მშრალი სერია 560-ე წუთზე შეწყდა - მამარდაშვილმა ესპანეთში მორიგი ტოპ-მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი მამრდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, „ვალენსიამ“ კი გასვლაზე „რაიო ვალეკანოსთან“ ურთულესი შეხვედრა ფრედ დაასრულა, რაშიც ქართველმა კიპერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში ადაპტაციას ასრულებს.
მადრიდში გამართულ შეხვედრაში ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს კიდევ ერთხელ ენდო, რომელმაც 27-ე წუთზე „რაიო ვალეკანოს“ შემტევის, ისი პალაზონის დარტყმაზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და შესანიშნავი სეივით გუნდი გადაარჩინა. 39-ე წუთზე კი ძლაიან სახიფათო ფლანგური გადაცემა კუთხურზე მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ მეტოქეთა კარებში ორი ისეთი მეკარე იყო, რომლებიც ერთა ლიგაზე ერთმანეთს სანაკრებო დოენზეც დაუპირისპირდებიან. „რაიო ვალეკანოს“ კარში ჩრდილომაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი იდგა, რომელსაც 58-ე წუთზე უსიამოვნო მომენტი დაუდგა. კარლოს სოლერიმ ბურთი საჯარიმო მოედნის კიდედან დაარტყა, რომელზეც ბალკანელმა მეკარემ რეაგირება ვერ მაოხდინა და „ვალენსია“ დაწინაურდა – 0:1.
63-ე წუთზე გოლი ქართველი კიპერის კარშიც გავიდა, მაგრამ არ ჩაითვალა. პატე სისი (რაიო ვალეკანო) მსაჯების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გააპროტესტა, მაგრამ ლაინსმენი თავის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული იყო, რაც ვიდეორეფერიმაც დაადასტურა და ანგარიში არ შეცვლილა.
75-ე წუთზე ისევ ისი პალაზონმა დაარტყა და გიორგიმ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა. მაგრამ 83-ე წუთზე მამარდაშვილის უგოლო სერია შეწყდა და ესეც პალაზონის დამსახურებით მოხდა, რომელმაც სერხი გვარდიოლა მონახა, მისი დარტყმა კი ზუსტი გამოდგა 1:1.
90+2-ე წუთზე კი მამარდაშვილმა ისევ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა – ამჯერადაც პალაზონის დარტყმის შემდეგ. ამაზე ესპანურ გამოცემა „მარკას“ ლაკონური რეაქცია ჰქონდა – „შეინარჩუნეთ მამარდაშვილი“. გავიდა 4 წუთი, გიორგიმ „ვალენსია“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა და დიდი როლი ითამაშა, გუნდმა ქულა რომ მოიპოვა 1:1.
31-ე ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე დარჩა.. გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი უგოლოდ 560 წუთი შეინახა და შესანიშნავი „მშრალი სერია“ შეწყვიტა, მაგრამ ეს მის თამაშს ვერ აკნინებს – გიორგიმ ტოპ-ლიგაში მორიგი ტოპ-მატჩი ჩაატარა.