ეროვნული ლიგის 2021 სეზონის ამ ეტაპზე, საშუალოდ, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები თბილისის „ლოკომოტივში“ არიან, – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული შეფასება.
გერმანული სამანეჯერო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი „დინამო თბილისია“ (6.01 მილიონი ევრო), შემმდეგ კი ბათუმის „დინამო“ (5.21 მილიონი) და თბილისის „ლოკომოტივი“ (4.95 მილიონი) მოდიან.
თუმცა, მოთამაშეთა საშუალო ფასით თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერობს, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ღირებულება 225 ათასი ევროა. საქმე ისაა, რომ „დინამო თბილისის“ განაცხადში 29 მოთამაშეა, ბათუმის „დინამოში“ – 28, ხოლო „ლოკომოტივში“ მხოლოდ – 22.
ამ დროს, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულთა ხუთეულში კი „ლოკომოტივის“ ოთხი მოთამაშეა, მათ შორის, ლიგის ყველაზე ფასეული მეკარე გიორგი მამარდაშვილია (800 ათასი ევრო).
რაც შეეხება ლიგის მაჩვენებლებს, ეროვნულ ლიგაში გუნდების მოთამაშეთა საშუალო ფასი 147,000 ევროა.
მოთამაშეთა საშუალო ფასი
ლოკომოტივი 225,000
დინამო თბ 207,000
დინამო ბთ 200,000
გორის დილა 166,000
საბურთალო 155,000
თელავი 113,000
შუქურა 110,000
სამგურალი 108,000
სამტრედია 97,000
ტორპედო 96,000
საშუალო ფასი 147,000 ევრო.