ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ცნობებით, კატარისა და ეკვადორის მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომლითაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი გამორჩეული იყო.
* კატარი გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც უმასპინძლა ტურნირს თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე – მანამდე ეს მოხდა ურუგვაის (1930 წელს) და იტალიის (1934 წელს) შემთხვევაში.
* ჯერჯერობით, აზიის კონფედერაციის არცერთ გუნდს არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი.
* კატარი გახდა პირველი მასპინძელი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც გახსნის მატჩი წააგო. წინა 22 გახსნითი მატჩიდან მასპინძლებმა 16 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.
* ეკვადორს ბოლო შვიდ მატჩში გოლი არ გაუშვია. ხულიან ალვარესი (არგენტინა) იყო ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც მათ წინააღმდეგ გაიტანა (2022 წლის 30 მარტი).
* ამ თამაშში კარისკენ მხოლოდ 11-ჯერ დაარტყეს (5 კატარი, 6 ეკვადორი). ამაზე ნაკლები დარტყმა 1966 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არცერთ მატჩში არ დაფიქსირებულა.
* კატარმა მატჩი კარში ზუსტი დარტყმის გარეშე დაასრულა. ეს მხოლოდ მე-2 შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლების ისტორიაში. პირველი ასეთი ინციდენტი 1994 წელს მოხდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ბრაზილიის წინააღმდეგ არათუ ზუსტი დარტყმა ვერ მოახერხა, კარისკენაც კი ვერ დაარტყა.
* პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გოლი პენალტიდან გავიდა – თავი ენერ ვალენსიამ (ეკვადორი) გამოიჩინა.
* ენერ ვალენსია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც გახსნითი მატჩის პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა. პირველი იყო ანჯელო სკიავიო 1934 წელს (იტალია – აშშ 7-1).
* ენერ ვალენსია გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე (33 წლისა და 16 დღის), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა და გაუსწრო ალესანდრო ალტობელს, რომელმაც 1986 წელს ბულგარეთის წინააღმდეგ 30 წლისა და 184 დღის ასაკში გოლი გაიტანა.
* ენერ ვალენსია ორივე გუნდიდან ერთადერთი იყო ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებიდან, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება (3 მატჩი) ჰქონდა. ბოლოს ეს მოხდა 1962 წელს: ჩარლზ ანტენინი (შვეიცარია) ერთადერთი მოთამაშე იყო მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილების მქონე 22 მონაწილეს შორის ჩილესთან გახსნის მატჩში (1-3).