მსოფლიო ჩემპიონატი | ლიონელ მესის ბოლო საჩემპიონო შანსი - C ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | ლიონელ მესის ბოლო საჩემპიონო შანსი - C ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT

ამჯერად კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე C ჯგუფის გუნდებს წარმოგიდგენთ, სადაც ჯგუფისა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ არგენტინის ნაკრებთან ერთად, საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები ითამაშებენ.

არგენტინისთვის კატარის მუნდიალი მე-18 იქნება. 2014 წელს არგენტინელები ფინალში დამარცხდნენ გერმანიასთან, 2018-ში კი პლეი ოფის პირველსავე ეტაპზე საფრანგეთთან დრამატულ თამაშში 3:4 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას.

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (1978, 1986 წლებში) და ორჯერ ითამაშა ფინალში (1990, 2014) – ორჯერვე გერმანიასთან დამარცხდა.

გზა კატარამდე

არგენტინის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი წაუგებლად გაიარა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

მესი

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისთვის ბოლო დიდი ტურნირი იქნება, სადაც ის ეროვნული ნაკრების მაისურას მოირგებს. ამის შესახებ ლეომ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში განცხადა: „მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას და ცოტას ვღელავ, რადგან ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება. არგენტინა ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ მზად არის. რთული ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ვეცდებით, საუკეთესოდ გამოვიდეთ“.

 

მწვრთნელი

სპეციალისტები ლიონელ სკალონის უკვე მიიჩნევენ არგენტინის ნაკრებისთვის წარმატებულ მწვრთნელად, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგო. ახლა კი არგენტინის ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, სკალონი პოსტს 2026 წლამდე შეინარჩუნებს. ამის შესახებ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა: „არგენტინის ნაკრების მწვრთნელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ლიონელ სკალონი იქნება. ჩვენ ერთად განვაგრძობთ ეროვნული ნაკრების ყოვლისმომცველ პროექტზე მუშაობას“.

 

22.11.2022  14:00                       არგენტინა – ს. არაბეთი

26.11.2022  23:00                       არგენტინა – მექსიკა

30.11.2022  23:00                       პოლონეთი – არგენტინა

 

მეკარეები
1. ფრანკო არმანი 36 18/0 რივერ პლეიტი
12. ხერონიმო რული 30 4/0 ვილიარეალი (ესპ)
23. ემილიანო მარტინესი 30 18/0 ასტონ ვილა (ინგ)
მცველები
2. ხუან ფოიტი 24 15/0 ვილიარეალი (ესპ)
3. ნიკოლას ტალიაფიკო 30 42/0 ლიონი (საფ)
4. გონსალო მონტიელი 25 17/0 სევილია (ესპ)
6. ხერმან პეცელია 31 31/2 ბეტისი (ესპ)
13. კრისტიან რომერო 24 12/1 ტოტენჰემი (ინგ)
19. ნიკოლას ოტამენდი 34 92/4 ბენფიკა (პორ)
25. ლისანდრო მარტინესი 24 9/0 მანჩესტერ იუნ (ინგ)
26. ნაუელ მოლინა 24 19/0 ატლეტიკო (ესპ)
ნახევარმცველები
5. ლეანდრო პარედესი 28 45/4 იუვენტუსი (იტა)
7. როდრიგო დე პაული 28 43/2 ატლეტიკო (ესპ)
8. მარკოს აკუნია 31 42/0 სევილია (ესპ)
14. ესეკილ პალასიოსი 24 20/0 ლევერკუზენი (გერ)
16. ტიაგო ალმადა 21 1/0 ატლანტა (აშშ)
17. პაპუ გომესი 34 15/3 სევილია (ესპ)
18. გუიდო როდრიგესი 28 25/1 ბეტისი (ესპ)
20. ალექსის მაკალისტერი 23 7/0 ბრაიტონი (ინგ)
24. ენცო ფერნანდესი 21 2/0 ბენფიკა (პორ)
ფორვარდები
9. ხულიან ალვარესი 22 12/3 მანჩესტერ სიტი (ინგ)
10. ლიონელ მესი (კ) 35 165/91 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
11. ანხელ დი მარია 34 124/27 იუვენტუსი (იტა)
15. ანხელ კორეა 27 22/3 ატლეტიკო (ესპ)
21. პაულო დიბალა 28 34/3 რომა (იტა)
22. ლაუტარო მარტინესი 25 40/21 ინტერი (იტა)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

 

საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ ითამაშებს.

საუკეთესო შედეგი

საუდის არაბეთმა 1994 წელს, სადებიუტო მუნდიალზე, მერვედფინალში ითამაშა, რაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი საუკეთესო შედეგია.

გზა კატარამდე

საუდის არაბეთმა შესარჩევი ტურნირის დასკვნით ეტაპზე 10-დან 7 თამაში მოიგო და პირდაპირ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მწვრთნელი

ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი 54 წლის ერვე რენარი წვრთნის. საუდის არაბეთში დანიშვნამდე, რენარის გაწვრთნილმა ზამბიამ და კოტ დ’ივუარმა აფრიკის თასი მოიგეს. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რენარი მაროკოს ნაკრებს წვრთნიდა (ჯგუფში ერთი ფრე ითამაშა ესპანეთთან 2:2 და ბოლო ადგილზე გავიდა).

 

22.11.2022  14:00                       არგენტინა – ს. არაბეთი

26.11.2022  17:00                       პოლონეთი – ს. არაბეთი

30.11.2022  23:00                       ს. არაბეთი – მექსიკა

 

მეკარეები
1. მოჰამედ ალ რუბაიე 25 6/0 ალ-აჰლი
21. მოჰამედ ალ-ოვაისი 31 37/0 ალ-ჰილალი
22. ნავაფ ალ-აქიდი 22 0/0 ალ-ნასრი
მცველები
2. სულთან ალ-განამი 28 23/0 ალ-ნასრი
3. აბდულა მადუ 29 12/0 ალ-ნასრი
4. აბდულელა ალ-ამრი 25 14/1 ალ-ნასრი
5. ალი ალ-ბულაიჰი 32 32/0 ალ-ჰილალი
6. მოჰამედ ალ-ბრეიკი 30 35/1 ალ-ჰილალი
12. საუდ აბდულჰამიდი 23 17/0 ალ-ჰილალი
13. იასერ ალ-შაჰრანი 30 70/2 ალ-ჰილალი
17. ჰასან თამბაქტი 23 14/0 ალ-შაბაბი
ნახევარმცველები
7. სალმან ალ-ფარაჯი (კ) 33 68/8 ალ-ჰილალი
8. აბდულელა ალ-მალქი 28 21/0 ალ-ჰილალი
14. აბდულა ოთაიფი 30 44/1 ალ-ჰილალი
15. ალი ალ-ჰასანი 25 9/1 ალ-ნასრი
16. სამი ალ-ნაჯეი 25 15/2 ალ-ნასრი
18. ნავაფ ალ-აბედი 32 54/8 ალ-შაბაბი
23. მოჰამედ კანო 28 33/1 ალ-ჰილალი
24. ნასერ ალ-დოუსარი 23 8/0 ალ-ჰილალი
26. რიად შარაჰილი 29 2/0 აბჰა
ფორვარდები
9. ფირას ალ-ბურაიქანი 22 24/6 ალ-ფათეჰი
10. სალემ ალ-დოუსარი 31 66/17 ალ-ჰილალი
11. სალეჰ ალ-შეჰრი 29 16/8 ალ-ჰილალი
19. ჰათან ბაჰერბი 30 37/4 ალ-შაბაბი
20. აბდულრაჰმან ალ-აბუდი 27 2/0 ალ-იტიჰადი
25. ჰაითამ ასირი 21 4/0 ალ-აჰლი

მწვრთნელი: ერვე რენარი (საფ)

 

მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატების თითქმის მუდმივი მონაწილეა, კატარის მუნდიალი ამ ნაკრებისთვის მეჩვიდმეტეა.

საუკეთესო შედეგი

მექსიკის ნაკრებმა ორჯერ ითამაშა მეოთხედფინალში. ბოლო 7 ჩემპიონატზე მექსიკა ყოველთვის გადის ჯგუფიდან, მაგრამ პლეი ოფში პირველსავე ეტაპზე ეთიშება გათამაშებას.

გზა კატარამდე

კონკაკაფის ზონის შესარჩევ ტურნირზე მექსიკელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ კანადის ნაკრებს ჩამორჩნენ და პირდაპირ გავიდნენ ფინალურ ეტაპზე.

მწვრთნელი

მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო 2013-14 წლებში „ბარსელონას“ წვრთნიდა. სანაკრებო დონეზე უმუშავია პარაგვაისა (2007-11) და არგენტინის (2014-16) ნაკრებებში. 2011 წელს პარაგვაი მისი ხელმძღვანელობით კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, იგივე გაიმეორა მარტინომ ორჯერ არგენტინასთან ერთად (2015, 2016 წლებში). რაც შეეხება მექსიკის ნაკრებს, მისი მწვრთნელობისას მექსიკელებმა 2019 წელს კონკაკაფის „ოქროს თასი“ მოიგეს, 2021 წელს ამავე ტურნირისა და კონკაკაფის ერთა თასის ფინალში ითამაშეს.

 

22.11.2022  20:00                       მექსიკა – პოლონეთი

26.11.2022  23:00                       არგენტინა – მექსიკა

30.11.2022  23:00                       ს. არაბეთი – მექსიკა

 

მეკარეები
1. ალფრედო ტალავერა 40 39/0 ხუარესი
12. როდოლფო კოტა 35 8/0 ლეონი
13. გილერმო ოჩოა 37 130/0 ამერიკა
მცველები
2. ნესტორ არაუხო 31 61/3 ამერიკა
3. სესარ მონტესი 25 28/1 მონტერეი
4. ედსონ ალვარესი 25 58/3 აიაქსი (ნიდ)
5. იოჰან ვასკესი 24 6/0 კრემონეზე (იტა)
6. ხერარდო არტეაგა 24 17/1 გენკი (ბელ)
15. ექტორ მორენო 34 126/5 მონტერეი
19. ხორხე სანჩესი 24 25/1 აიაქსი (ნიდ)
23. ხესუს გალიარდო 28 76/0 მონტერეი
26. კევინ ალვარესი 23 7/0 პაჩუკა
ნახევარმცველები
7. ლუის რომო 27 25/1 მონტერეი
8. კარლოს როდრიგესი 25 34/0 კრუს ასული
14. ერიკ გუტიერესი 27 34/1 ეინდჰოვენი (ნიდ)
16. ექტორ ერერა 32 100/10 ჰიუსტონი (აშშ)
18. ანდრეს გუარდადო (კ) 36 177/28 ბეტისი (ესპ)
24. ლუის ჩავესი 26 7/0 პაჩუკა
ფორვარდები
9. რაულ ხიმენესი 31 94/29 ვულვერჰემპტონი (ინგ)
10. ალექსის ვეგა 24 20/4 გვადალახარა
11. როხელიო ფუნეს მორი 31 15/5 მონტერეი
17. ორბელინ პინედა 26 50/6 აეკ (საბ)
20. ჰენრი მარტინი 29 25/6 ამერიკა
21. ურიელ ანტუნა 25 34/8 კრუს ასული
22. ირვინგ ლოსანო 27 59/16 ნაპოლი (იტა)
25. რობერტო ალვარადო 24 30/4 გვადალახარა

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო (არგენტინა)

 

პოლონეთის ნაკრები მეცხრედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საუკეთესო შედეგი

მსოფლიო ჩემპიონატებზე პოლონეთმა ორჯერ (1974 და 1982 წელს) მესამე ადგილზე დაიკავა.

გზა კატარამდე

პოლონეთის ნაკრები, რობერტ ლევანდოვსკის ლიდერობით, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში მოხვდა, სადაც შვედეთის ნაკრებს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

მწვრთნელი

ჩესლავ მიხნევიჩმა პოლონეთის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი პაულო სოუზა შეცვალა. მისი დებიუტი შვედეთთან პლეი ოფის ფინალურ მატჩში შედგა – მიხნევიჩმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებს.

 

22.11.2022  20:00                       მექსიკა – პოლონეთი

26.11.2022  17:00                       პოლონეთი – ს. არაბეთი

30.11.2022  23:00                       პოლონეთი – არგენტინა

 

მეკარეები
1. ვოიცეხ შჩესნი 32 66/0 იუვენტუსი (იტა)
12. ლუკაშ სკორუპსკი 31 7/0 ბოლონია (იტა)
22. კამილ გრაბარა 23 1/0 კოპენჰაგენი (დან)
მცველები
2. მეტი კეში 25 7/1 ასტონ ვილა (ინგ)
3. არტურ იედრზეიჩიკი 35 40/3 ლეგია
4. მატეუშ ვიტესკა 25 1/0 კლერმონი (საფ)
5. იან ბედნარეკი 26 44/1 ასტონ ვილა (ინგ)
14. იაკუბ კივიორი 22 4/0 სპეცია (იტა)
15. კამილ გლიკი 34 98/6 ბენევენტო (იტა)
18. ბარტოშ ბერეშინსკი 30 45/0 სამპდორია (იტა)
25. რობერტ გუმნი 24 4/0 აუგსბურგი (გერ)
ნახევარმცველები
6. კრისტიან ბიელიკი 24 5/0 ბირმინგემი (ინგ)
8. დამიან შიმანსკი 27 8/1 აეკ (საბ)
10. გრჟეგორჟ კრიხოვიაკი 32 93/5 ალ-შაბაბი (ს. არაბ)
11. კამილ გროსიცკი 34 86/17 პოგონი
13. იაკუბ კამინსკი 20 3/1 ვოლფსბურგი (გერ)
17. შიმონ ჟურკოვსკი 25 6/0 ფიორენტინა (იტა)
19. სებასტიან შიმანსკი 23 17/1 ფეიენოორდი (ნიდ)
20. პიოტრ ზიელინსკი 28 74/9 ნაპოლი (იტა)
21. ნიკოლა ზალევსკი 20 7/0 რომა (იტა)
24. პრჟემისლავ ფრანკოვსკი 27 25/1 ლანსი (საფ)
26. მიხალ სკორასი 22 1/0 ლეხი
ფორვარდები
7. არკადიუშ მილიკი 28 63/16 იუვენტუსი (იტა)
9. რობერტ ლევანდოვსკი (კ) 34 134/76 ბარსელონა (ესპ)
16. კაროლ შვიდერსკი 25 17/8 შარლოტი (აშშ)
23. კრჟიშტოფ პიონტეკი 27 25/11 სალერნიტანა (იტა)

მწვრთნელი: ჩესლავ მიხნევიჩი