მსაჯების გადაწყვეტილებით, რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა #1TVSPORT
მსაჯების გადაწყვეტილებით, რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა #1TVSPORT

UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC Vegas 85-ის ეგიდით გამართულ მთავარ ღონისძიებაზე საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდა და, მსაჯთა გადაწყვეტილებით, დამარცხდა.

დოლიძისა და იმავოვის ბრძოლა ხუთრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი მეტოქის უპირატესობით წარიმართა, დოლიძე მხოლოდ თავს იცავდა და საპასუხო დარტყმების განხორციელებას ვერ ახერხებდა. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ქართველმა ბრძოლა გააგრძელა.

მეოთხე რაუნდში ნასურდინ იმავოვმა რომან დოლიძის წინააღმდეგ არალეგალური დარტყმა გამოიყენა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ ბრძოლა მაინც გაგრძელდა. საბოლოოდ, 35 წლის ქართველმა მებრძოლმა ვერც მეხუთე რაუნდში შეძლო სიტუაციის გამოსწორება.

შეხვედრამდე რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდა. დიდი ალბათობით, ამ დაპირისპირების შემდეგ ის კლასიფიკაციაში დაქვეითდება. ამჟამად MMA-ში ქართველს 12 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.