მსოფლიო ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები პლეი ოფში სერბეთთან დამარცხდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები პლეი ოფში სერბეთთან დამარცხდა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 2:3 დამარცხდა.

სერბები მე-6 წუთზე ნიკოლა ტომიჩის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა საქართველოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქურდაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

სერბები უპირატესობა დაეუფლნენ, მომენტებს ხშირად ქმნიდნენ და 25-ე წუთზე ჟარკო მატიჩმა გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, 42-ე წუთზე კი იოვარ ბობარის ზუსტი დარტყმის შემდეგ მეტოქის უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

ერთ წუთში ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გოლით გიორგი აფციაურმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.