მოურინიო პრეს-კონფერენციიდან დემონსტრატიულად გავიდა
მოურინიო პრეს-კონფერენციიდან დემონსტრატიულად გავიდა

„ტოტენჰემთან“ საკუთარ მოედანზე განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (0-3), ჟოზე მოურინიო ჟურნალისტების შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა და პრეს-კონფერენციიდან გავიდა. როგორც ირკვევა, პრესის წარმომადგენელთა დამოკიდებულებაში პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპატივცემულობა დაინახა.

„პატივისცემა, პატივისცემა, პატივისცემა!“, – აღელდა მოურინიო, – „მე უფრო მეტი პრემიერ ლიგა მაქვს მოგებული ვიდრე დანარჩენ 19 მწვრთნელს ერთად აღებულს. თქვენ გინდათ, რომ მე სასწაული მოვახდინო და ვერ ამჩნევთ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ჩემმა გუნდმა ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა. თქვენ გინდათ, რომ ახლა ყველაფერი ერთ ადამიანს დააბრალოთ“.

შეგახსენებთ, რომ 1992-93 წლების სეზონის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონატი ასე ცუდად არასოდეს დაუწყია. სამი მატჩიდან გუნდს მხოლოდ სამი ქულა აქვს და მეცამეტე ადგილზე იმყოფება.