ჟაკ ბრელიც გაახსენდა…

ჟაკ ბრელი (მარცხნივ) და ჟოაო ჟილბერტო

 

21:10 – დღეს ორი გოლეადორის დუელსაც ვიხილავთ. რომელუ ლუკაკუს ბელგიის ნაკრებისთვის 40 გოლი აქვს გატანილი და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია, ნეიმარი კი, 57 გოლით, ბრაზილიაში მხოლოდ ლეგენდარულ პელეს (77) ჩამორჩება. შეძლებენ თუ არა დღეს ისინი საკუთარი პირადი ანგარიშების გაზრდას, ერთად ვიხილავთ. მატჩის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება.

21:00 – სასტარტო შემადგენლობები:

ბრაზილია: ალისონი, ტიაგო სილვა, მირანდა, გაბრიელ ჟეზუსი, ნეიმარი, კოუტინიო, მარსელო, პაულინიო, ფერნანდინიო, ვილიანი, ფაგნერი
ბელგია: კურტუა, ალდერვაიერლდი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრეინე, ფელაინი, ლუკაკუ, ედენ აზარი, მენიე, შადლი

მატჩი ქალაქ ყაზანში იმართება

20:00 – ბრაზილიასა და ბელგიას შორის ისტორიაში პირველი მატჩი 1963 წელს გაიმართა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ბელგიაში ჩატარდა და მასპინძლებმა, საკმაოდ სენსაციურად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 5-1 დაამარცხეს. ბელგიელთაგან სამი გოლი ჟაკ სტოკმანმა გაიტანა, ერთი – პოლ ვან ჰიმსტმა, ერთიც ალტაირმა ჩაჭრა საკუთარ კარში. ბრაზილიელთა სასარგებლოდ კუარენტინიამ შეაგდო. 1965 წელს ეს გუნდები უკვე მარაკანას სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრაზილიამ 5-0 გაიმარჯვა. სამი გოლი პელემ გაიტანა (ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია აღბეჭდილი), თითო – ფლავიო მინუანომ და რინალდომ. ამ ორი მატჩის გარდა, ბრაზილიას და ბელგიას კიდევ ორი აქვთ ნათამაშევი და ორივეში ბრაზილიის გამარჯვება დაფიქსირდა: 1988 წელს, ბელგიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში, – 2-1 (ჟეოვანი, ჟეოვანი – ლეო კლეისტერსი) და 2002 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში – 2-0 (რივალდო, რონალდო). დღეს ეს გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან.

18:00 – მეოთხედფინალი      ურუგვაი 0-2 საფრანგეთი

90+6′ – მატჩი დასრულდა და საფრანგეთი საუკეთესო ოთხეულშია. მისი მეტოქე დღესვე, ბრაზილიასა და ბელგიას შორის გაირკვევა.

90+5′ – ლუის სუარესისთვის მორიგი მუნდიალი სრულდება ისე, როგორც მას არ სურდა. რა არ გააკეთა ურუგვაელმა ვარსკვლავცმა – ისიმულანტა, მეტოქეები დაკბინა, გოლებიც გაიტანა, მაგრამ… თავს ზემოთ ძალა არ არის.

90+1′ – 5 წუთი დაემატა ძირითად დროს.

88′ – მბაპეს ნაცვლად დემბელე შემოვიდა.

86′ – საფრანგეთის ნაკრებს მშვიდად მიჰყავს მატჩი გამარჯვებამდე. ურუგვაის რესურსი აღარ დარჩა.

79′ – პირველი ცვლილება საფრანგეთის შემადგენლობაში: ნზონზი გამოვა ტოლისოს ნაცვლად.

74′ – გრიზმანმა გოლი არ აღნიშნა. დიეგო გოდინის ხათრით. ურუგვაელი მისი თანაგუნდელია მადრიდის ‘ატლეტიკოში’ და მისი შვილის ნათლიაცაა.

71′ – გოლი ფაქტობრივად მუსლერამ ჩაჭრა საკუთარ კარში, მაგრამ მაინც გრიზმანს ჩაეთვალა.

67′ – მბაპე წაიქცა და დიეგო გოდინს ნერვებმა უმტყუნა. მისი აზრით, ფრანგი სიმულანტობს. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და მსაჯმა ორი ყვითელი ამოიღო – მბაპეს და როდრიგესს.

62′ – კრისტიან როდრიგესი ურტყამდა შორიდან. ურუგვაელები გვაჩვენებენ, რომ მაინც არ აპირებენ დანებებას.

61′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მუსლერას ეს მომენტი სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. ასეთ კარგ მეკარეებს ასეთი რაღაცა არ უნდა მოსდიოდეთ. უსამართლობაა. ვიდეო მზადდება და თავად ნახავთ ყველაფერს.

60′ – სტუანის და ბეტანკურის ნაცვლად გომესი და როდრიგესი გამოდიან (ურუგვაი).

59′ – ორმაგ შეცვლას აკეთებს ურუგვაის მწვრთნელი. რაც დრო გადის, სამხრეთამერიკელები უფრო გააძლიერებენ შეტევას. თუმცა ჯერ ბოლომდე გარისკვას არ აპირებენ.

56′ -ურუგვაის მორიგი, თუმცა იშვიათი ჩხვლეტა. ბეტანკური ურტყამდა შორიდან. არაზუსტად.

53′ – კუთხური ჩააწოდეს ფრანგებნმა და ბენჟამენ პავარი ურტყამდა შორიდან. არგენტინასთან გატანილი გოლის შემდეგ, მას კიდევ 100 აცილება ეპატიება.

51′ – პოლ პოგბა და ფერნანდო მუსლერა შეეჯახნენ ერთმანეთს ჰაერში. ურუგვაელთა მეკარემ ბურთზე პირველმა ითამაშა.

49′ – ურუგვაელები ცდილობენ შეტევაში რაღაცა შექმნან, მაგრამ დაცვას მაინც უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა. რაფაელ ვარანის გოლი ჯერ-ჯერობით ერთადერთია.

44′ – რა მომენტიიიიიი!!!!! კასერესის თავური დაბალ კუთხეში მიდიოდა და უგო ლორისმა ‘მკვდარი ბურთი’ მოიგერია. დამატებაზე გოდინი გაჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი იყო.  

40′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! საფრანგეთი წინ გადის და ამან თამაში ცოტა უნდა გახსნას. 

40′ყვითელი ბარათი ბეტანკურს და სახიფათო ჯარიმა ურუგვაის კარის მიმართულებით. თუ ურუგვაიმ დღეს მოიგო, ბეტანკური ნახერაფინალს გამოტოვებს.

39′ – ისედაც დაცვითი ფეხბურთის მოთამაშე ურუგვაის დღეს ედინსონ კავანი აკლია ტრავმის გამო, რამაც სამხრეთამერიკელების შეტევას საგრძნობი დაღი დაასვა. პარტნიორის გარეშე ლუის სუარესს საგოლე მომენტების შექმნა უჭირს.

36′ – ურუგვაიმ გაამწვავა, მაგრამ ვესინოს დარტყმულს უგო ლორისი ადვილად გაუმკლავდა.

34′ – პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ჩვენი ტექსტური რეპორტაჟი შეჩერებული იყო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მატჩი დაბალ ტემპში მიმდინარეობს და რეალური მომენტი მხოლოდ ერთი ვნახეთ, როდესაც კილიან მბაპე მარტო იყო დარჩენილი მეტოქის კარის წინ, მაგრამ დარტყმა იჩქარა და ბურთი კარს ააცილა. სხვა მხრივ გუნდები ფრთხილობენ და საკმაოდ ჩაკეტილი თამაშის მომსწრეენი ვართ.

17:08 – სასტარტო შემადგენლობები:
ურუგვაი: მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, ბეტანკური, ნანდესი, სუარესი, სტუანი, ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კასერესი
საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, პოგბა, გრიზმანი, ჟირუ, მბაპე, ტოლისო, კანტე, ერნანდესი

15:30 – მხოლოდ მატე კი არა, აქ მთელი ლათინოამერიკული სერიალი ყოფილა! თურმე, ნუ იტყვით და ანტუან გრიზმანს ძალიან უყვარს ურუგვაი, იმდენად უყვარს, რომ მისი ქალიშვილის ნათლია… მოემზადეთ… არის დიეგო გოდინი – ურუგვაის ნაკრების ცენტრალური მცველი და ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

15:23 – გრიზმანი უკვე სტადიონზეა და ურუგვაიში (და არგენტინაში) პოპულარული მატონიზირებელი სასმელი მატე უჭირავს ხელში. ყოველ შემთხვევაში, სასმისი ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს: ბომბილიას სწორედ მატეს დასალევად იყენებენ.

14:45 – ურუგვაი და საფრანგეთი დღემდე ერთმანეთს შვიდჯერ შეხვედრიან და ყველაზე მეტად ამ ისტორიაში ყურადღებას გოლების სიმცირე იპყრობს – 3-3. მეტიც, ამ გუნდებს შორის ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, აქ ურუგვაი და საფრანგეთი ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან (1966, 2002, 2010). პირველი მატჩი ურუგვაიმ 2-1 მოიგო, მეორე და მესამე კი ნულოვანი ფრით დასრულდა. საერთო ჯამში ბალანსი ურუგვაის მხარესაა: 2 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება.

 

3 ივლისი

22:00 – მერვედფინალი         კოლუმბია 1-1 (3-4) ინგლისი

01:22 – მატჩის საუკეთესო მომენტები –

01:00 – კიდევ ერთი დრამატული მერვედფინალი დასრულდა და ეს ეტაპიც წარსულს ჩაბარდა. ახლა ორდღიანი პაუზაა და 6 ივლისს მეოთხედფინალები იწყება. თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ ყველა წყვილს:

6 ივლისი

18:00 – ურუგვაი – საფრანგეთი
22:00 – ბრაზილია – ბელგია

7 ივლისი

18:00 – შვედეთი – ინგლისი
22:00 – რუსეთი – ხორვატია

 

  1. ფალკაომ გაიტანა!               კეინმა გაიტანა!
  2. კუადრადომ გაიტანა!         რეშფორდმა გაიტანა!
  3. მურიელმა გაიტანა!            ჰენდერსონმა ვერ გაიტანა. ოსპინამ აიღო!!!
  4. ურიბემ გააფუჭააა!!!          ტრიპიერმა გაიტანა!!! ისევ თანაბარია ანგარიში.
  5. პიკფოოოორდ!!!                  დაიეეეეეეერ!!! ინგლისი მეოთხედფინალშია!!!!

 

ფალკაო ურტყამს პირველ თერთმეტმეტრიანს. ვნახოთ.

00:42 – ახლა ბევრი ლაპარაკი აღარაფერს წყვეტს. დაარტყი, გაიტანე. მეტი რა?

120′ – დასრულდა დამატებითი ტაიმები და ველოდებით პენალტების სერიას.

120′ – მსაჯმა 1 წუთი დაამატა.

118′ – ორი წუთი პენალტების სერიამდე.

115′ – კუთხური და დაიერი ურტყამდა თავით. ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მიზანმა მაინც უმტყუნა.

113′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი კოლუმბიის კართან. აქტიურობენ ინგლისელები.

112′ – რა მომენტიიიიიი!!!! როუზი ურტყამდა და ბურთი კარს აცდა.

108′ – სახიფათო მომენტი ვიხილეთ ინგლისელების შესრულებით. ჯეიმი ვარდის ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ მცველმა დაუფარა.

106′მეორე დამატებითი ტაიმი დაიწყო.

105+1′ – პირველი დამატებითი ტაიმი დასრულდა.

105′ – ინგლისელებს სურვილი აღარ აქვთ, რომ რაღაცა შექმნან. შთაბეჭდილება ასეთი იქმნება.

104′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი კოლუმბიას და ამჯერად ფალკაო ურტყამდა თავით. არაზუსტად.

102′ – ისევ მინა ურტყამდა თავით. ამჯერად – არაზუსტად.

101′ – კოლუმბიის სახიფათო შერტევა და კუთხური ინგლისელთა კართან.

95′ – 6 ყვითელი ბარათი ამოიღო მსაჯმა. ასეთი პრინციპული და დაძაბული მერვედფინალი არც ერთი არ ყოფილა.

91′პირველი დამატებითი ტაიმი დაიწყო.

00:00 – ჯერი მინა – კოლუმბიელთა მოულოდნელი გმირი.

90+7′ – ძირითადი დრო დასრულდა და დამატებით ტაიმებს ველოდებით. კიდევ ერთ დრამას ვადევნებთ თვალს.

90+3′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! კოლუმბიამ გაათანაბრააა!!!!! სასწაული ხდება მოედანზე!!! დიახ, ზოგჯერ მხოლოდ სურვილიც საკმარისია!!!

90+2′ – მსაჯმა 5 წუთი დაამატა. ალბათ მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ კოლუმბიელებს პროტესტი არ გამოუთქვამთ.

87′ – ფალკაო ურტყამდა შორიდან. პიკფორდი ადგილზეა.

86′ – შესაშურ მონდომებას იჩენენ კოლუმბიელები. თავგანწირვის ზღვარზე თამაშობენ.

82′ – კუადრადომ გააფუჭა მომენტი, რომლის მსგავსი კოლუმბიას ამ თამაშში ალბათ აღარ მიეცემა. კიდევ ბევრჯერ ეწვევა სიზმრებში ეს განიავებული შანსი.

80′ – ჰარი კეინი ერთადერთი ფეხბურთელია ამ ჩემპიონატში, რომელმაც ყველა თამაშში გაიტანა, რომელშიც ითამაშა. დასანანია, რომ მწვრთნელმა ის ბელგიასთან სათადარიგოთა სკამზე დატოვა. იქნებ ჟაირზინიოს რეკორდზეც წასულიყო…

75′ – კოლუმბიელებს მხოლოდ გამარჯვების სურვილი შერჩათ, სხვა მხრივ მათ შეტევებს ბევრი რაღაცა აკლია, მათ შორის ფანტაზია. თუმცა ვინ იცის, ზოგჯერ მხოლოდ სურვილიც საკმარისია ხოლმე.

73′ – ლინგარდი იყო ხელსაყრელ სიტუაციაში, მაგრამ მისი პასი მცველმა ჩაჭრა. კუთხური.

72′ – შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსაჯს ეშინია, სადავეები არ გაექცეს ხელიდან და ყველაფერზე ჯარიმას ნიშნავს.

69′ – ყვითელი ბარათი ლინგარდს.

67′ – ისეთი პირი უჩანს, რომ ყვითელი ბარათების დარიგებამ შედეგი გამოიღო. კოლუმბიელები ხვდებიან, რომ თავის ხელში აყვანა სჯობს. მატჩის დასრულებამდე კიდევ 25 წუთია და ანგარიში – სულ რაღაც 0-1.

63′ – კოლუმბიელები ნერვებს ვეღარ თოკავენ და რაც უფრო ახლოვდება მატჩის დასასრული, მით უფრო დიდი რისკია, რომ მოედანზე არასასურველი მოვლენები დატრიალდეს. კოლუმბიელებს კიდევ ორი ყვითელი ბარათი. ვინმე დარჩა გაუფრთხილებელი?

61′ – კოლუმბიელ ფეხბურთელეს დაცვაში აღარაფერი ესაქმებათ და ეს თავადაც მშვენივრად იციან. იქნებ თამაში გაიხსნას.

57′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ჰარი კეინნნნ!!! ინგლისი წინ გადის!

56′ – ყვითელი ბარათი ჰენდერსონს.

54′ – პენალტი კოლუმბიის კარში და ყვითელი ბარათი კარლოს სანჩესს!

52′ – ყვითელი ბარათი არიასს და სახიფათო ჯარიმა კოლუმბიის კართან.

51′ – უფრო ჩაკეტილი თამაში მიდის მეორე ტაიმის დასაწყისში. გუნდები უფრო დიდ ყურადღებას დაცვაში თამაშს აქცევენ და შეტევაში ფრთხილად გადადიან.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

 

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა. გოლები ვერ ვიხილეთ, მაგრამ თამაშს არა უშავდა. დაველოდოთ მეორე ნახევარს.

45+2′ – კოლუმბიის სახიფათო შეტევა და კინტეროს დარტყმა. მეკარე ადგილზეა. იქვე ინგლისის სწრაფი პასუხი და ლინგარდის დარტყმა ‘ა-ლა-მაკმანამან’ კარს აცდა.

45′ – ისევ დაიძაბა სიტუაცია ფეხბურთელებს შორის. მსაჯმა პირველ ტაიმს 3 წუთი დაუმატა.

42′ – ყვითელი ბარათი ბარიოსს (კოლუმბია), ამასობაში ტრიპიერმაც დააყენა საშველი და ბურთი კარს აცდა.

41′ – გაიწელა ჯარიმის შესრულება. სიტუაცია დაიძაბა და მსაჯს ალბათ მალე ბარათების ამოღება მოუწევს. ფეხბურთელები ცოცხალ კედელში ადგილებს ვერ იყოფენ.

39′ – სახიფათო ჯარიმა დაინიშნა კოლუმბიის კარის მიმართულებით. ბექჰემს რომ ინატრებ, ისეთი.

37′ – კარგი ბრძოლაა მოედანზე და ნერვები – დაჭიმული. ტრიპიერმა და ფალკაომ შეუღრინეს კიდეც ერთმანეთს, თუმცა წითელი ხაზი ჯერ არავის გადაუკვეთავს.

32′ – კინტერო ურტყამდა საჯარიმოს გარედან. არაზუსტად.

30′ – ინგლისელი გულშემატკივარი ამღერდა. აღარც კი გვახსოვს, როდის მოვისმინეთ ბოლოს ეს ჰანგები.

25′ – კოლუმბიამ ბურთი დაიჭირა და მოედნის ცენტრსაც დაეუფლა.

22′ – ფალკაო აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ ბურთის დამუშავება არ აცადეს.

21′ – ბურთის ფლობით თუ ვიმსჯელებთ, ინგლისელების უპირატესობაა.

17′ – რა მომენტიიიიიი!!!! კეინი ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ უხერხულ პოზიციაში იყო და მიზანი ვერ გაისწორა.

 

16′ – კოლუმბიელები ახლა ცდილობენ, ბურთი დაიჭირონ და ასეთი საშუალებით ჩააცხრონ ინგლისელების შეტევები.

13′სტერლინგს ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ მისი დარტყმული კოლუმბიელ მცველს მოხვდა.

10′ – ინგლისელები უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ და მეტსაც უტევენ. კოლუმბია შანსებს კონტრშეტევებში ეძებს.

08′ – სახიფათოდ გათამაშებული ჯარიმა ინგლისელების შესრულებით. მხიარულად ვართ, ჯერ-ჯერობით.

06′ – ეშლი იანგმა მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმიდან პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე ამ დარტყმულს გაუმკლავდა. შემდეგ ტრიპიერი აწვდიდა და ისევ უშედეგოდ.

05′ – მატჩი საკმაოდ დინამიურად დაიწყო და იმედია, ასევე გაგრძელდება. სახიფათო ჯარიმა კოლუმბიის კართან.

01′ – მატჩი დაიწყო!

21:53 – გუნდები მოედანზე გამოსასვლელად ემზადებიან, ჩვენ კიდევ, ამასობაში, ჯეიმი ვარდის ოჯახი დავლანდეთ ტრიბუნებზე.

21:35 – კოლუმბიას ყოველთვის ანგარიშგასაწევი ნაკრები ჰყავდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატებს ყოველთვის მოკრძალებული შედეგებით ასრულებდა. ამ გუნდის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა, რასაც წინა ჩემპიონატზე მიაღწია.

ფოტო გადაღებულია 2014 წელს

21:25 – სასტარტოები ცნობილია:

კოლუმბია: ოსპინა, არიასი, ბარიოსი, კარლოს სანჩესი, ფალკაო, კუადრადო, მინა, ლერმა, მოხიკა, კინტერო, დავინსონ სანჩესი
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი, კეინი, სტერლინგი, ტრიპიერი, იანგი, დელე ალი

21:20 – მატჩი მოსკოვში, საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ საშინაო არენაზე გაიმართება.

21:05 – წინა მუნდიალზე, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ინგლისის ნაკრებმა ძალიან წარუმატებლად ითამაშა, ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა ტურნირს. წელს მათ უკეთესი შედეგი უკვე აჩვენეს, მაგრამ ფეხბურთის გამომგონებლებს ეს არ შეიძლება აკმაყოფილებდეს. მიზანი გაცილებით მაღალია: ინგლისელი გულშემატკივარი 1966 წლის შემდეგ ელოდება მეორედ გაჩემპიონებას.

20:50 – მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში ინგლისი და კოლუმბია ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც ჯგუფური ეტაპის მატჩი ინგლისელებმა 2-0 მოიგეს. გოლები ანდერტონმა და ბექჰემმა გაიტანეს. ზოგადად დღევანდელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რიგით მეექვსეა, განვლილი ხუთი მატჩიდან კი კოლუმბიას არც ერთი არ მოუგია. სამი მოგება აქვს ინგლისს და ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდებაა 10:3.

1998 წლის 26 ივნისი. დევიდ ბექჰემი კოლუმბიის ნაკრების კარის მიმართულებით ჯარიმას ასრულებს.

18:00 – მერვედფინალი         შვედეთი 1-0 შვეიცარია

20:16 – შვედეთის ნაკრები მეოთხედფინალშია და მისი მეტოქე კოლუმბიასა და ინგლისს შორის მატჩში გაირკვევა. ვნახოთ ბოლო თამაშის საინტერესო მომენტები და დაველოდოთ მომდევნოს.

90+7′ – ტოივონენმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ზომერი ადგილზე დახვდა ბურთს. შვეიცარიელები შეტევას ვეღარ მოასწრებენ. მსაჯმა თამაში დაასრულა.

90+5′ – საქმეში ვიდეოგამეორება ჩაირთო და პენალტი ჯარიმით შეიცვალა. ლანგი წესებს საჯარიმოს გარეთ არღვევდა, თუმცა წითელი ბარათი ძალაში დარჩა. 

90+3′ – პენალტი შვეიცარიის კარში და წითელი ბარათი ლანგს.

90′ – ფოსრბერგი პირველი შვედია 2002 წლის შემდეგ, რომელმაც პლეიოფის ეტაპზე გოლი გაიტანა. 16 წლის წინ ეს ჰენრიკ ლარსონმა მოახერხა, მაგრამ შვედებმა ის მატჩი მაინც წააგეს. განმეორდება დღეს იგივე ისტორია, თუ მიიყვანს შვედეთი საქმეს გამარჯვებამდე?

89′ – მატჩი დასასრულს უახლოვდება. შვედებმა კუთხური გაათამაშეს, მაგრამ ბურთი ვერ შეინარჩუნეს და ახლა შვეიცარიელები კიდევ ერთხელ წავლენ შეტევაში.

83′ – ემბოლო ამწვავებს მარცხენა ფრთიდან, მეორედ შევიდა უკვე შვედების საჯარიმოში, მაგრამ მცველები უშეცდომოდ მოქმედებენ.

81′ – ორი სახიფათო ჩაწოდება. ჯერ ფორსბერგმა და მეკარემ მოიგერის ერთად, შემდეგ კი მეკარემ დაასწრო თავდამსხმელს.

79′ – შვეიცარიელები ზეწოლას აძლიერებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი გამოსდით.

74′ – ამასობაში გავარკვიეთ, რომ გოლი ფორსბერგს ჩაეთვალა.

72′ – შვეიცარია გააქტიურდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თან ანერვიულდა, რაც დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს მათ თამაშზე.

69′ – ყვითელი ბარათი ჯაკას.

68′ – ფორსბერგმა მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოს წინ, ოდნავ მარჯვნივ გაიწია და ძლიერად დაარტყა. ბურთს აკანჯი გადაუდგა და საკუთარ კარში ჩაჭრა. ზომერი აქ უძლური იყო.

66′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!!! შვედეთი წინ გადის!!! აკანჯის ავტოგოლი. 

64′ – ფორსბერგი აწვდიდა ჯარიმიდან და მცველს მოარტყა ბურთი. მეორე ცდაზე მიზანს ააცილა.

63′შვედების სახიფათო შეტევა და ჯარიმა შვეიცარიელთა საჯარიმოს მისადგომებთან.

61′ – ყვითელი ბარათი შვეიცარიელთა კაპიტან ბეჰრამის, რომელიც მეოთხედფინალს გამოტოვებს (თუ შვეიცარია გავიდა).

60′ – სახიფათო მომენტი იქმნებოდა შვეიცარიელთა კართან, მაგრამ ლუსტიგმა ძალიან არაზუსტად დაარტყა.

57′ – მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, 1930 წლიდან დღემდე, მატჩებზე დამსწრეთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბაო, გვატყობინებს ფიფას ოფიციალური საიტი. რომელი ხართ ამ ორმოცი მილიონიდან ერთ-ერთი?

53′ – შაჩირი აშკარად გამოირჩევა ზუსტი და სახიფათო ჩაწოდებებით. დარტყმებზეც თუ გადავა, შეიძლება შვეიცარიამ რაღაცას გამოჰკრას ხელი.

49′ – შვედების სახიფათო შეტევა ვიხილეთ. ტოივონენი ურტყამდა ბოლოს და ბურთი ისევ ღრუბლებისკენ მიფრინავს. მიზანი ვერ გაასწორედ შვედებმა ჯერ-ჯერობით.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

 

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

43′ – შვედების რამდენიმეფაზიანი შეტევა ვიხილეთ და ალბათ გოლიც უნდა გასულიყო, დასკვნით სტადიაზე რომ უფრო გამოეჩინათ ფეხბურთელებს სიზუსტე. ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთი რჩება.

41′ – ეკდააააააალ!!!! ერთი შეხებით ურტყამდა, ჰაერშივე. იბრაჰიმოვიჩი ეშმაკურად ჩაიცინებდა ახლა…

40′ – ფორსბერგის დარტყმა, რიკოშეტი და მეკარემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. გაუმართლა. 

38′ – ჯემაილიიიიიი!!!! ცუბერის კარგი პასი და დარტყმა კარს აცდა. დასანანია. კარგი კომბინაცია იყო…

34′ – ბურთის ფლობის მხრივ შვეიცარიის უპირატესობა აშკარაა.

30′ – ყვითელი ბარათი ლუსტიგს და სახიფათო ჯარიმა შვედეთის კარის მიმართულებით. ცუდი ჩაწოდება (თუ დარტყმა?)

29′ – ზომეეეეეეერ!!!! არაადამიანური სეივი!! შვეიცარიელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზეა. 

24′ – კიდევ თითო მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი გაცვალეს გუნდებმა.

22′ – პეპიც ძალიან შეცვლილა…

18′ – გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ გუნდს არ აქვს. თანაბარი თამაშია და პირველი გოლი რაღაცას აუცილებლად შეცვლის.

14′ – შაჩირის კიდევ ერთი კარგი პასი-ჩაწოდება. დრმიჩმა არ დაიჯერა, რომ ამ ბურთს მიწვდებოდა, არადა რომ ამხტარიყო… ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე დავინახეთ.

11′ – შვეიცარიის პასუხი: შაჩირის კარგი გადაცემა და ჯემაილი მეკარესთან პირისპირ! მეკარემ ყველას დაასწრო.

08′პირველი საგოლე მომენტები დღევანდელ მატჩში. ჯერ ბერგი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე გააკეთა და ბურთი კარს ასცდა, ამის შემდეგ კი ეკდალი ურტყამდა ახლო მანძილიდან. ისევ არაზუსტად. შვეიცარია სწრაფ გოლს გადაურჩა.

05′ – მატჩი თანაბრად დაიწყო და მეტოქეებმა შეტევებიც განახორციელეს. ჯერ-ჯერობით რეალური მომენტების გარეშე.

01′ – მატჩი დაიწყო!

17:55 – გუნდები მოედანზე არიან. ჰიმნებს მოვისმენთ და წავიდა.

17:33 – შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტიც ყოფილა (1958) და ბრინჯაოს პრიზიორიც (1950, 1994), თუმცა 1994 წლის შემდეგ ეს გუნდი მერვედფინალს ერთხელაც ვერ გასცდა. 1998 წელს შვედებმა საფრანგეთში გამართული მუნდიალი გამოტოვეს, 2002 და 2006 წლებში მერვედფინალში დამარცხდნენ, შესაბამისად სენეგალთან და გერმანიასთან, 2010 და 2014 წელს კი ისევ წარუმატებლად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მსოფლიოზე ვერ მოხვდნენ. დღეს ისინი ამ წარუმატებელი პერიოდის დასრულებას შეეცდებიან.

შვედი ფრედერიკ ლიუნგბერგი (მარცხნივ) და გერმანელი მიხაელ ბალაკი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში.

17:20 – შვეიცარიის ნაკრები, თავისი ისტორიის მანძილზე, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შორს არასდროს წასულა. ბოლოს ნეიტრალური ქვეყნის შვილებმა მუნდიალში მონაწილეობა 2014 წელს მიიღეს და მერვედფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ. შეწყვეტს თუ არა შვეიცარია დღეს ამ უსიამოვნო ტრადიციას, ერთად ვიხილავთ 18:00 საათიდან.

შვეიცარიელი ჯერდან შაჩირი არგენტინელების – ანხელ დი მარიასა (7) და ხოსე მარია ბასანტას წინააღმდეგ. ფოტო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან.

 

17:09 – მატჩი სანქტ-პეტერბურგის სტადიონზე გაიმართება.

17:03 – სასტარტოები:

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, ეკდალი, ბერგი, ფორსბერგი, სვენსონი, კლესონი, ტოივონენი
შვეიცარია: ზომერი, აკანჯი, ლანგი, ჯაკა, ბეჰრამი, როდრიგესი, ცუბერი, ჯემაილი, დრმიჩი, ჯურუ, შაჩირი

15:11 – შვედეთი და შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან, სხვა მხრივ კი მათ შორის სულ 27 მატჩი გამართულა, რომელთაგან გუნდებს 10-10 მოგება და 7 ფრე აქვთ. ამ 27 მატჩიდან 5 მსოფლიოს 1962 და 1978 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე შედგა. 1961 წლის შემოდგომაზე გუნდებს ურთიერთშეხვედრებში თითო მოგება და ჯგუფში თანაბარი რაოდენობის ქულები დაუგროვდათ. მაშინდელი რეგლამენტის თანახმად, შედგა გადათამაშება, რომელშიც შვეიცარიამ 2-1 გაიმარჯვა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. 1978 წლის მუნდიალის შესარჩევი კი შვედეთმა უკეთ გაიარა და შვეიცარიას ორივე თამაში მოუგო.

2 ივლისი

22:00 – მერვედფინალი         ბელგია 3-2 იაპონია

00:15 – მიმდინარე ჩემპიონატის და, თამამად ვიტყვით, ყველა განვლილი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ვიხილეთ. მეორე ტაიმში გაშვებული ორი გოლის შემდეგ დაბრუნება ძალიან იშვიათად ხდება და სწორედ ეს მოახერხა დღეს ბელგიამ. მეოთხედფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები და დღეს ამით გემშვიდობებით.

90+5′ – ტეღმინეეეეეეე!!!! ტეღმინეეეე!!! დასრულდა მატჩი! სიტყვები არ გვყოფნის.

90+4′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! ელვისებური კონტრშეტევა ბელგიელების შესრულებით და შადლიმ მატჩს წერტილი დაუსვა!!! 3-2 ბელგიის სასარგებლოდ. ყველაზე მაგარი თამაში ამ ჩემპიონატში!!

90+1′ – 4 წუთი დაემატა მეორე ტაიმს.

90′ – მატჩის ძირითადი დრო იწურება და ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს დამატებითი ტაიმების ხილვა.

86′ – კავაშიმაააააააა!!!!! ორი არაადამიანური სეივიი!!! 

83′ – იაპონელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სახარბიელო არ უნდა იყოს. ორბურთიანი უპირატესობის ასე განიავება გუნდს დაღს ასვამს.

80′ – ბელგია ზეწოლას აძლიერებს. გიჟურ მეორე ტაიმს ვუყურებთ.

74′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოლ!!! ფელლაინნიიიიიიიი!!!! ბელგიამ გაათანაბრა!!! ოოო-ლა-ლაააა, მე კესკესეეეეეე???!!!

73′ – დე ბრრრრეინნნნეე!!! დაარტყა ბელგიელმა, მაგრამ იაპონელი მცველები ჩაუწვნენ

70′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!!! ბელჟიიიიიიიკ!!!! 1-2 გახდა! შემოაბრუნებენ ბელგიელები ამ თამაშს? ვერტონგენ!!

62′ – ლუკაკუუუუ!!! კესკესეეე??? საოცარი მომენტი და ბურთი კარს სცდება. ყველას გოლი გვეგონა.

62′ – თავის ისტორიაში პირველად არის იაპონიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალთან ასე ახლოს. აქამდე მათთვის მაქსიმალური შედეგი მხოლოდ მერვედფინალი იყო.

60′ – საოცრად დაიწყო მეორე ტაიმი: იაპონია ორი ბურთით გადის წინ. რა პასუხი აქვთ ბელგიელებს?

52′ – გოოოოოოოოოოოოოოლ !!!! გოოოოოოოოოოოოლ!!!! ბანზააააააააააიი!!! იაპონიამ მეორე გაიტანა!!! ინუიიიიიიი!!!

48′ – გოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! კონიჩივააააააააა!!!! გამარჯობააააა!!! იაპონია წინ გადის! ჰარაგუჩი – გოლის ავტორი. 

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

23:00 – საინტერესო სტატისტიკას გვაწვდის ფიფა: მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნათამაშევი ბოლო ცხრა თამაშიდან, ბელგიამ მხოლოდ ერთში შეძლო გოლის გატანა პირველ ტაიმში.

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

44′ – კურიოზული მომენტი ბელგიის კართან, რომელსაც კინაღამ გოლი მოჰყვა: ნაგატომოს დარტყმულს ოსაკომ შეუცვალა მიმართულება. კურტუამ ბურთი ადვილად დაიჭირა, თუმცა ხელიდან გაუვარდა და მხოლოდ მეორე ცდაზე დააფიქსირა.

40′ – ყვითელი ბარათი შიბასაკის (იაპონია)

36′ – ბელგიელთა უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ იაპონელები ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებენ. რთულია გამოცნობა, ვინ გაიტანს პირველ გოლს.

31′ – იაპონიის საკმაოდ სახიფათო პასუხი და ინუი ურტყამდა თავით. დარტყმა ძლიერი არ გამოვიდა და კურტუას ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

27′ – ბელგიის საკმაოდ ხანგრძლივი და რამდენიმეფაზიანი შეტევა უშედეგოდ სრულდება. აზარი ურტყამდა ძლიერად, შემდეგ კომპანი გაფრინდა და ბურთი ცარიელი კარის წინ ჩააგდო, მაგრამ ამ პასს არავინ გამოეხმაურა (ლუკაკუს ჩაეძინა, გულახდილად რომ ვთქვათ). ბელგიელთა სრული უპირატესობაა.

25′ – ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ლუკაკუს, მაგრამ ბურთი ფეხებში გაებლანდა. გასატანი იყო.

23′ – არა, ასეთი ტემპია-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ თამაშს ჯერ-ჯერობით ნამდვილად არა უშავს.

20′ – ბელგიელებმა ალღო აუღეს იაპონიის ტაქტიკას, სივრცეები შეზღუდეს და მეტოქის საჯარიმოზე ზეწოლა გააძლიერეს.

15′ – ორმხრივი შეტევები მიდის, მაგრამ ხიფათი ჯერ არც ერთ კართან არ შექმნილა. ვიტსელი ურტყამდა შორიდან.

10′ – ათი წუთი მიიწურა და იაპონია უფრო მეტს და შინაარსიანად უტევს.

08′ – იაპონიამ მოედნის ცენტრი დაიკავა და ბურთი გაგორა.

05′ – მიუხედავად საკმაოდ გავრცელებული პროგნოზისა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი გუნდის თამაში. იაპონია არაფრის დათმობას არ აპირებს.

02′ – შინჯი კაგავა ურტყამდა ძლიერად. ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

01′ – მატჩი დაიწყო.

21:55 – ეროვნული ჰიმნები ჟღერს, ამასობაში კი ტრიბუნებზე ეს ადამიანი დავნალდეთ: ჟან-მარი პფაფი (Jean-Marie Pfaff), ქალბატონებო და ბატონებო – თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი მეკარე. 80-იანი წლების იკერ კასილიასი (ან ჯანლუიჯი ბუფონი). ბელგიის ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, მიუნხენის „ბაიერნში“ – 156.

21:30 – მატჩი ქალაქ როსტოვის სტადიონზე იმართება.

21:25 – სასტარტოები:

ბელგია: კურტუა, ალდერვაირელდი, კომპანი, ფერტონგენი, ვიტსელი, დე ბრეინე, რ. ლუკაკუ, ე. აზარი, კარასკო, მერტენსი, მენიე
იაპონია: კავაშიმა, შოჯი, ნაგატომო, შიბასაკი, ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი, ოსაკო, ჰასებე, ჰ. საკაი, იოშიდა

21:15 – ბელგია და იაპონია ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დადებითი ბალანსი იაპონიას აქვს – 2 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 წაგება. ამ მატჩებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით მხოლოდ ერთი გაიმართა და ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც იაპონია ტურნირის თანამასპინძელი იყო. ჯგუფური ეტაპის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

ყველაზე დიდი ანგარიში ამ გუნდებს შორის 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამხანაგური მატჩი იაპონიამ 4-0 მოიგო.

ბელგიამაც ამხანაგურ მატჩში მოახერხა გამარჯვება – შარშან, 14 ნოემბერს, ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრები 1-0 დაამარცხა.

ფოტო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან: მარკ ვილმოტსი (7) და კაზუიუკი ტოდა.

18:00 – მერვედფინალი         ბრაზილია 2-0 მექსიკა

20:25 – ბრაზილიამ ისევ ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლომდე ანგარიში თანაბარი ან მინიმალური იყო, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონებს ოდნავაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა. არასასიამოვნო გრძნობას მხოლოდ ის ტოვებს, რომ ლაღი და დინამიური ფეხბურთი ვნახეთ უკიდურესად ცოტა. დაველოდოთ მომდევნო მატჩს და ვნახოთ, ვისთან მოუწევთ ბრაზილიელებს ურთიერთობების გარკვევა მომდევნო ეტაპზე.

მატჩის საუკეთესო მომენტების კოლაჟს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

90+6′ – მატჩი დასრულდა. ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ბელგიასა და იაპონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

90+2′ – ყვითელი ბარათი გუარდადოს.

90+1′ – ძირითად დროს 6 წუთი დაემატა.

88′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!! ფირმინოოოოოოოოო!!!! 2-0 და ბრაზილია ალბათ უკვე მეოთხედფინალშია.

77′ – ყვითელი ბარათი სალსედოს (მექსიკა)

72′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით მიდის, თუმცა მექსიკელები უფრო აქტიურობენ. ოციოდე წუთი რჩებათ, რომ ეს მატჩი გადაარჩინონ.

61′ – ბრაზილიელების გლახაობა მეტოქის საჯარიმოსთან და მექსიკელთა სახიფათო კონტრშეტევა. მეკარე ადგილზეა.

60′ – ყვითელი ბარათი კაზემიროს.

55′ – ყვითელი ბარათი ერერას (მექსიკა)

54′ – მექსიკის პასუხი, რომელმაც ჯერ-ჯერობით ცერაფერი შეცვალა.

51′ – გოოოოოოოოოოოოოოოლ!!! ნეიმაააააარ ჟუნიოოოოორ!!!! ბრაზილია წინ გადის! იქნებ ახლა მაინც გაიხსნას თამაში. 

50′ – გალიარდოს ჰქონდა კარგი მომენტი. ბურთი კარს აცდა. ალბათ მარცხნივ პასი ჯობდა.

48′ – კოუტინიოს დარტყმა და ოჩოა ადგილზეა. სახიფათო მომენტი გამოვიდა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

 

19:00 – ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ჩემპიონატში თითზე ჩამოსათვლელია საინტერესო და დინამიური თამაშები. ძირითადად ნელ და უღიმღამო ფეხბურთს ვუყურებთ.

 

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა. ნამდვილ ფეხბურთს უკიდურესად მცირე რაოდენობით ვხედავთ.

43′ – ყვითელი ბარათი ფილიპე ლუისს (ბრაზილია).

40′ – ნეიმარის მიერ დარტყმული ჯარიმა კარს აცდა. მატჩი ნელ ტემპში მიდის და გარისკვა არც ერთ გუნდს არ სურს. ფეხბურთი ისევ ძალიან ცოტაა.

36′ – ტექნიკური პრობლემების გამო ჩვენი რეპორტაჟი შეწყვეტილი იყო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ვიხილეთ ბრაზილიის რამდენიმე სახიფათო შეტევა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

05′ – ნეიმარი ურტყამდა საჯარიმოს გარედან, მაგრამ ოჩოა ამ ბურთს გაუმკლავდა.

02′ – სახიფათო შეტევა ბრაზილიის კართან. ლოსანო კარის წინ მარტო აღმოჩნდა, მაგრამ მცველმა ჩაუსწრო და ბურთს გადაეღობა.

01′ – მატჩი დაიწყო!

17:58 – დასრულდა ეროვნული ჰიმნები და ველოდებით მატჩის დაწყებას.

17:50 – უცნაურ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ვპოულობთ: რაფაელ მარკესი პირველი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელიც ხუთ სხვადასხვა მუნდიალზე დასახელდა სასტარტო შემადგენლობაში.

17:45 – წინა მატჩებთან შედარებით ცვლილებაა მექსიკელთა სასტარტოშიც: ოსორიომ გადაწყვიტა, გამოცდილ რაფაელ მარკესს ენდოს. 39 წლის რაფასთვის ეს მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატია და ვნახოთ, რა აქვს მას დღეს არსენალში.

17:40 – ფილიპე ლუისი შესაძლოა არ არის ისეთი სწრაფი, როგორიც მარსელო, მაგრამ მას მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს და პასებიც არ დაეწუნება.

17:30 – მექსიკელები მოთელვაზე გამოვიდნენ.

17:28 – კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მექსიკამ და ბრაზილიამ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ერთი და იმავე გუნდისგან იწვნიეს. 1978 წელს მექსიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან 0-6 განადგურდა, 2014 წელს კი ბრაზილიამ უკვე გაერთიანებულ გერმანიასთან (ოფიციალურად ქვეყანას დღესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჰქვია) 1-7 წააგო.

17:05 – სასტარტო შემადგენლობები ცნობილია და გაირკვა, რომ მარსელო დროზე ვერ გამოჯანმრთელდა. დღეს მის ნაცვლად ისევ ფილიპე ლუისი გამოვა.

ბრაზილია: ალისონი, ტიაგო სილვა, მირანდა, კაზემირო, ფილიპე ლუისი, გაბრიელ ჟეზუსი, ნეიმარი, კოუტინიო, პაულინიო, ვილიანი, ფაგნერი
მექსიკა: ოჩოა, აიალა, სალსედო, მარკესი, ველა, ჩიჩარიტო, ერერა, გუარდადო, ალვარესი, ლოსანო, გალიარდო

16:30 – მატჩი ქალაქ სამარის სტადიონზე გაიმართება.

15:30 – ძალიან საინტერესო მატჩი გველის წინ და სანამ დარჩენილი დრო გაივლის, ისტორიაში ჩავიხედოთ: ბრაზილია და მექსიკა ერთმანეთს 40-ჯერ შეხვედრიან. აქედან 23 მატჩი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა მოიგეს, 10 – მექსიკელებმა, ხოლო დარჩენილი 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ ორმოცი მატჩიდან მსოფლიო ჩემპიონატისა მხოლოდ 4 იყო და სამი მათგანი ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა: 1950 წელს ანგარიში 4-0 დაფიქსირდა, 1954 წელს – 5-0, ხოლო 1962 წელს – 2-0, ბოლოს კი, 2014 წელს, მექსიკამ ნულოვან ფრეს მიაღწია. ალბათ შეამჩნიეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკას ბრაზილიისთვის ჯერ ერთი გოლიც კი არ გაუტანია. გატყდება თუ არა დღეს ნავსი, ერთად ვიხილავთ.

 

1 ივლისი

22:00 – მერვედფინალი         ხორვატია 1-1 (3-2) დანია

რაკიტიიიიიიჩ!!!!! ხორვატია მეოთხედფინალშია!!!

სუბაშიიიიჩ!!!  ახლა თუ ხორვატია გაიტანს, მეოთხედფინალში გადის. ბოლო დარტყმა!

შმაიხელმაც აიღო!!!! პივარიჩი ურტყამდა. ისევ თანაბარია ანგარიში. 2-2 ოთხი დარტყმის შემდეგ 

ლასე შონეს აუღო სუბაშიჩმა! 

მოდრიჩმაც გაიტანა. 2-2 სამი დარტყმის შემდეგ.

კრონდელმა გაიტანა. 1-2

კრამარიჩმაც გაიტანა და 1-1 პენალტების სერიაში

კიაერმა გაიტანა.

პირველი ორი თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში 0-0 გახლავთ. ერიკსენმა და ბადელმა გააფუჭეს დარტყმები.

 

120+1′ – დასრულდა დამატებითი დრო. ველოდებით პენალტების სერიას.

120′ – საქმე ისევ თერთმეტმეტრიანებისკენ მიდის. 1 წუთი დაამატა მსაჯმა.

118′ – შმაიხელმა არათუ მოიგერია პენალტი, არამედ ბურთი დაიჭირა. საოცარი სეივი და უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა დანიას!

116′ – აიღოოოოოოოოოოოო!!!! აიღოოოოოოოოოო!!!!!! შმაიხეეეეეეეეეეელლლლლ!!!!! კასპეეეეეერ!!!!

114′ – ცარიელი კარის წინ აღმოჩენილი რებიჩი უკნიდან მოცელეს. ყვითელი (!) ბარათი იერგენსენს და პენალტი.

113′ – კიდევ ერთი მომენტი ხორვატიის კართან და 7 წუთი დამატებითი დროის ამოწურვამდე.

107′ – სისტომ გაამწვავა სიტუაცია: შორიდან დაარტყა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

106′ – მეორე დამატებითი ტაიმისთვის დანიის შემადგენლობაში ცვლილებაა: სისტო ითამაშებს ბრაითვაითის ნაცვლად.

 

105′ – პირველი დამატებითი ტაიმი დასრულდა.

103′ – მარცხენა ფრთიდან დაკიდებული პარაშუტი დანიის კარში ეშვებოდა. შმაიხელმა სიტუაცია კარგად გააკონტროლა.

99′ – იერგენსენის ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან. ბურთი კარს ასცდა.

97′ – რამდენიმეწუთიანი ზეწოლა იყო ხორვატების კარზე. რაც დამატებითი დრო დაიწყო, ბურთს დანიელები აკონტროლებენ.

95′ – ორი კარგი მომენტი დანიას, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბოლო პასმა არ ივარგა.

93′ – სხვათა შორის, მიუხედავად პრინციპულობისა, საკმაოდ კორექტული თამაშია. 90 წუთის განმავლობაში მსაჯს არც ერთხელ არ ამოუღია ყვითელი ან წითელი ბარათი.

91′ – დამატებითი დრო დაიწყო.

90+4′ – ძირითადი დრო დასრულდა. ველოდებით დამატებით 30 წუთს.

90+3′ – დანიის სახიფათო შეტევა და ბრაითვაითის დარტყმული კარს მცირე მანძილიც სცდება.

90+1′ – მსაჯმა 3 წუთი დაამატა.

85′ – ხორვატია უფრო მონდომებული ჩანს. სახიფათო მომენტი იყო დანიის კართან, მაგრამ მცველებმა იყოჩაღეს. ბოლოს პივარიჩი ურტყამდა. არაზუსტად.

72′ – კარგი მომენტი დანიის კართან, მაგრამ იერგენსენის დარტყმულს სუბაშიჩი ადვილად გაუმკლავდა.

65′ – რამდენიმეფაზიანი შეტევა დანიის კარზე უშედეგოდ სრულდება. გუნდები ახლა უკვე ფრთხილობენ. 25 წუთი ძირითადი დროის დასრულებამდე.

56′ – სახიფათო მომენტი დანიის კართან. ბრაითვაითს ბურთი ფეხიდან აეჭრა.

53′ – ტემპი ოდნავ დაეცა. მეორე ტაიმში საინტერესო მომენტი ჯერ არ გვქონია.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45′ – მანჯუკიჩი დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს, თუმცა ფეხბურთელი უკვე წამოდგა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

39′ – ლოვრენი აუხტა ძალიან კარგად ჩაწოდებულ ბურთს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ბურთი კარს აცდა.

38′ – საკმაოდ სახიფათო ჯარიმა ხორვატიის შესრულებით. მოდრიჩი ბურთთან.

29′ – ძალიან სახიფათო მომენტი დანიის კართან: რამდენიმე დარტყმა მოკლე მანძილიდან, მაგრამ ანგარიში უცვლელია.

27′ – ბრაითვაითს კარგი მომენტი ჰქონდა. სუბაშიჩმა მოიგერია.

26′ – მოდრიჩის შესაჩერებლად დღეს დანიელებს ბევრი მუშაობა მოუწევთ.  რეალ მადრიდის ნახევარმცველი ძალიან ბევრს მოძრაობს.

24′ – საინტერესო ვერაფერი შექმნეს დანიელებმა და ბურთს თამაშში ხორვატები შეიყვანენ.

23′ – დანიელებმა უპასუხეს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. კუთხური ხორვატიის კართან.

20′ – მანჯუკიჩი წაიქცა საჯარიმოში და თერთმეტმეტრიანს ითხოვდა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

14′ – ხორვატია უპირატესობას ფლობს და საკმაოდ სახიფათოდ უტევს. იმ ანტიფეხბურთის მერე, ესპანეთის და რუსეთის შესრულებით რომ ვნახეთ, ლაღი ფეხბურთი ისე გვსიამოვნებს, როგორც დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა.

12′ – პერიშიჩის დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა. კუთხური.

11′ – სახიფათო ჯარიმა ხორვატიის სასარგებლოდ.

07′ – ორი გოლი მატჩის პირველ 5 წუთში. უკეთესს რომ ვერ ინატრებ, ისეთი თამაშია.

04′ – გოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! ხორვატიააააა!!! მანჯუკიჩიიიი!!!! 1-1

02′ – გოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! დანიამ გაიტანა!!! არეულობა იყო საჯარიმოში და იერგენსენმა ყველაზე ადრე აუღო ალღო სიტუაციას!  

01′ – მატჩი დაიწყო.

21:57 – სასტარტოები:

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, მანჯუკიჩი, რებიჩი, ვიდა
დანია: შმაიხელი, კიაერი, კნუდსენი, კრისტენსენი, დელანეი, ერიკსენი, ბრაითვაითი, იერგენსენი, დალსგორი, იურარი, კორნელიუსი

21:55 – ხორვატიამ ბოლოს მუნდიალზე 2014 წელს ითამაშა და ჯგუფური ეტაპი ვერ გაიარა, დანიამ კი წინა ჩემპიონატი გამოტოვა, 2010 წელს კი ასევე ჯგუფში ჩარჩა. წლევანდელ პირველობაზე გუნდებმა უკვე გააუმჯობესეს თავიანთი ბოლო შედეგები. ვნახოთ ვინ წავა დღეს კიდევ უფრო შორს.

21:20 – ხორვატიისა და დანიის ნაკრებები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან და არც ერთი ეს თამაში არ ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თუმცა, 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ქვეჯგუფში ისინი ერთად მოხვდნენ და, შესაბამისად, ორი მატჩიც ითამაშეს. ხორვატიაში თამაში 1-1 დასრულდა, დანიაში კი მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვედრიან. ეს 1996 წელს მოხდა და ხორვატებმა 3-0 მოიგეს. რაც შეეხება დანარჩენ ორ მატჩს, ორივე ამხანაგური იყო და ერთი დანიამ მოიგო, მეორე კი ხორვატიამ. შესაბამისად, დღევანდელ მეტოქეებს შორის სრული თანასწორობაა: 2-2 მოგება და ერთი ფრე.

18:00 – მერვედფინალი          ესპანეთი 1-1 (3-4) რუსეთი

რუსეთი მეოთხედფინალშია!

  1. ინიესტამ გაიტანა (ესპანეთი)
  2. სმოლოვმა გაიტანა (რუსეთი)
  3. პიკემ გაიტანა (ესპანეთი)
  4. იგნაშევიჩმა გაიტანა (რუსეთი)
  5. კოკეს აკინფეევმა აუღო! (ესპანეთი)
  6. გოლოვინმა გაიტანა (რუსეთი)
  7. სეხრიო რამოსმა გაიტანა (ესპანეთი)
  8. ჩერიშევმა გაიტანა (რუსეთი)
  9. იაგო ასპასს აკინფეევმა აუღო (ესპანეთი) 

 

120+1′ – დასრულდა დამატებითი დრო და ამ ჩემპიონატში პირველად ვხდებით პენალტების სერიის მომსწრენი. აქ შანსები უკვე თანაბარია.

120′ – დამატებითი დროც დასასრულს უახლოვდება. პენალტების სერიას ველოდებით, თუ დარჩენილ 1-2 წუთში არაფერი მოხდა.

115′ – ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ ესპანელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. მსაჯმა პენალტის დანიშვნა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

113′ – ესპანეთმა ტემპს უმატა, რაც სავსებით გასაგებია. პენალტების სერია ლატარიაა და უძლიერესი ყოველთვის ვერ იგებს.

109′ – ძალიან კარგი მომენტი ესპანეთს: როდრიგო გაექცა მცველს და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. განმეორებითი დარტყმა კარვახალმა შეასრულა და ამჯერად ბურთი მცველს მოხვდა.

106′ – მეორე დამატებით დრო დაიწყო.

 

105+1′ – პირველი დამატებითი დრო დასრულდა.

105′ – პიკე ურტყამდა თავით. აკინფეევი ისევ საიმედოა.

103′ – იაგო ასპასი მარტო აღმოჩნდა მეტოქის ფეხბურთელების გარემოცვაში და მისი დარტყმული ერთ-ერთ მცველს მოხვდა.

101′ – მარკო ასენსიო ურტყამდა შორიდან. აკინფეევი ადგილზეა.

98′ – თუ არ ვცდებით, რაც დამატებითი დრო დაიწყო, რუსები ბურთიანად მეტოქის ნახევარზე არ გადასულან.

95′ – თამაშის სურათი არ იცვლება. ესოპანეთმა ერთი-ორჯერ ტემპს მოუმატა და თითქოს სახიფათო მომენტიც შექმნა.

91′ – დაიწყო პირველი დამატებითი დრო.

 

90+1′ – ძირითად დროს 4 წუთი დაემატა.

85′ – როგორც იქნა ერთი დინამიური შეტევა ვიხილეთ. ინიესტა ურტყამდა შორიდან და აკინფეევმა მოიგერია.

82′ – როგორც ჩანს პირველად გავხდებით დამატებითი დროის მომსწრენი: რუსეთს არ შეუძლია, ესპანეთს არ უნდა. სხვას რას ველოდოთ, არ ვიცით.

76′ – მოედანზე არაფერი ხდება. ჭადრაკის ყურება უფრო საინტერესოა.

71′ყვითელი ბარათი ზობნინს.

64′ – მატჩი ძალიან უინტერესო გახდა. არც ერთი გუნდი არ ჩქარობს და გარისკვას არ აპირებს.

57′ – კუთხური ესპანეთის კართან.

54′ყვითელი კუტეპოვს სახიფათო შეტევის შეჩერებისთვის.

48′ – კარგი მომენტი რუსეთის კართან. ასენსიომ უხერხულად დაარტყა და ბურთს აკინფეევი დაეუფლა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

19:00 – გუნდებმა გოლები გაცვალეს. პენალტის შესახებ ჩვენი აზრი? იყო: ბურთი კარის მიმართულებით მოძრაობდა და ხელმა შეაჩერა. ვნახოთ, რას გვაჩვენებს მეორე ტაიმი. ინიესტას შემოყვანას უჩანს პირი.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

41′ – გოოოოოოოოლ!!! დზიუბააა!!! 1-1

40′ – პენალტი ესპანეთის კარში! პიკეს მოხვდა ბურთი ხელზე! ყვითელი ბარათი პიკეს.

39′ – რუსები მიხვდნენ, რომ საკუთარ ნახევარზე ჩაჯდომით ვერაფერს მიაღწევენ და უფროი გააქტიურდნენ. კუთხური ესპანეთის კართან.

36′ – პირველი მეტ-ნაკლებად რეალური მომენტი რუსეთს. გოლოვინი ურტყამდა საჯარიმოს გარედან. ბურთი კარს ასცდა.

33′ – არცთუ სასიამოვნო შესახედავია ასეთი ფეხბურთი, მაგრამ ესპანელებს ვერ გავამტყუნებთ. ისინი იგებენ და არსად ეჩქარებათ. შეტევაში წასვლა რუსებს ევალებათ.

27′ – კუთხური ესპანეთის კართან. რუსებმა ბურთი გაითამაშეს, მაგრამ ვერ ჩააწოდეს და ისევ ესპანეთი აკონტროლებს თამაშს.

25′ – რუსების რამდენიმეფაზიან შეტევას საინტერესო არაფერი მოჰყოლია. ისევ ესპანეთი აკონტროლებს ბურთს.

20′ – რუსებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირთ. ესპანელები ძალიან მჭიდროდ ეთამაშებიან.

14′ – გაირკვა რომ ბოლოს ბურთს იგნაშევიჩი შეეხო. ავტოგოლი იყო.

12′ – გოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! სერხიო რრრრრრრააააამოოოოოოოოოოოსსსს!!!! ესპანეთი წინ გადის.

11′ – სახიფათო ჯარიმა რუსეთის კარის სიახლოვეს, შეტევის მარჯვენა ფლანგზე. ჟირკოვი ეუხეშა ნაჩოს.

10′ – ესპანეთი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად ეხერხება: მოედნის ცენტრს იპყრობს და ბურთს აგორავებს. ამ ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებებს შორის ფერნანდო იეროს გუნდმა ყველაზე მეტი პასი გააკეთა.

05′ – ჩერჩესოვმა ფორმაცია შეცვალა და 5-3-2 სისტემაზე გადავიდა. დაცვით ფეხბურთს ირჩევს რუსეთი და თამაშის პირველ წუთებს ეს ეტყობა. ბურთი ესპანელებს აქვთ, რუსები შანსებს კონტრშეტევებში ეძებენ.

01′ – მატჩი დაიწყო!

17:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან და ალბათ მთავარი მოულოდნელობა ის არის, რომ ანდრეს ინიესტა სათადარიგოთა სკამზე ზის.

17:00 – ამასობაში, სასტარტოებიც გაირკვა.

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ნაჩო, ბუსკეტსი, კოკე, რამოსი, ჟორდი ალბა, დიეგო კოსტა, ასენსიო, სილვა, ისკო
რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუზიაევი, ზობნინი, კუდრიაშოვი, გოლოვინი, ჟირკოვი, სამედოვი, დზიუბა

16:55 – რუსეთის ნაკრები წელს მეოთხედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატში და პირველად მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ყველაზე ცუდი შედეგი კი ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა 1994 წელს აჩვენა, როდესაც 24 გუნდში მე-18 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ეს არის მხოლოდ მეორე შემთხვევა მუნდიალების ისტორიაში, როდესაც რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონს ხვდება. პირველად ეს 1994 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიასთან 0-2 წააგეს.

16:45 – მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს სამჯერ შეხვედრია და სამივეჯერ შეხვედრა მათთვის წარუმატებელი გამოდგა. 1934 წელს ესპანელებმა იტალიასთან ჯერ 1-1 ითამაშეს, განმეორებითი მატჩი კი 0-1 დათმეს. 1950 წელს, ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე, მასპინძლებთან გამანადგურებელი აგარიშით – 1-6 დამარცხდნენ, ხოლო 2002 წელს, როდესაც ჩემპიონატი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გაიმართა, კორეელებთან მეოთხედფინალური მატჩი წააგეს პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 0-0 დასრულდა). შეძლებენ თუ არა ესპანელები დღეს ნავსის გატეხვას, ერთად ვიხილავთ.

15:35 – რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და აქედან რუსეთს არც ერთი მატჩი არ მოუგია: 4 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა, 2 – ფრედ და ბურთების შეფარდებაა 12-4. ამ შეხვედრებს შორის სამი ამხანაგური იყო და სამიც – ევროპის 2004 და 2008 წლების ჩეპიონატებზე. რაც შეეხება მსოფლიოს პირველობას, აქ ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად ხვდება.

საინტერესოა, რომ რუსეთის სასარგებლოდ თანაბარდობა მაშინაც არ იცვლება, თუ საბჭოთა კავშირისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ ოთხ მატჩს მივამატებთ. იქ ესპანეთმა მხოლოდ 1 მატჩი წააგო, დანარჩენი სამიდან კი ორი მოიგო და ერთიც ფრედ ითამაშა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე არც ესპანეთისა და სსრკ-ს ნაკრებები შეხვედრიან ერთმანეთს.

30 ივნისი

22:00 – მერვედფინალი          ურუგვაი 2-1 პორტუგალია

00:10 – დღევანდელი საფეხბურთო საღამო ამით დასრულებულია. ხვალ კიდევ ორი მერვედფინალი გველის: 18:00 საათზე ესპანეთი რუსეთს შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე – ხორვატია დანიასთან გარკვევს ურთიერთობას.

90+5′ – მატჩი დასრულდა. ურუგვაი მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

90+4′ – ბოლო წამებზე კრიშტიანოს ნერვებმა უღალატა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

90+1′ – ძირითად დროს 4 წუთი დაემატა.

85′ – პორტუგალიელებს სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებათ. 5 წუთი ძირითადი დროის ამოწურვამდე.

80′ – შთაბეჭდილება იქმნება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელები დაიღალნენ. თუ პორტუგალიელები საკუთარ თავში ძალას იპოვიან და ტემპს მოუმატებენ, შეიძლება რაღაცა გამოუვიდეთ.

76′ – როგორც არ უნდა დასრულდეს მატჩი, მთავარი მოქმედი პირი ეს ფეხბურთელი იქნება. ედინსონ კავანი, ქალბატონებო და ბატონებო!

74′ – გონსალო გედეშის ნაცვლად ანდრეს სილვა ითამაშებს (პორტუგალია).

72′ – ედინსონ კავანი დაშავდა და მოედნიდან გადის. მის ნაცვლად სტუანი ითამაშებს.

70′რა მომენტი!!! მუსლერამ შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბერნარდო ურტყამდა კარში. ააცილა.  

65′ – ადრიენის ნაცვლად კვარეჟმა თამაშობს (პორტუგალია).

63′ – ამას ჰქვია, საკუთარ კარში გოლი მიიტანესო. პორტუგალიელი ფეხბურთელის შეცდომამ ურუგვაის  სწრაფი შეტევა გამოიწვია და ანგარიში 2-1 გახდა. თუმცა, ნურც კავანის დავუკარგავთ დამსახურებას. ასეთი დარტყმა მხოლოდ რჩეულებმა იციან.

62′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ედინსონ კავანიიიიიიი!!! ულამაზესი გოლი. 

61′ – პორტუგალია ზეწოლას აძლიერებს, რასაც ზედიზედ ორი კუთხური მოჰყვა ურუგვაის კართან.

57′ – პორტუგალიელებმა ფანტაზიას მოუხმეს და ურუგვაის კართან უფრო მეტი ხიფათი ვნახეთ. გოლი კუთხურის გათამაშებას მოყვა. პეპემ თავურით გაიტანა.

55′ – გოოოოოოოოოოოოოლ!!! პეპეეეეე!!!! პორტუგალიამ გაათანაბრა!!

52′ – მატჩის სურათი არ შეცვლილა: ურუგვაი დაცვაში ჩაჯდა, პორტუგალია უტევს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+2′ – კავანის ჰქონდა კიდევ ერთი კარგი მომენტი და პირველი ტაიმიც დასრულდა.

42′ – ურუგვაის დაცვითი ეშელონების გარღვევას რაღაცის მოფიქრება სჭირდება. ან თავად ურუგვაელების შეცდომა.

35′ – ფერნანდო სანტოსს საფიქრალი ბევრი აქვს.

32′ – არა. ურუგვაის დაცვა ისედაც კედელია და ახლა კიდევ ‘ცოცხალი კედელიც’ დაემატა.

31′ – სახიფათო ჯარიმა ურუგვაის კარის მიმართულებით. რონალდოს შანსია ეს.

28′ – კავანის გოლი ჯერ-ჯერობით ერთადერთია.

26′ – ურუგვაის კარი ჯერ-ჯერობით ისევ ხელუხლებელია. პორტუგალია ბურთს ფლობს, ურუგვაი დაცვაში დგას.

25′ – ჯარიმა ურუგვაის კარის მიმართულებით. სტანდარტებშია პორტუგალიის შველა ახლა.

22′ – ისევ ეშმაკურად დაარტყა სუარესმა. რუსეთს რომ გაუტანა, ზუსტად ისე. ამჯერად მეკარემ ალღო აუღო.

21′ – სახიფათო ჯარიმა პორტუგალიის კარის მიმართულებით.

18′ – პორტუგალია საპასუხო გოლს ეძებს, მაგრამ ურუგვაი თავს დიდი ძალებით იცავს. მეკარემდე ბურთი საერთოდ არ მიდის. გაუჭირდებათ რონალდოს და მის მეგობრებს.

11′ – პორტუგალიის პასუხი და ჟოზე ფონტეს ჰქონდა კარგი მომენტი. ბურთი კარს აცდა.

07′ – გოოოოოოოოოოოოლ!!!! კავანიიიიიი!!!! ულამაზესი გოლი!!! ურუგვაი წინ გადის! 

06′ – კრიშტიანომ გაისროლა და მუსლერა ადგილზეა.

02′ – პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი. ბერნარდო ურტყამდა თავით მუსლერას კარისკენ. არაზუსტად.

01′ – მატჩი დაიწყო!

21:55 – ლეო მესის არ იყოს, კრიშტიანოსაც არასდროს გაუტანია გოლი მუნდიალის პლეიოფში. შეწყვეტს დღეს ამ უსიამოვნო სტატისტიკას თუ მესის ‘სოლიდარობას გამოუცხადებს’, მალე შევიტყობთ. მორჩა. ჟღერს ჰიმნები და ველოდებით მსაჯის სასტვენს.

21:50 – კიდევ ერთი რეკორდის თემა: კრიშტიანო რონალდოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 37 მატჩი აქვს ჩატარებული და დღეს მოედანზე 38-ედ გამოდის, რითაც გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდს იმეორებს.

21:45 – ურუგვაელებს ამ ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ და თუ დღეს 81 წუთის განმავლობაში შეინახავენ საკუთარ კარს მშრალად, ახალ პირად რეკორდს დაამყარებენ. ამჟამინდელი მათი საუკეთესო შედეგი არის 390 წუთი. მუნდიალის ბოლო მატჩი, რომელშიც მათ გოლი გაიშვეს, იყო 2014 წელს გამართული კოლუმბია 2-0 ურუგვაი.

21:15 – ‘ფიშტი’ ქვია ქალაქ სოჭის სტადიონს, რომელზეც მეორე მერვედფინალური მატჩი გაიმართება.

21:10 – ამასობაში სასტარტოებიც გაირკვა:

ურუგვაი: მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, ბეტანკური, ნანდესი, სუარესი, ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კავანი, კასერესი
პორტუგალია: რუი პატრისიო, პეპე, რაფაელი, ფონტე, რონალდო, ჟოაო მარიო, ბერნარდო, ვილიამი, რიკარდო, გედეში, ადრიენი

21:00 – ველოდებით მომდევნო მატჩს და ვიქექებით ისტორიაში: ურუგვაი და პორტუგალია აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და არც ერთი ეს თამაში მსოფლიოს ჩემპიონატისა არ ყოფილა. პირველი მატჩი 1966 წელს გაიმართა, როდესაც ლეგენდარული ეუსებიო თავისი სიძლიერის მწვერვალზე იმყოფებოდა. ამხანაგური მატჩი პორტუგალიის ქალაქ ოეირასში გაიმართა და მასპინძელელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. სამივე გოლი ჟოზე ტორეშმა გაიტანა.

რაც შეეხება მეორე თამაშს, ის 1972 წელს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შედგა, რომელსაც დამოუკიდებლობის თასი ერქვა. ბრაზილია პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის 150 წლისთავს ზეიმობდა და ამის აღსანიშნავად მსოფლიოს 20 ქვეყნის ნაკრები მიიწვია. მატჩი პორტუგალიასა და ურუგვაის შორის რიო-დე-ჟანეიროში, ‘მარაკანას’ სტადიონზე გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა. გოლები ურუგვაის მხრიდან რიკარდო პავონიმ, ხოლო პორტუგალიელთაგან ჟაიმე გრასამ გაიტანეს.

18:00 – მერვედფინალი          საფრანგეთი 4-3 არგენტინა

20:05 – დასრულდა პირველი მერვედფინალური მატჩი. არგენტინა ტურნირს გამოეთიშა, საფრანგეთი კი თასისკენ სვლას განაგრძობს. მეოთხედფინალში ‘ლურჯები’ პორტუგალიასა და ურუგვაის შორის გამარჯვებულს ელიან. არგენტინის გულშემატკივრების დასამშიდებლად კი ვიტყვით: თუ ვარდები, მხოლოდ ასე უნდა გამოვარდე! ჩვენი პატივისცემა მესის და კომპანიას იმისთვის, რომ მეორე გოლის გატანის მერე დაცვაში არ ჩადგნენ. დიდება ფეხბურთს!

90+5′ – მატჩი დასრულდა! საფრანგეთი მეოთხედფინალშია.

90+4′ყვითელი ბარათები ოტამენდის და ჟირუს. სიტუაცია დაიძაბა.

90+3′ – გოოოოოოოოოლ!!! აგუეროოოოო!!! 4-3 და წუთნახევარი რჩება არგენტინას!! აბა ვნახოთ.

90+1′ – მატჩს 4 წუთი დაემატა.

83′ – გრიზმანის ნაცვლად ფეკირი თამაშობს (საფრანგეთი).

78′ – როგორც მინიმუმ, ამ ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – კილიან მბაპე.

76′ – ორი ცვლილება: ტოლისო – მატუიდის ნაცვლად (საფრანგეთი); მესა – პავონის ნაცვლად (არგენტინა).

74′ – არგენტინა ვა-ბანკზე მიდის. სხვა ამას არაფერი ქვია. დაცვაში ორი კაცი ყავთ დატოვებული.

72′ – ყვითელი ბარათი მატუიდის, რომელიც მეოთხედფინალს ტოვებს, თუ საფრანგეთი გავიდა.

70′ – არგენტინელთა დაცვაში ‘ღია კარის დღეა’. იმედია, მალე მოახერხებენ გადაწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურება არ ასცდებათ მესის და მის თანაგუნდელებს.

68′ – გოოოოოოოოოოოოლ!!!! მბაპეეეეე!!!! მბმაპეეეეე!!! კილიაააან!!! 4-2 და არგენტინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

66′ – პერესის ნაცვლად სერხიო აგუერო შემოდის. არგენტინა მარცხდება და შეტევას აძლიერებს.

64′ – გოოოოოოოოოოოოოოოლლლ!!!! კილიან მბაპეეეეე!!!! ეკუთვნოდა მას დღეს ერთი გოლი!!

57′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!!! უმერვედფინალესიიიიიი!!!! უგოლესიიიი!!!! პავაააააააარ!!!! დიდება ფეხბურთს!!!!! 2-2

56′ – მეკარის და მცველის შეუთანხმებელი მოქმედება და გრიზმანმა კინაღამ გაათანაბრა. გადარჩა არგენტინა.

55′ – მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი ყირაზე დადგა. ახლა უკვე ფრანგებს მოუწევთ საკუთარ თავში ძალების პოვნა.

49′ყვითელი ბარათი ევერ ბანეგას. ვერც ის ითამაშებს მეოთხედფინალში.

48′ – გოოოოოოოოოოოოლ!!!! მერკადოოოოო!!! არგენტინა წინ გადის!!

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

18:55 – ასე ხდება, დი მარიას რომ საჯარიმოს წინ ამდენ დროსა და სირვცეს მისცემ.

18:52 – ბურთის ფლობაში არგენტინის უპირატესობა აშკარაა. არც არის გასაკვირი: ფრანგებმა სწრაფი გოლი გაიტანეს და ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. მეორე ტაიმში ყველაფერი თავიდან დაიწყება.

 

 

18:50 – ძალიან საინტერესო თამაშს ვადევნებთ თვალს. თითქოს ყველაფერი საფრანგეთის სასარგებლოდ დაიწყო, მაგრამ არგენტინელებმა საკუთარ თავში ძალა იპოვეს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარია. დი მარიას გოლი კი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – 2 წუთი დაემატა პირველ ტაიმს.

45′ – არგენტინელები ხასიათზე მოვიდნენ. ფრანგებისთვის ახლა ტაიმის დასრულება იქნება ყველაზე სასურველი.

43′ყვითელი ბარათი მასკერანოს. მეოთხედფინალის გამოტოვება უწევს, თუ არგენტინა გავიდა.

41′ – გოოოოოოლაააააასოოოოოოოოო!!!!!! დიიი მააარიააააააა!!!! შორიდან დაარტყა არგენტინელმა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა!!! ულამაზესი გოლი!! 

40′ – ფრანგებიც სახიფათოდ უტევენ. ჟირუ აკეთებდა სახიფათო გამჭოლ პასს. ახლა ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ ვის კარში გავა შემდეგი გოლი.

39′ – არგენტინელთა შეტევები სულ უფრო სახიფათო ხდება. მესი და კომპანია საფრანგეთის კარისკენ გასაღებს ეძებენ.

37′ – მესი წაიქცა საჯარიმოში, მაგრამ მსაჯი თამაშის გაგრძელებაზე მიანიშნებს.

33′ – პირველი ტაიმის მთავარი გმირი თქვენს წინაშე, ბატონებო და ქალბატონებო. კილიან მბაპე მოედანზე ყველაზე სწრაფია და არგენტინელებს წარმოადგენა არა აქვთ, როგორ უნდა გააჩერონ ის.

31′ – ფრანგების კონტრშეტევები ძალიან სახიფათოა. მბაპეს ჰქონდა კარგი მომენტი.

27′ – კარგი მომენტი ჰქონდა არგენტინას, მაგრამ მარკადოს პასს არავინ გამოეხმაურა. არგენტინელები ხელით თამაშზე აპელირებენ.

26′ – გრიზმანი შეძვრა მარჯვენა ფრთიდან არგენტინელთა საჯარიმოში და გამჭოლი პასიც გააკეთა, მაგრამ ფრანკო არმანი ადგილზეა.

25′ – ფრანგების დაცვა ჯერ-ჯერობით უშეცდომოა.

24′ – დიეგო ჯერ კადრში არ მოხვედრილა, რატომღაც. არადა ფხიზელია კაცი.

21′ – პოგბამ დაარტყა ჯარიმა და ბურთი კარს აცდა.

20′მბაპე შეუჩერებელია. კიდევ ერთი დარღვევა მის წინააღმდეგ და ამჯერად საჯარიმოს მისადგომებთან. ყვითელი ბარათი ტალიაფიკოს.

19′ – არგენტინა, რა თქმა უნდა, შეტევაში უფრო დიდი ძალებით მიდის და ცდილობს ბურთი გააკონტროლოს.

16′ – ანტუან გრიზმანმა ამ ჩემპიონატზე უკვე მეოთხე პენალტი გაიტანა.

13′გოოოოოოოოოოოოოლ!!!! გრიზმანნნნნნ!!!!! საფრანგეთი წინ გადის!

11′ – პენალტი საფრანგეთის სასარგებლოდ!!! მბაპე წააქციეს! ყვითელი ბარათი მარკოს როხოს.

09′ხარიხააააა!!!! გრიზმანის ჯარიმამ არგენტინის კარის ჩარჩო შეაზანზარა!!

08′ – სახიფათო ჯარიმა არგენტინელთა კარის მიმართულებით.

05′ – მატჩი ნელ ტემპში დაიწყო. გუნდები ფრთხილობენ. მესის მიმართ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა.

01′ – მატჩი დაიწყო!

17:55 – ფეხბურთელები მოედანზე გამოსასვლელად ემზადებიან და მალე ეროვნულ ჰიმნებს მოვისმენთ.

17:45 – კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ლიონელ მესისთვის ეს უკვე მეოთხე მუნდიალია და პლეიოფების სტადიაზე მას ჯერ გოლი არ გაუტანია. შეწყდება თუ არა ეს მშრალი სერია დღეს, ყველანი ერთად გავიგებთ.

17:35 – მატჩი ქალაქ ყაზანის სტადიონზე გაიმართება. ჰაერის ტეპერატურა – 28°C

17:17 – დღევანდელ მატჩში მონაწილე 9 ფეხბურთელს აქვს მიღებული ყვითელი ბარათი. საფრანგეთიდან ესენი არიან: კორენტენ ტოლისო, პოლ პოგბა და ბლეზ მატუიდი, ხოლო არგენტინიდან: გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ხავიერ მასკერანო, ევერ ბანეგა და ლიონელ მესი. დღეს ამ მოთამაშეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

17:10 – მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საფრანგეთი და არგენტინა ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორივე მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა. 1930 წელს, პირველ მუნდიალზე, სამხრეთამერიკელებმა 1-0 მოიგეს, ხოლო 1978 წელს, როდესაც ჩემპიონატი არგენტინაში გაიმართა – 2-1. ორივე მატჩი ჯგუფური ეტაპისა იყო. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატებზე არც ერთ სამხრეთამერიკულ გუნდთან აღარ წაუგია.

16:53 –  ორივე გუნდის შემადგენლობა ცნობილია –

საფრანგეთი – ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, პოგბა, გრიზმანი, ჟირუ, მბაპე, კანტე, მატუიდი, ერნანდესი
არგენტინა – არმანი, მერკადო, ტალიაფიკო, ბანეგა, მესი, დი მარია, მასკერანო, პერესი, როხო, ოტამენდი, პავონი

16:51 – ფრანგები სტადიონზე მივიდნენ

https://twitter.com/equipedefrance/status/1013035553321873409?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1013035553321873409&ref_url=https%3A%2F%2Fwww.fifa.com%2Fworldcup%2Fmatches%2Fmatch%2F300331537%2F