მშობლიურო ოდესა, გამაგრდი - მოსკოვის „დინამოს“ უკრაინელი მწვრთნელი #1TVSPORT
ანდრეი ვორონინმა, რომელიც ამჟამად მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, მოსკოვურ კლუბში მუშაობის მიუხედავად, რუსების წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.
„მშობლიურო ოდესა, გამაგრდი“, – დაწერა ვორონინმა „ინსტაგრამზე“ ოდესის დაბომბვასთან დაკავშირებით.
„გაიღვიძეთ ხალხნო, ეს თქვენი აზრით მშვიდობაა? გაახილეთ თვალები, საკმარისია გაჩუმდეთ და ისეთი სახე მიიღოთ, თითქოს არაფერი ხდება. ახლა კიევში რაც ხდება, მერე გვეტყვიან, თითქოს საკუთარ ქვეყანას თავად ვანადგურებთ“, – დაწერა მან გამოქვეყნებულ ფოტოზე.
ანდრეი ვორონინმა საკლუბო კარიერა მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ დაიწყო, ითამაშა „მაინცი 05“-ში, „კიოლნში“, „ბაიერში“, „ლივერპულში“, „ჰერტაში“, მოსკოვის „დინამოში“, კარიერა კი დიუსელდორფის „ფორტუნაში“ დაასრულა. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში 2002-2012 წლებში თამაშობდა და 74 მატჩში 8 გოლი გაიტანა.