„ტოტენჰემის“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ხალხის მხირდან მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მაღალი დონის მწვრთნელებთან შედარებით სხვანაირად ექცევიან:
„რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როცა არასწორად მოვიქეცი ორმაგად დავისაჯე. ერთი არის ის რომ მიწევდა გასახდელიდან, ტელევიზორში მატჩების ყურება და მეორე ის რომ დიდი საჯარიმო თანხის გადახდა მომიწია, სხვა მწვრთნელების შემთხვევაში კი იგივე არ ხდება.“
მოურინიომ იურგენ კლოპის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას, როგორც კოლეგას, დიდ პატივს სცემს:
„მე იურგენ კლოპის მეგობარი არ ვარ, რადგან მასთან დიდი დრო არ გამიტარებია. როცა ადამიანს კარგად იცნობ, ის შენ ან მოგწონს ან არა. იურგენთან კი 5 წუთი ვსაუბრობ ხოლმე, თამაშამდე და თამაშის მერე. რაც შემიძლია ვთქვა მის შესახებ არის ის რომ, როგორც კოლეგას, მე მას დიდ პატივს ვცემ და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და მჯერა, რომ მასაც იგივე დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ.“
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 იანვარს ინგლისის პრემიერლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ლონდონის „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.