მოურინიო საუდის არაბეთში მიდის - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ალ-შაბაბს“ სიტყვიერი თანხმობა განუცხადა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. დღეს დაიწერა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ვალტერ მაძარი შეცვალოს.
ასევე იუწყებიან, რომ მოურინიო კარიერას საუდის არაბეთის კლუბში, „ალ-შაბაბში“ გააგრძელებს. პორტუგალიელმა კლუბის ხელმძღვანელებს სიტყვიერი თანხმობა უკვე განუცხადა და უახლოეს პერიოდში ერ-რიადში გაემგზავრება, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aawsat-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიომ რამდენიმე დღის წინ „რომა“ დატოვა და კლუბი მის ნაცვლად დანიელე დე როსიმ ჩაიბარა.