მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილება - ზოიძე ირანელთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

რამაზ ზოიძე ოლიმიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორმა ქართველმა – რამაზ ზოიძემ (67კგ) და ლაშა გობაძემ (87კგ) იასპარეზეს.

ზოიძემ წინასწარ შეხვედრებში ძალიან კარგად იასპარარეზა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ მუჰამედრეზა კარაის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველი მოჭიდავე მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძემ ტურნირის პირველ დაპირისპირებაში პატარა სენსაცია მოახდინა, როდესაც კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ლაშა გობაძემ კი პირველ შეხვედრაში უზბეკ სპორტსმენთან დასანანი მარცხი განიცადა და ტურნირს დაემშვიდობა.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87კგ) თავის პირველ შეხვედრაში უკრაინელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

რამაზ ნოზაძე ხვალ, 4 აგვისტოს იჭიდავებს.

 

1/8 ფინალი

ზოიძე VS მოლინა (კუბა)

1/4 ფინალი

ზოიძე VS ალ ობაიდი (ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი)

1/2 ფინალი

ზოიძე VS კარაი (ირანი)