მოყვარულთა ლიგა | თბილისის ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება - ლიდერი ვეტერანების გუნდია #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგა | თბილისის ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება - ლიდერი ვეტერანების გუნდია #1TVSPORT

თბილისის სამოყვარული ლიგა, სადაც 1-ელი აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით 13 ტური გაიმართა, საზაფხულო შესვენებას ასრულებს – მატჩები 3-4 სექტემბერს განახლდება.

13 ტურის მანძილზე ლიგა 1-ის ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, ცხრილის სათავეში რამდენიმე ტურის მანძილზე იყვნენ „ბასიანი“, „ამბასადორი“, სეუ, თუმცა, საბოლოოდ ერთპიროვნულ ლიდერად ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით დახუნძლული გუნდი „გრასრუტი“ ჩამოყალიბდა. მათ 13 ტურში 11 მატჩი მოიგეს.

მეორე ადგილს „ამბასადორი“ იკავებს, რომელმაც ზედიზედ ხუთი მატჩის მოგება მოახერხა და პოზიციის გამყარებაც შეძლო. მესამე და მეოთხე ადგილს 28-28 ქულით სეუ და „ბასა“ იყოფენ. ორივე გუნდს ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე მათ ზემოთ მყოფ გუნდებს. მეხუთე და მეექვსე ადგილს „ვაკე“ და მოქმედი ჩემპიონი „ბასიანი“ იყოფენ, ასევე აღსანიშნავია დებიუტანტი „პანენკას“ შედეგები, რომელსაც 7-მატჩიანი წაუგებელი სვლა აქვს.

ბომბარდირთა დავას „სნეპ პრემიუმის“ ფორვარდი ოთარ აბრამიშვილი 13 გოლით ლიდერობს. კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ სეუ-ს მეკარემ, ბექა იმნაძემ შეძლო.