მსოფლიო ჩემპიონატი | ახალგაზრდა ესპანეთი და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი - E ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | ახალგაზრდა ესპანეთი და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი - E ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ესპანეთის, გერმანიის, იაპონიისა და კოსტა რიკის ნაკრებებმა მოიყარეს თავი. ამჯერად სწორედ მათ წარმოგიდგენთ.

ესპანეთი ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე (1978 წლიდან არცერთი მუნდიალი არ გამოუტოვებია) საერთო ჯამში ეს მათი მეთექვსმეტე ჩემპიონატი იქნება.

საუკეთესო შედეგი

ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2010 წელს მოიგო, ფინალში გამარჯვების გოლი ანდრეს ინიესტამ გაიტანა.

გზა ყატარამდე

ესპანეთი შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო (ეს ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევშიც ჩვენს ჯგუფში მოხვდა). თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით საქართველო ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ ჯერ ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი დანი ოლმომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ესპანეთმა ჯგუფში 8-დან 6 მატჩი მოიგო და ყატარის საგზური პლეი ოფის გარეშე მოიპოვა.

მწვრთნელი

ლუის ენრიკესთვის, მთავარი მწვრთნელის რანგში, ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ნახევარფინალში გავიდა. ესპანელები წარმატებით გამოვიდნენ ერთა ლიგაშიც და მომავალ ზაფხულს ამ ტურნირის მოსაგებად იბრძოლებენ.

 

23.11.2022  20:00  ესპანეთი – კოსტა რიკა

27.11.2022  23:00  ესპანეთი – გერმანია

01.12.2022  23:00  იაპონია – ესპანეთი

 

მეკარეები
1. რობერტ სანჩესი 24 2/0 ბრაიტონი (ინგ)
13. დავიდ რაია 27 1/0 ბრენტფორდი (ინგ)
23. უნაი სიმონი 25 27/0 ბილბაო
მცველები
2. სესარ ასპილიკუეტა 33 42/1 ჩელსი (ინგ)
3. ერიკ გარსია 21 19/0 ბარსელონა
4. პაუ ტორესი 25 21/1 ვილიარეალი
14. ალეხანდრო ბალდე 19 0/0 ბარსელონა
15. უგო გილიამონი 22 3/1 ვალენსია
18. ჟორდი ალბა 33 86/9 ბარსელონა
20. დანი კარვახალი 30 30/0 რეალი
24. აიმერიკ ლაპორტი 28 15/1 მანჩესტერ სიტი (ინგ)
ნახევარმცველები
5. სერხიო ბუსკეტსი (კ) 34 139/2 ბარსელონა
6. მარკოს ლორენტე 27 17/0 ატლეტიკო
8. კოკე 30 68/0 ატლეტიკო
9. გავი 18 13/2 ბარსელონა
16. როდრი 26 34/1 მანჩესტერ სიტი (ინგ)
19. კარლოს სოლერი 25 12/3 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
26. პედრი 19 14/0 ბარსელონა
ფორვარდები
7. ალვარო მორატა 30 57/27 ატლეტიკო
10. მარკო ასენსიო 26 29/1 რეალი
11. ფერან ტორესი 22 30/13 ბარსელონა
12. ნიკო უილიამსი 20 3/1 ბილბაო
17. იერემი პინო 20 6/1 ვილიარეალი
21. დანი ოლმო 24 24/4 ლაიპციგი (გერ)
22. პაბლო სარაბია 30 24/9 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
25. ანსუ ფატი 20 5/2 ბარსელონა

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

 

კოსტა რიკა თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საუკეთესო შედეგი

ამ ნაკრებმა გულშემატკივარს ჯერ კიდევ 1990 წელს, თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, დაამახსოვრა თავი. მაშინ ჯგუფში მოუგეს შოტლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს და, ბრაზილიასთან ერთად, პლეი ოფის საგზური მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი კი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც ჯერ ურთულესი ჯგუფიდან (ინგლისი, იტალია, ურუგვაი) მოახერხეს გასვლა, შემდეგ მერვედფინალში საბერძნეთი დაამარცხეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ.

გზა ყატარამდე

კონკაკაფის ზონაში კოსტა რიკამ თანაბარი ქულები დააგროვა აშშ-სთან ერთად და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში კი ახალი ზელანდიის ნაკრებს 1:0 მოუგო და მოიპოვა ყატარში თამაშის უფლება.

მწვრთნელი

კოსტა რიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაელი სპეციალიტი ლუის ფერნანდო სუარესი უხელმძღვანელებს. ამ მწვრთნელს მუნდიალზე მანამდე ეკვადორი და ჰონდურასი ჰყავს გაყვანილი. ეკვადორი 2006 წელს მერვედფინალშიც მოხვდა, მისმა გაწვრთნილმა ჰონდურასმა კი 2014-ში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

 

23.11.2022  20:00           ესპანეთი – კოსტა რიკა

27.11.2022  14:00           იაპონია – კოსტა რიკა

01.12.2022  23:00           კოსტა რიკა – გერმანია

 

მეკარეები
1. კეილორ ნავასი 35 107/0 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
18. ესტებან ალვარადო 33 24/0 ერედიანო
23. პატრიკ სეკეირა 23 1/0 ლუგო (ესპ)
მცველები
3. ხუან პაბლო ვარგასი 27 11/1 მილიონარიოსი (კოლ)
4. კეიშერ ფულერი 28 29/2 ერედიანო
6. ოსკარ დუარტე 33 70/3 ალ-ვეჰდა (ს. არა)
8. ბრაიან ოვიედო 32 74/2 სოლტ ლეიკ სიტი (აშშ)
15. ფრანსისკო კალვო 30 75/8 ქონია (თურ)
16. კარლოს მარტინესი 23 5/0 სან კარლოსი
19. კენდალ უესტონი 34 61/7 საპრისა
22. რონალდ მატარიტა 28 52/3 ცინცინატი (აშშ)
ნახევარმცველები
2. დანიელ ჩაკონი 21 7/0 კოლორადო (აშშ)
5. სელსო ბორხესი 34 154/27 ალახუელენსე
9. ჯუისონ ბენეტი 18 7/2 სანდერლენდი (ინგ)
10. ბრაიან რუისი (კ) 37 144/29 ალახუელენსე
13. გერსონ ტორესი 25 13/1 ერედიანო
14. იუსტინ სალასი 26 3/0 საპრისა
17. იელცინ ტეხედა 30 73/0 ერედიანო
20. ბრენდონ აგილერა 19 2/0 ნოტინგემი (ინგ)
21. დუგლას ლოპესი 24 1/0 ერედიანო
24. როან უილსონი 20 2/0 მუნისიპალ გრესია
25. ანტონი ერნანდესი 21 1/0 პუნტარენასი
26. ალვარო სამორა 20 1/0 საპრისა
ფორვარდები
7. ანტონი კონტრერასი 22 8/2 ერედიანო
11. იოჰან ვენეგასი 33 80/11 ალახუელენსე
12. ხოელ კემპბელი 30 118/25 ლეონი (მექ)

მწვრთნელი: ლუის ფერნანდო სუარესი (კოლუმბია)

 

გერმანიისთვის ეს საიუბილეო მე-20, ზედიზედ კი მე-18 მსოფლიო ჩემპიონატია.

საუკეთესო შედეგი

გერმანიის ნაკრები ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1954, 1974, 1990, 2014), ამდენჯერვე გერმანელები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჯამში გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლები 12-ჯერ აქვთ მოპოვებული.

გზა ყატარამდე

გერმანიამ შესარჩევში 10-დან 9 თამაში მოიგო (სენსაციურად დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან) და პირდაპირ გავიდა ფინალურ ეტაპზე.

მწვრთნელი

ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ნაკრები იოახიმ ლიოვის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გერმანიამ, შესარჩევში მონაწილე ნაკრებებიდან პირველმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ფლიკი 2006 წლიდან 2014 წლამდე გერმანიის ნაკრებში ლიოვის ასისტენტი იყო, 2014 წელს, ბრაზილიაში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრები დატოვა და საკლუბო ფეხბურთში გადაინაცვლა – იგი მიუნხენის „ბაიერნში“ ჯერ მთავარი მწვრთნელი ასისტენტი იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და „ბაიერნთან“ ერთად ყველა ტიტული მოიგო, სადაც გუნდმა ითამაშა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ფლიკისთვის პირველი დიდი ტურნირია.

 

23.11.2022  17:00           გერმანია – იაპონია

27.11.2022  23:00           ესპანეთი – გერმანია

01.12.2022  23:00           კოსტა რიკა – გერმანია

 

მეკარეები
1. მანუელ ნოიერი (კ) 36 114/0 ბაიერნი
12. კევინ ტრაპი 32 6/0 აინტრახტი
22. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 30 30/0 ბარსელონა (ესპ)
მცველები
2. ანტონიო რიუდიგერი 29 55/2 რეალი (ესპ)
3. დავიდ რაუმი 24 11/0 ლაიპციგი
4. მატიას გინტერი 28 47/2 ფრაიბურგი
5. ტილო კერერი 26 22/0 ვესტ ჰემი (ინგ)
15. ნიკლას ზიულე 27 42/1 დორტმუნდი
16. ლუკას კლოსტერმანი 26 18/0 ლაიპციგი
20. კრისტიან გიუნტერი 29 6/0 ფრაიბურგი
23. ნიკო შლოტერბეკი 22 5/0 დორტმუნდი
25. არმელ ბელა-კოტჩაპი 20 1/0 საუთჰემპტონი (ინგ)
ნახევარმცველები
6. იოზუა კიმიხი 27 71/5 ბაიერნი
8. ლეონ გორეტცკა 27 45/14 ბაიერნი
11. მარიო გიოტცე 30 63/17 აინტრახტი
14. ჯამალ მუსიალა 19 18/1 ბაიერნი
17. იულიან ბრანდტი 26 38/3 დორტმუნდი
18. იონას ჰოფმანი 30 17/4 გლადბახი
19. ლეროი სანე 26 48/11 ბაიერნი
21. ილქაი გიუნდოგანი 32 63/16 მანჩესტერ სიტი (ინგ)
ფორვარდები
7. კაი ჰავერცი 23 31/10 ჩელსი (ინგ)
9. ნიკლას ფიულკრუგი 29 1/1 ვერდერი
10. სერჟ გნაბრი 27 36/20 ბაიერნი
13. თომას მიულერი 33 118/44 ბაიერნი
24. ქარიმ ადეიემი 20 4/1 დორტმუნდი
26. იუსუფა მუკოკო 18 1/0 დორტმუნდი

მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი

 

1998 წლიდან მოყოლებული, იაპონიის ნაკრებმა ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და სამჯერ ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოხერეხა. ყატარის მუნდიალი მათთვის ზედიზედ მეშვიდე იქნება.

საუკეთესო შედეგი

იაპონია მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ გავიდა ჯგუფიდან, მაგრამ მერვედფინალური ბარიერი ერთხელაც ვერ გადალახა.

გზა ყატარამდე

შესარჩევში იაპონიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთის შემდეგ და პირდაპირ მოიპოვა ყატარის საგზური.

მწვრთნელი

ჰაჯიმე მორიასუ იაპონიის ნაკრებს 2018 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა აზიის თასის ფინალში ითამაშა, მაგრამ იქ ყატარის ნაკრებთან დამარცხდა.

 

23.11.2022  17:00           გერმანია – იაპონია

27.11.2022  14:00           იაპონია – კოსტა რიკა

01.12.2022  23:00           იაპონია – ესპანეთი

 

მეკარეები
1. ეიჯი კავაშიმა 39 95/0 სტრასბური (საფ)
12. შუიჩი გონდა 33 33/0 შიმიცუ
23. დანიელ შმიდტი 30 11/0 სენტ ტრუიდენი (ბელ)
მცველები
2. მიკი იამანე 28 14/2 კავასაკი
3. შოგო ტანიგუჩი 31 13/0 კავასაკი
4. კო იტაკურა 25 12/1 გლადბახი (გერ)
5. იუტო ნაგატომო 36 137/4 ტოკიო
16. ტაკეჰირო ტომიასუ 24 29/1 არსენალი (ინგ)
19. ჰიროკი საკაი 32 71/1 ურავა
22. მაია იოშიდა (კ) 34 121/12 შალკე (გერ)
26. ჰიროკი იტო 23 5/0 შტუტგარტი (გერ)
ნახევარმცველები
6. ვატარუ ენდო 29 43/2 შტუტგარტი (გერ)
7. გაკუ შიბასაკი 30 59/3 ლეგანესი (ესპ)
8. რიცუ დოანი 24 28/3 ფრაიბურგი (გერ)
9. კაორუ მიტომა 25 9/5 ბრაიტონი (ინგ)
10. ტაკუმი მინამინო 27 43/17 მონაკო (საფ)
11. ტაკეფუსა კუბო 21 19/1 სოსიედადი (ესპ)
13. ჰიდემასა მორიტა 27 17/2 სპორტინგი (პორ)
14. იუნია იტო 29 38/9 რეიმსი (საფ)
15. დაიჩი კამადა 26 21/6 აინტრახტი (გერ)
17. აო ტანაკა 24 14/2 ფორტუნა (გერ)
24. იუკი სომა 25 7/3 ნაგოია
ფორვარდები
18. ტაკუმა ასანო 27 36/7 ბოხუმი (გერ)
20. შუტო მაჩინო 23 4/3 შონანი
21. აიასე უედა 24 10/0 სერკლი (ბელ)
25. დაიზენ მაედა 25 8/1 სელტიკი (შოტ)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ