მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე – ვოზინია ჩილეს ჩემპიონატში გადადის #1TVSPORT

12:30, 26.07.2026

2026 წლის მუნდიალის გამორჩეული მეკარე, კაბო ვერდეს ეროვნული გუნდის კარის დაჯარი ვოზინია კარიერას ჩილეს ჩემპიონატში, „კოლო კოლოს“ რიგებში გააგრძელებს.

40 წლის მეკარემ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ხელშეკრულების გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ვოზინიას თავისი ქვეყნის ნაკრებში 90 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი ბოლო კლუბი პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარი „შავესი“ იყო.

ვოზინია ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მსგავსი