მსოფლიო ჩემპიონატი | მოდრიჩი დე ბრუინის წინააღმდეგ - F ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | მოდრიჩი დე ბრუინის წინააღმდეგ - F ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში საინტერესო ნაკრებებმა მოიყარეს თავი. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ ხორვატიას მეტოქეობას ბელგიის, მაროკოსა და კანადის ნაკრებები გაუწევენ. 

 

ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეთოთხმეტედ იასპარეზებს, ხოლო ბელგიელთა ეგრეთ წოდებული “ოქროს თაობისთვის” ეს ზედიზედ მესამე მუნდიალი იქნება. ბელგია ბოლო პერიოდში ყველა ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ჯერჯერობით, ყველაზე დიდი წარმატება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლებია.

საუკეთესო შედეგი

2018 წლის მუნდიალზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლების გარდა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიელები მეოთხე ადგილზე გავიდნენ. მექსიკაში (1986 წელს) ბელგიამ მესამე ადგილისთვის მატჩი დამატებით დროში წააგო საფრანგეთის ნაკრებთან (2:4).

გზა ყატარამდე

ბელგიამ საკვალიფიკაციო ეტაპი უპრობლემოდ დაძლია, 8-დან 6 თამაში მოიგო და პირდაპირ გავიდა ფინალურ ეტაპზე.

მწვრთნელი

რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. ბელგიამ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მივიდა.

რობერტო მარტინესის მწვრთნელობის პერიოდში ბელგია, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დიდი ტურნირი არ მოუგია, სამი წელი (2018 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის თებერვლამდე) სათავეში ედგა ფიფას რეიტინგს. ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ბელგიამ 70 თამაში ჩაატარა (52 მოგება, 11 ფრე 7 წაგება).

 

23.11.2022  23:00           ბელგია – კანადა

27.11.2022  17:00           ბელგია – მაროკო

01.12.2022  19:00           ხორვატია – ბელგია

 

მეკარეები
1. ტიბო კურტუა 30 96/0 რეალი (ესპ)
12. სიმონ მინოლე 34 35/0 ბრიუგე
13. კოენ კასტელსი 30 4/0 ვოლფსბურგი (გერ)
მცველები
2. ტობი ალდერვეირელდი 33 123/5 ანტვერპენი
3. არტურ ტეატე 22 3/0 რენი (საფ)
4. ვოუტ ფაესი 24 1/0 ლესტერი (ინგ)
5. იან ვერტონგენი 35 141/9 ანდერლეხტი
19. ლეანდერ დენდონკერი 27 29/1 ასტონ ვილა (ინგ)
26. ზენო დებასტი 19 2/0 ანდერლეხტი
ნახევარმცველები
6. აქსელ ვიტცელი 33 126/12 ატლეტიკო (ესპ)
7. კევინ დე ბრუინი 31 93/25 მანჩესტერ სიტი (ინგ)
8. იური ტილემანსი 25 54/5 ლესტერი (ინგ)
15. ტომას მონიე 31 58/8 დორტმუნდი (გერ)
16. ტორგან აზარი 29 45/9 დორტმუნდი (გერ)
18. ამადუ ონანა 21 2/0 ევერტონი (ინგ)
20. ჰანს ვანაკენი 30 22/5 ბრიუგე
21. ტიმოტი კასტანი 26 25/2 ლესტერი (ინგ)
ფორვარდები
9. რომელუ ლუკაკუ 29 102/68 ინტერი (იტა)
10. ედენ აზარი (კ) 31 122/33 რეალი (ესპ)
11. იანიკ კარასკო 29 59/8 ატლეტიკო (ესპ)
14. დრის მერტენსი 35 106/21 გალათასარაი (თურ)
17. ლეანდრო ტროსარი 27 21/5 ბრაიტონი (ინგ)
22. შარლ დე კეტელარე 21 10/1 მილანი (იტა)
23. მიში ბატშუაი 29 47/26 ფენერბაჰჩე (თურ)
24. ლოი ოპენდა 22 5/2 ლანსი (საფ)
25. ჟერემი დოკუ 20 10/2 რენი (საფ)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი (ესპანეთი)

 

კანადა მეორედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბოლოს კანადის ნაკრებმა მუნდიალზე 36 წლის წინ, 1986 წელს, ითამაშა.

საუკეთესო შედეგი

კანადის საუკეთესო შედეგზე საუბარი ძნელია, ვინაიდან აქამდე ამ ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, მექსიკაში და მაშინ ეს უკვე დიდ მიღწევად ჩაითვალა, თორემ იმ ჩემპიონატზე კანადამ საკმაოდ ძლიერ ქვეჯგუფში (საფრანგეთი, უნგრეთი, საბჭოთა კავშირი) სამივე მატჩი წააგო ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

გზა ყატარამდე

კანადის ნაკრებმა შესარჩევის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო მატჩი ითამაშა ჰაიტის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ ჯერ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო. ბოლოს კი ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა (გადაასწრო მექსიკის, აშშ-ისა და კოსტა რიკის ნაკრებებს) და მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური.

მწვრთნელი

კანადის ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი ჯონ ჰერდმანი წვრთნის. ის მანამდე ახალი ზელანდიისა და კანადის ქალთა ნაკრებებს ავარჯიშებდა. ჰერდმანის ხელმძღვანელობით კანადის ნაკრებმა დიდი ნახტომი გააკეთა ფიფას რეიტინგში – 72-ე პოზიციიდან 41-ზე გადაინაცვლა.

 

23.11.2022  23:00           ბელგია – კანადა

27.11.2022  20:00           ხორვატია – კანადა

01.12.2022  19:00           კანადა – მაროკო

 

მეკარეები
1. დეინ სენტ კლერი 25 2/0 მინესოტა (აშშ)
16. ჯეიმს პანტემისი 25 0/0 მონრეალი
18. მილან ბორიანი 35 67/0 ცრვენა ზვეზდა (სერ)
მცველები
2. ალისტერ ჯონსტონი 24 29/1 მონრეალი
3. სემ ადეკუგბე 27 33/1 ჰათაია (თურ)
4. კამალ მილერი 25 28/0 მონრეალი
5. სტივენ ვიტორია 35 35/4 შავეში (პორ)
22. რიჩი ლარიეა 27 33/1 ტორონტო
25. დერეკ კორნელიუსი 24 14/0 პანეტოლიკოსი (საბ)
26. ჯოელ უოტერმანი 26 1/0 მონრეალი
ნახევარმცველები
6. სამუელ პიეტი 28 65/0 მონრეალი
7. სტივენ ეუშტაკიო 25 26/3 პორტუ (პორ)
8. ლაიამ ფრეზერი 24 15/0 დაინცე (ბელ)
13. ატიბა ჰათჩინსონი (კ) 39 97/9 ბეშიქთაში (თურ)
14. მარკ-ენტონი კეიე 27 37/2 ტორონტო
15. ისმაელ კონე 20 5/1 მონრეალი
21. ჯომათან ოსორიო 30 56/7 ტორონტო
23. ლაიამ მილარი 23 16/0 ბაზელი (შვეიც)
24. დევიდ უოზერსპუნი 32 10/1 სტ. ჯონსტონი (შოტ)
ფორვარდები
9. ლუკა კავალინი 29 34/18 ვანკუვერი
10. ჯუნიორ ჰოილეტი 32 49/14 რედინგი (ინგ)
11. ტეიჯონ ბუჩენანი 23 25/4 ბრიუგე (ბელ)
12. იკე უგბო 24 8/0 ტრუა (საფ)
17. კაილ ლარინი 27 54/25 ბრიუგე (ბელ)
19. ალფონსო დევისი 22 34/12 ბაიერნი (გერ)

მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი (ინგ)

 

მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მუნდიალის დაწყებამდე სამი დღით ადრე, 17 ნოემბერს, მაროკოს ნაკრები ამხანაგური შეხვედრას გამართავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან. მატჩი საუდის არაბეთში გაიმართება

საუკეთესო შედეგი

მაროკოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 1970 წელს შედგა, საუკეთესო შედეგს კი 1986 წელს მიაღწია, როდესაც ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, პლეი ოფში კი გერმანიასთან 0:1 დამარცხდა. არის აფრიკის ერთა თასის ორგზის გამარჯვებული – 2018 და 2020 წლებში.

1998 წლის აპრილში, მაროკო პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელიც ფიფას მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვდა. ყველაზე დაბალი პოზიცია 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა – 95-ე ადგილი. 2022 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, მაროკო ფიფას რეიტინგში 22-ე პოზიციაზეა.

გზა ყატარამდე

მსოფლიო ჩემოპიონატზე მოსახვედრად, მაროკომ პლეი ოფში, ორი თამაშის ჯამში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდს აჯობა (1:1, 4:1) და მოხვდა ფინალურ ეტაპზე.

მწვრთნელი

მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მუშაობდა, მაგრამ სექტემბერში მან თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად 47 წლის ვალიდ რეგრაგი დანიშნეს.

რეგრაგი მაროკოს ნაკრების ყოფილი მცველია. 2001-09 წლებში მას ეროვნულ გუნდში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მოქმედი ფეხბურთელობის ჟამს საფრანგეთში თამაშობდა. მწვრთნელის რანგში უმუშავია მაროკოსა და ყატარის ჩემპიონატებში.

 

23.11.2022  14:00           მაროკო – ხორვატია

27.11.2022  17:00           ბელგია – მაროკო

01.12.2022  19:00           კანადა – მაროკო

 

მეკარეები
1. იასინ ბუნუ 31 45/0 სევილია (ესპ)
12. მუნირ მოჰამედი 33 43/0 ალ ვეჰდა (ს. არაბ)
22. აჰმედ რედა ტანაუტი 26 3/0 ვიდადი
მცველები
2. აშრაფ ჰაკიმი 24 53/8 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
3. ნუსერ მაზრაუი 25 14/2 ბაიერნი (გერ)
5. ნაიეფ აგერი 26 21/1 ვესტ ჰემი (ინგ)
6. რომენ საისი (კ) 32 65/1 ბეშიქთაში (თურ)
18. ჯავად ელ იამიქი 30 11/2 ვალიადოლიდი (ესპ)
20. აშრაფ დარი 23 4/0 ბრესტი (საფ)
24. ბადრ ბენუნი 29 3/0 ყატარი (ყატ)
25. იაია ატიათ ალაჰი 27 1/0 ვიდადი
ნახევარმცველები
4. სოფიან ამრაბატი 26 38/0 ფიორენტინა (იტა)
7. ჰაკიმ ზიეში 29 43/18 ჩელსი (ინგ)
8. აზედინ უნაჰი 22 9/2 ანჟერსი (საფ)
10. ანას ზარური 22 1/0 ბარნლი (ინგ)
13. ილიას შერი 25 11/1 ქუინზ პარკი (ინგ)
14. ზაკარია აბუხლალი 22 13/2 ტულუზა (საფ)
15. სელიმ ამალაჰი 26 23/4 სტანდარდი (ბელ)
17. სოფიან ბუფალი 29 32/6 ანჟერსი (საფ)
23. ბილალ ელ ხანუსი 18 0/0 გენკი (ბელ)
26. იაია ჟაბრანი 31 4/0 ვიდადი
ფორვარდები
9. აბდერრაზაკ ჰამდალა 31 17/6 ალ იტიჰადი (ს. არაბ)
11. აბდელჰამიდ საბირი 25 2/1 სამპდორია (იტა)
16. აბდე ეზალზული 20 2/0 ოსასუნა (ესპ)
19. იუსეფ ენ-ნესირი 25 50/15 სევილია (ესპ)
21. ვალიდ შედირა 24 2/0 ბარი (იტა)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

 

თვის მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატს ხორვატიის ნაკრები ვიცე-ჩემპიონის რანგში ხვდება. ხორვატების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატებზე 1998 წელს შედგა.

საუკეთესო შედეგი

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე (2018 წელს) მოპოვებული ვერცხლის მედალი არის ხორვატიის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თუმცა არც სადებიუტო, 1998 წლის მუნდიალზე, მოპოვებული მესამე ადგილია დასავიწყებელი.

გზა ყატარამდე

ხორვატიამ შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ფინალურ ეტაპზე გასვლის საკითხი ხორვატებმა ბოლო ტურში, რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ გადაჭრეს და მოხვდნენ ყატარის მუნდიალზე.

მწვრთნელი

ზლატკო დალიჩი დიდად გამორჩეული არც ფეხბურთელობის დროს იყო და 2018 წლამდე არ მწვრთნელის რანგში მიუღწევია განსაკუთრებული წარმატებისთვის. 2018-ში კი მისი გაწვრთნილი ხორვატიის ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, იქ კი საფრანგეთთან დამარცხდა.

 

23.11.2022  14:00              მაროკო – ხორვატია

27.11.2022  20:00              ხორვატია – კანადა

01.12.2022  19:00              ხორვატია – ბელგია

 

მეკარეები
1. დომინიკ ლივაკოვიჩი 27 33/0 დინამო ზაგრები
12. ივო გრბიჩი 26 2/0 ატლეტიკო (ესპ)
23. ივიცა ივუშიჩი 27 5/0 ოსიეკი
მცველები
2. იოსიპ სტანიშიჩი 22 6/0 ბაიერნი (გერ)
3. ბორნა ბარიშიჩი 30 27/1 რეინჯერსი (შოტ)
5. მარტინ ერლიჩი 24 3/0 სასუოლო (იტა)
6. დეიან ლოვრენი 33 71/5 ზენიტი (რუს)
19. ბორნა სოსა 24 8/1 შტუტგარტი (გერ)
20. იოშკო გვარდიოლი 20 12/1 ლაიპციგი (გერ)
21. დომაგოი ვიდა 33 99/4 აეკ (საბ)
22. იოსიპ იურანოვიჩი 27 21/0 სელტიკი (შოტ)
24. იოსიპ შუტალო 22 3/0 დინამო ზაგრები
ნახევარმცველები
7. ლოვრო მაიერი 24 10/3 რენი (საფ)
8. მატეო კოვაჩიჩი 28 83/3 ჩელსი (ინგ)
10. ლუკა მოდრიჩი (კ) 37 154/23 რეალი (ესპ)
11. მარსელო ბროზოვიჩი 30 76/7 ინტერი (იტა)
13. ნიკოლა ვლაშიჩი 25 41/7 ტორინო (იტა)
15. მარიო პაშალიჩი 27 42/7 ატალანტა (იტა)
25. ლუკა სუჩიჩი 20 3/0 ზალცბურგი (ავსტრია)
26. კრისტიან იაკიჩი 25 4/0 აინტრახტი (გერ)
ფორვარდები
4. ივან პერიშიჩი 33 115/32 ტოტენჰემი (ინგ)
9. ანდრეი კრამარიჩი 31 74/20 ჰოფენჰაიმი (გერ)
14. მარკო ლივაია 29 14/3 ჰაიდუკი
16. ბრუნო პეტკოვიჩი 28 22/6 დინამო ზაგრები
17. ანტე ბუდიმირი 31 15/1 ოსასუნა (ესპ)
18. მისლავ ორშიჩი 29 20/1 დინამო ზაგრები

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი