„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის ჩემპიონატში თამაშების მჭიდრო გრაფიკით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ეს კლუბებს დიდ პრობლემებს უქმნის.
მოურინიოს აზრით, პრემიერლიგის არსებული გრაფიკი იმ კლუბებს, რომლებიც ამავდროულად ევროთასებზე ასპარეზობენ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეექვსე ადგილზეა.
„ლესტერი“ და „ვულვერჰემპტონი“ პარასკევს თამაშობენ. რატომ? განა მათ ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ გამოსვლა? – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „ტოტენჰემის“ ოფიციალური ვებგვერდი. – ჩვენ კვირას ვთამაშობთ და არა პარასკევს ან შაბათს. ჩემი შეხედულებით ეს არანორმალურია. არ შეიძლებოდა, კვირას სხვა, რომელიმე მატჩი ჩაენიშნათ? არავინ არაფერზე ფიქრობს. არ აცნობიერებენ, როგორ ზიანს აყენებენ ინგლისურ კლუბებს“. – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
„ტოტენჰემი“ ინგლისის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას „ასტონ ვილასთან“ გამართავს. თამაში კვირას დაიწყება, უკვე ოთხშაბათს კი მოურინიოს გუნდს „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი ელის.