მოსკოვის სარაგბო კლუბ „სლავას“ მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი გია ამირხანაშვილი დაინიშნა.
ამირხანაშვილმა აღნიშულ პოსტზე ანდრეი ჩერნიშევი ჩაანაცვლა. ქართველ მწვრთნელთან კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამირხანაშილი „ივერიასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ინგლისის ნახევრადპროფესიონალურ „ფლიტვუდ იუნაიტედში“ ასპარეზობდ
ა. ბოლო 23 წლის მანძილზე ის მწვრთნელად მუშაობს.
„ნოემბერში თბილისში კლუბის დირექტორს, ალექსეი ნილოვსკის შევხვდი და მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა შემომთავაზა. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და შემოთავაზებაზე დავთანხმდი. ჩემთან ერთად გორის „ჯიქები„ პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რამდენიმე წელი ხუთეულში შედიოდა, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლები ავიღეთ.
ბოლო წლებში რუსეთის ჩემპიონატს თვალს აქტიურად ვადევნებ. „სლავას“ ბევრი მატჩი მაქვს ნანახი და ვიცი ამ გუნდის შესაძლებლობები. ძალიან მომწონს ბიჭების განწყობა, სახიათი და მათი ინდივიდუალიმზი. მინდა გითხრათ, რომ გუნდში პირველი ხაზის ორი ახალი ქართველი მოთამაშეც იქნება, ასევე 10 ნომრის პოზიციის გაძიერებაზეც ვფიქრობ, აუცილებლად ავიყვანთ 13 ან 15 ნომრებსაც. სავარაუდოდ ესენიც ქართველები იქნებიან. შესაძლოა ფიჯელი და ტონგელი მორაგეებიც მოვიწვიოთ. ვფიქრობ, რომ კლუბის ფინანსური მხარე უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გუნდის გაძლიერებას შევძლებთ“.