მოურინიო „მანჩესტერ სიტის" საქმეზე - ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა
„ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გაუკეთა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროთასებიდან „მანჩესტერ სიტის” ორწლიანი დისკვალიფიკაციის გაუქმების შესახებ.
„სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. თუ „სიტი” უდანაშაულოა, რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 10 მილიონი ჯარიმა? უდანაშაულებს არ ავალდებულებენ ჯარიმის გადახდას. თუ „სიტი” დამნაშავეა, ეს გადაწყვეტილება მაინც სამარცხვინო იქნება, რადგან გუნდი უნდა გაერიცხათ ტურნირიდან. არ ვიცი, არის თუ არა „სიტი” დამნაშავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ეს ფინანსური ფეარ პლეის დასასრულია”, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.