მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთებს გადამყიდველები 2.3 მილიონად ყიდიან, ფიფა თითო ბილეთიდან 30 პროცენტ საკომისიოს იღებს #1TVSPORT

19:02, 25.04.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მიერ შექმნილ ბილეთების გადაყიდვის პლატფორმაზე რეალიზაციისთვის გამოიტანეს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოთხი ბილეთი. პირველ იარუსზე თითო ბილეთის ღირებულება 2 299 998 დოლარს შეადგენს.

ფიფა ვერ აკონტროლებს ფასებს თავის სავაჭრო პლატფორმაზე, მაგრამ მას თითო ბილეთიდან ეკუთვნის 15 პროცენტი საკომისიო მყიდველისგან და ასევე 15 პროცენტი საკომისიო გადამყიდველისგან.

ამ პლატფორმაზე 23 აპრილს ატვირთული ყველაზე იაფი ბილეთი ფინალზე დასასწრებად 10 923 დოლარი ღირდა. ეს იყო ადგილები კარის უკან, მეორე იარუსზე.

მსგავსი