მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | გრიგალაშვილმა და გოჩილაიძემ პირველი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა გერმანელი ტიმო კაველიუსი მარტივად, ვაზარით და გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა,სადაც თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, ალბაირაკს (რევაზიშვილს) დაუპირისპირდება.
ტურნირზე პირველ წრეში გამარჯვება მოიპოვა 81კგ-ში გამომსვლელმა დიმიტრი გოჩილაიძემაც. მან ულამაზესი გდებით მოლდოველი ლატისევი დაამარცხა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.