პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ არ ელოდა ლივერპულის გასვლას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
„მე ამას არ ველოდი“, – ამბობს „ა ბოლასთან“ (A Bola) კომენტარში მოურინიო. – „მაგრამ ეს იმას აჩვენებს, რომ შეუძლებელი არაფერია. „ენფილდი“ იდეალური ადგილია იმისთვის, რომ არარეალური შესაძლებლად აქციო. ამ გამარჯვებას აქვს სახელი: იურგენ კლოპი. ეს არ იყო არც ფილოსოფია, არც ტაქტიკა. ეს მოხდა გულითა და ვნებით, რომელიც იურგენმა ამ გუნდში მიიტანა. ისინი რისკავდნენ ამ ფანტასტიკური სეზონის ტიტულების გარეშე დასრულებით, მაგრამ ახლა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროპის ჩემპიონობას. იურგენმა ეს დაიმსახურა. მისი მუშაობა „ლივერპულში“ საოცარია. ის ასახავს მის მებრძოლ სულს, მის ხასიათს. თუ მას აკლია მოთამაშე, ის არ წუწუნებს. თუ მათ უწევთ 50-60 მატჩის ჩატარება – ისინი არ წუწუნებენ. განსხვავებით სხვა მწვრთნელებისგან, რომლებიც წუწუნებენ სეზონში 35-40 მატჩის გამო“.
„ლივერპულმა“ პირველ მატჩში 0:3 დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრაში 4:0 მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.