მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | გრიგალაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მეოთხედფინალში ტაჯიკი მაჰმადბეკოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველი ფინალის საგზურისთვის ან სამხრეთკორეელ ლის, ან ნეიტრალური დროშით გამომსვლელ კარაპეტიანს შეხვდება.
ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა 81კგ-ში გამომსვლელმა დიმიტრი გოჩილაიძემაც. მან რუმინელი სულკა ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.