მსგავსი არასოდეს მომხდარა - თბილისის "დინამო" ჩემპიონი 7 ასაკში გახდა
თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის გუნდებმა 2017 წლის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოსვლა ისეთი შედეგით დაასრულეს, რაც საქართველოში არასოდეს მომხდარა – “დინამო” თითქმის ყველა ასაკში ჩემპიონი გახდა.
ოქროს ლიგაში 19-წლამდელებმა ლადო კაკაშვილის თავკაცობით ოქროს მედლები დაიბრუნეს და უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, 17-წლამდელებმა ტიტული ბოლო ტურში “ზესტაფონთან” მოგებით გაიფორმეს. პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ვახტანგ იაგორაშვილის გაწვრთნილმა 15-წლამდელთა გუნდმაც ოქროს მედლები მოიგო.
ელიტ-ლიგის 2003 წლამდელთა გათამაშებაში ჩემპიონი ვლადიმერ გოჩაშვილის ერთი წლით პატარა გუნდი გახდა. ,კახა გოგოლაძე ორ გუნდს ავარჯიშებდა და მათ U13-სა და U13-ში იმარჯვეს, 11- წლამდელებში – რევაზ გვარაკიძის გუნდმა, ხოლო 2007 წელს დაბადებულთა ჩემპიონატში შალვა კვარაცხელიას ერთი წლით პატარების გუნდმა ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა.
საბოლოოდ ასაკობრივ ტურნირებში “დინამომ” 7 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა, რაც საქართველოს აბსოლუტური რეკორდია.