მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ - ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლა იწყება #1TVSPORT
თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. სულ შეჯიბრებაში 59 სპორტსმენი მონაწილეობდა – 28 ვაჟი და 31 გოგონა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
გოგონებში მედეა გვინჩიძემ გაიმარჯვა, ხოლო კაცებში – თემურ მაკიევმა. შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც თებერვალში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს 18-მეტრიან დისტანციაზე, ხოლო მაისში გერმანიაში – ევროპის ჩემპიონატზე 70-მეტრიან დისტანციაზე, სადაც ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან. ივნისში ანთალიაში ასევე დაგეგმილია მსოფლიო თასი.
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ფედერაციის პრეზიდენტის, სიმონ ნოზაძის თქმით, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ლეკვეიშვილი, რომელიც ბოლო წლებში თურქეთისა და უზბეკეთის ნაკრებებს წვრთნიდა.