„ტოტენჰემის“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეჩერებულ სეზონზე და მსოფლიოში კოვიდ 19-ით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. „ფეხბურთი ძალიან მომენატრა,მაგრამ უფრო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მინდა, ალბათ, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ახლა საომარი მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „სკაი სპორტი“ (Sky Sports).
„სეზონის გაგრძელებას თუ შევძლებთ, ეს ყველასთვის კარგი იქნება. უმაყურებლოდ თამაშზეც თანახმა ვართ, მატჩების ტელეტრანსლიაციებს მილიონობით გულშემატკივარი ნახავს. იმ დღეს, როცა ჩვენ გავალთ ცარიელ სტადიონებზე, იმ დღიდან ისინი ცარიელები აღარ იქნებიან“, – დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ,რომ ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამ მილიონს გადაცდა