მსოფლიო ჩემპიონატი | ტიტულს მონატრებული ხუთგზის ჩემპიონი საინტერესო გარემოცვაში - G ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | ტიტულს მონატრებული ხუთგზის ჩემპიონი საინტერესო გარემოცვაში - G ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, G ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. „სელესაოს“ მეტოქეობას სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებები გაუწევენ.

 

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგითობითაც 22-ეა და ბრაზილიისთვისაც 22-ე მუნდიალი იქნება. ბრაზილია ერთადერთი ეროვნული ნაკრებია, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და მოიგო ტიტული ოთხ სხვადასხვა კონტინენტზე: ევროპაში (შვედეთი, 1958), სამხრეთ ამერიკაში (1962, ჩილე), ჩრდილოეთ ამერიკასა (1970, მექსიკასა და 1994, აშშ) და აზიაში (2002, კორეა/იაპონია). ბრაზილია ასევე არის ყველაზე წარმატებული გუნდი ფიფას კონფედერაციების თასზე, რომელმაც ეს ტურნირი ოთხჯერ მოიგო: 1997, 2005, 2009 და 2013 წლებში. არის „კოპა ამერიკის“ ცხრაგზის გამარჯვებული (1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007, 2019 წლებში)

საუკეთესო შედეგი

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული ნაკრებია, რომელმაც მუნდიალი ხუთჯერ მოიგო: 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში. თუმცა, ბოლოს მათ ეს ტიტული 20 წლის წინ იზეიმეს.

გზა ყატარამდე

ბრაზილიის ნაკრებმა ყატარის საგზური საკმაოდ იოლად მოიპოვა, 17 მატჩიდან 14 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

მწვრთნელი

ტიტე ბრაზილიის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. მას გუნდი მეორედ მიჰყავს მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველ შემთხვევაში, 2018 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მერვედფინალში მექსიკის ნაკრებს სძლია, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში ბელგიასთან დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო კოპა ამერიკა.

 

24.11.2022  23:00           ბრაზილია – სერბეთი

28.11.2022  20:00           ბრაზილია – შვეიცარია

02.12.2022  23:00           კამერუნი – ბრაზილია

 

მეკარეები
1. ალისონი 30 57/0 ლივერპული (ინგ)
12. ვევერტონი 34 8/0 პალმეირასი
23. ედერსონი 29 18/0 მანჩესტერ სიტი (ინგ)
მცველები
2. დანილო 31 46/1 იუვენტუსი (იტა)
3. ტიაგო სილვა 38 109/7 ჩელსი (ინგ)
4. მარკინიოსი 28 71/5 პსჟ (საფ)
6. ალექს სანდრო 31 37/2 იუვენტუსი (იტა)
13. დანი ალვეში 39 124/8 პუმასი (მექ)
14. ედერ მილიტაო 24 23/1 რეალი (ესპ)
16. ალექს ტელესი 29 8/0 სევილია (ესპ)
24. ბრემერი 25 1/0 იუვენტუსი (იტა)
ნახევარმცველები
5. კაზემირო 30 65/5 მანჩესტერ იუნ (ინგ)
7. ლუკას პაკეტა 25 35/7 ვესტ ჰემი (ინგ)
8. ფრედი 29 28/0 მანჩესტერ იუნ (ინგ)
15. ფაბინიო 29 28/0 ლივერპული (ინგ)
17. ბრუნო გიმარაეში 24 8/1 ნიუკასლი (ინგ)
22. ევერტონ რიბეირო 33 21/3 ფლამენგო
ფორვარდები
9. რიშარლისონი 25 38/17 ტოტენჰემი (ინგ)
10. ნეიმარი 30 121/75 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
11. რაფინია 25 11/5 ბარსელონა (ესპ)
18. გაბრიელ ჟესუსი 25 56/19 არსენალი (ინგ)
19. ანტონი 22 11/2 მანჩესტერ იუნ (ინგ)
20. ვინისიუს ჟუნიორი 22 16/1 რეალი (ესპ)
21. როდრიგო 21 5/1 რეალი (ესპ)
25. პედრო 25 2/1 ფლამენგო
26. გაბრიელ მარტინელი 21 3/0 არსენალი (ინგ)

მწვრთნელი: ტიტე

 

 

სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ – 2006, 2010 და 2018 წელს ითამაშა. თუ ყოფილი იუგოსლავიის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ეს მათი მე-13 მუნდიალია.

საუკეთესო შედეგი

იუგოსლავიის ნაკრები მსოფლიოს 1930 და 1962 წლების ჩემპიონატებზე მეოთხე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება უშუალოდ სერბეთის ნაკრებს, მათ მუნდიალზე ჯერ ჯგუფური ეტაპი არცერთელ გადაულახავთ.

გზა ყატარამდე

სერბეთმა შესარჩევი ჯგუფი მოიგო, სადაც აჯობა პორტუგალიის ნაკრებს. ყველაფერი ბოლო ტურში პორტუგალიაში მოგებამ გადაწყვიტა, ამ გამარჯვებით სერბეთი პირდაპირ გავიდა მუნდიალზე.

მწვრთნელი

დრაგან სტოიკოვიჩმა ერთი წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე ჩაიბარა სერბეთის ნაკრები და ექვსი თვის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მანამდე ის საკლუბო დონეზე იაპონურ „ნაგოიასა“ და ჩინურ „გუანჯოუში“ მუშაობდა.

 

24.11.2022  23:00           ბრაზილია – სერბეთი

28.11.2022  14:00           კამერუნი – სერბეთი

02.12.2022  23:00           სერბეთი – შვეიცარია

 

მეკარეები
1. მარკო დმიტროვიჩი 30 19/0 სევილია (ესპ)
12. პრედრაგ რაიკოვიჩი 27 28/0 მალიორკა (ესპ)
23. ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი 25 6/0 ტორინო (იტა)
მცველები
2. სტრაჰინია პავლოვიჩი 21 21/1 ზალცბურგი (ავს)
3. სტრაჰინია ერაკოვიჩი 21 1/0 ცრვენა ზვეზდა
4. ნიკოლა მილენკოვიჩი 25 37/3 ფიორენტინა (იტა)
5. მილოშ ველიკოვიჩი 27 21/0 ვერდერი (გერ)
13. სტეფან მიტროვიჩი 32 34/0 ხეტაფე (ესპ)
15. სრჯან ბაბიჩი 26 2/0 ალმერია (ესპ)
25. ფილიპ მლადენოვიჩი 31 19/1 ლეგია (პოლ)
ნახევარმცველები
6. ნემანია მაქსიმოვიჩი 27 39/0 ხეტაფე (ესპ)
8. ნემანია გუდელი 31 48/1 სევილია (ესპ)
14. ანდრია ჟივკოვიჩი 26 28/1 პაოკ (საბ)
16. საშა ლუკიჩი 26 32/2 ტორინო (იტა)
17. ფილიპ კოსტიჩი 30 50/3 იუვენტუსი (იტა)
19. უროშ რაჩიჩი 24 9/0 ბრაგა (პორ)
20. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი 27 35/6 ლაციო (იტა)
22. დარკო ლაზოვიჩი 32 25/0 ვერონა (იტა)
24. ივან ილიჩი 21 5/0 ვერონა (იტა)
26. მარკო გრუიჩი 26 17/0 პორტუ (პორ)
ფორვარდები
7. ნემანია რადონიჩი 26 36/5 ტორინო (იტა)
9. ალექსანდარ მიტროვიჩი 28 76/50 ფულჰემი (ინგ)
10. დუშან ტადიჩი (კ) 34 90/18 აიაქსი (ნიდ)
11. ლუკა იოვიჩი 24 28/9 ფიორენტინა (იტა)
18. დუშან ვლაჰოვიჩი 22 16/8 იუვენტუსი (იტა)
21. ფილიპ ჯურიჩიჩი 30 36/4 სამპდორია (იტა)

მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

 

შვეიცარიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ, მთლიანობაში კი მე-12 გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

საუკეთესო შედეგი

ბოლო პერიოდში შვეიცარია ხშირად გადის პლეი ოფში, ხოლო საუკეთესო შედეგს შორეულ 1934, 1938 და 1954 წლებში მიაღწია, როდესაც მეოთხედფინალში ითამაშა.

გზა ყატარამდე

შვეიცარიის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე უკან ჩამოიტოვა ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები და პირველი ადგილით, პირდაპირ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მწვრთნელი

მურატ იაკინმა სამწვრთნელო კარიერა საკლუბო ფეხბურთით დაიწყო. ძირითადად, შვეიცარიულ კლუბებს წვრთნიდა. რაც შეეხება მის უცხოურ კარიერას, 2014-15 წლებში მოსკოვის „სპარტაკში“ იმუშავა, სადაც ჯანო ანანიძის მწვრთნელი იყო. იაკინმა შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წელს ვლადიმირ პეტკოვიჩი შეცვალა. ეროვნულ ნაკრებში მისი მუშაობა წარმატებული გამოდგა – ნაკრებმა მუნდიალის საგზური მოიპოვა.

 

24.11.2022  14:00           შვეიცარია – კამერუნი

28.11.2022  20:00           ბრაზილია – შვეიცარია

02.12.2022  23:00           სერბეთი – შვეიცარია

 

მეკარეები
1. იან ზომერი 33 76/0 გლადბახი (გერ)
12. იონას ომლინი 28 4/0 მონპელიე (საფ)
21. გრეგორ კობელი 24 3/0 დორტმუნდი (გერ)
24. ფილიპ კონი 24 0/0 ზალცბურგი (ავსტრია)
მცველები
2. ედიმილსონ ფერნანდესი 26 22/2 მაინცი (გერ)
3. სილვან ვიდმერი 29 33/2 მაინცი (გერ)
4. ნიკო ელვედი 26 40/1 გლადბახი (გერ)
5. მანუელ აკანჯი 27 42/1 მანჩესტერ სიტი (ინგ)
11. რენატო შტეფენი 31 27/1 ლუგანო
13. რიკარდო როდრიგესი 30 100/9 ტორინო (იტა)
18. ერაი კომერტი 24 9/0 ვალენსია (ესპ)
22. ფაბიან შერი 30 72/8 ნიუკასლი (ინგ)
ნახევარმცველები
6. დენის ზაკარია 25 42/3 ჩელსი (ინგ)
8. რემო ფროილერი 30 48/5 ნოტინგემი (ინგ)
10. გრანიტ ჯაკა (კ) 30 106/12 არსენალი (ინგ)
14. მიშელ ებიშერი 25 11/0 ბოლონია (იტა)
15. ჯიბრილ სოუ 25 32/0 აინტრახტი (გერ)
16. კრისტიან ფასნახტი 28 15/4 იანგ ბოიზი
20. ფაბიან ფრაი 33 22/3 ბაზელი
23. ჯერდან შაქირი 31 108/26 ჩიკაგო (აშშ)
25. ფაბიან რიდერი 20 0/0 იანგ ბოიზი
26. არდონ იაშარი 20 1/0 ლუცერნი
ფორვარდები
7. ბრილ ემბოლო 25 58/11 მონაკო (საფ)
9. ჰარის სეფეროვიჩი 30 88/25 გალათასარაი (თურ)
17. რუბენ ვარგასი 24 26/4 აუგსბურგი (გერ)
19. ნოა ოკაფორი 22 8/2 ზალცბურგი (ავსტრია)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

 

კამერუნი მერვედ ითამაშებს მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდ ფორუმზე.

საუკეთესო შედეგი

კამერუნის საუკეთესო შედეგი 1990 წელს მეოთხედფინალში გასვლაა, სადაც დამატებით დროში, დრმატულ მატჩში, წააგეს ინგლისის ნაკრებთან.

გზა ყატარამდე

პლეი ოფში ორი თამაშის ჯამში კამერუნმა ალჟირს (0:1 შინ, 2:1 სტუმრად) აჯობა და ყატარის საგზური მოიპოვა.

მწვრთნელი

კამერუნის ნაკრებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რიგობერ სონგი წვრთნის, რომელიც გუნდს სათავეში 2022 წლის თებერვლის ბოლოს ჩაუდგა.

 

24.11.2022  14:00           შვეიცარია – კამერუნი

28.11.2022  14:00           კამერუნი – სერბეთი

02.12.2022  23:00           კამერუნი – ბრაზილია

 

მეკარეები
1. სიმონ ნგაპანდუეტნბუ 19 0/0 მარსელი (საფ)
16. დევის ეპასი 29 5/0 აბჰა (ს. არა)
23. ანდრე ონანა 26 31/0 ინტერი (იტა)
მცველები
2. ჯერომ ნგომ მბეკელი 24 0/0 აპეჟ დე მფუ
3. ნიკოლას ნკულუ 32 76/2 არისი (საბ)
4. კრისტოფერ ვუ 21 1/0 რენი (საფ)
17. ოლივიე მბეზო 25 11/0 ფილადელფია (აშშ)
19. კოლინზ ფაი 29 50/0 ალ-ტაი (ს. არა)
21. ჟან-შარლ კასტელეტო 27 12/0 ნანტი (საფ)
24. ენზო ებოსე 23 1/0 უდინეზე (იტა)
25. ნუჰუ ტოლო 25 16/0 სიეტლი (აშშ)
ნახევარმცველები
5. გაელ ონდუა 27 3/0 ჰანოვერი (გერ)
7. ჟორჟ-კევინ ნკუდუ 27 1/0 ბეშიქთაში (თურ)
8. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა 26 42/5 ნაპოლი (იტა)
14. სამუელ გუე 24 21/0 მეხელენი (ბელ)
15. პიერ კუნდე 27 30/1 ოლიმპიაკოსი (საბ)
18. მარტინ ჰონგლა 24 17/0 ვერონა (იტა)
22. ოლივიე ნტჩამი 26 Feb-00 სუონსი (უელ)
26. სუებუ მარუ 21 0/0 კოტონ სპორტი
ფორვარდები
6. მუმი ნგამალო 28 41/4 დინამო (რუს)
9. ჟან-პიერ ნსამე 29 3/0 იანგ ბოიზი (შვეიც)
10. ვენსან აბუბაქარი 30 88/33 ალ-ნასრი (ს. არა)
11. კრისტიან ბასოგოგი 27 42/7 შანჰაი შენჰუა (ჩინ)
12. კარლ ტოკო ეკამბი 30 50/12 ლიონი (საფ)
13. ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგი 33 68/18 ბაიერნი (გერ)
20. ბრაიან მბომო 23 1/0 ბრენტფორდი (ინგ)

მწვრთნელი: რიგობერ სონგი