ლონდონის „ტოტენჰემი“ აპირებს კონტრაქტი ფრანგული „ლილის“ მეკარე მაიკ მენიანს გაუფორმოს. ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიოსთვის 24 წლის ფეხბურთელი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგ მეკარეში უგო ლორისის მემკვიდრეს ხედავს და მის გასაშვებად მზად არის.
მენიანი „ლილიში” მილიონ ევროდ „პარი სენ-ჟერმენიდა“ 2015 წელს გადავიდა. 2019-20 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაუშვა. მისი სატრანსფერო ფასი – 17.5 მილიონი ევროა.