დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ჩემპიონობისთვის საფრანგეთი და ხორვატია იბრძოლებენ.
მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე მატჩს მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. სტუმრებს შორის არიან, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, ასევე სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი.
ამასთან, მუნდიალის ფინალს დაესწრება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში, 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.