მოთამაშეები ტოპლიგებიდან - საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა მაკედონიელებმაც დაასახელეს
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის შემადგენლობა გახდა ცნობილი – ფეხბურთელების სია ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმაც დაასახელა.
ბალკანელები ერთა ლიგის ც2-ში ჯგუფში 5 სექტემბერს სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო 8-ში თბილისში, საქართველოს ეროვნულ გუნდს ესტუმრებიან.
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დეიან ილიევი (არსენალი, ინგლისი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი)
მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეკზონ ბეიტულაი (შკენდია), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოიკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა, ალბანეთი)
ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიან ადემი (ზაგრების დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), სტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ესკიან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი), დანიელ ავრამოსკი (ქაისერი, თურქეთი)
თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველიკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბრი, საფრანგეთი)