მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილება - სანდრო ბაზაძის პროტესტმა არ გაჭრა, ფინალში უნგრელი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ 1/2 ფინალური შეხვედრა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრელ არონ შილაგისთან დაძაბულ ბრძოლაში 13:15 წააგო და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.
ანგარიშზე 13:13 ორივე მებრძოლმა აქტიურად შეუტია, გამეორებიდან ჩანდა, თითქოს ქულა სანდრომ მოიპოვა, თუმცა მსაჯებმა გამეორების შემდეგ შილაგის უპირატესობა დააფიქსირეს – 14:13. ასეთ დროს მეთოთხმეტე ქულა ძალიან დიდი უპირატესობაა, რომლის შენარჩუნება გამოცდილმა უნგრელმა მოახერხა.
მატჩის შემდეგაც დიდხანს აპროტესტებდა სანდრო, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია.
ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა 15 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.