ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოხალისე გახდება კლუბის საშინაო სტადიონზე.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დაეხმარება კვების პროდუქტების გამანაწილებელ ცენტრს, რომელიც ლონდონელთა არენაზეა განთავსებული. ცენტრი კორონვირუსისგან დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება.
„ტოტენჰემ ჰოთსფურ სტედიუმი“ კორონავირუსთან ბრძოლისთვის მარტში გადაკეთდა. ამავე თვეში მოურინიო საკუთარი მანქანით დაატარებდა საკვებს COVID-19-ით დაზარალებულებისთვის.
დღეისთვის, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებულია დაინფიცირების 138 ათასი შემთხვევა, 18 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.