MotoGP | მარკ მარკესი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონია – ესპანელმა ვალენტინო როსის გადაასწრო და ჯაკომო აგოსტინის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ესპანელმა მრბოლელმა, მარკ მარკესმა MotoGP-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
„დუკატის“ 33 წლის პილოტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სამეფო კლასში მერვედ მოიპოვა, რითაც ლეგენდარულ იტალიელ ვალენტინო როსის (7 ტიტული) გადაასწრო და ჯაკომო აგოსტინის ისტორიული რეკორდი (8 ტიტული) გაიმეორა.
მარკესმა ჩემპიონობა პორტუგალიის გრანპრიზე გაიფორმა. ესპანელმა რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა დაგროვებული ქულები ტიტულის ვადაზე ადრე მოპოვებისთვის ეყო.
აღსანიშნავია, რომ სეზონის განმავლობაში მარკესი ჩემპიონატის ლიდერს 102 ქულითაც ჩამორჩებოდა, თუმცა შეძლო ვითარების შეცვლა და ისტორიაში ყველაზე დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა.
მარკესისთვის ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა „დუკატის“ შემადგენლობაში. მანამდე ესპანელმა ექვსი ტიტული „ჰონდასთან“ ერთად მოიპოვა.
საერთო ჯამში, დაბალი კლასების ჩათვლით, მარკესი მსოფლიოს ათგზის ჩემპიონია. 2026 წლის სეზონში მან შვიდი გრანპრი მოიგო და მოტოსპორტის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა.
🏆 @marcmarquez93 is the 2026 #MotoGP WORLD CHAMPION! 🏆
A #MARCmade against all odds. A comeback for the #H1STORY books 💯 https://t.co/8YXpT9pQlw
— MotoGP™🏁 (@MotoGP) November 22, 2026