მოსკოვის სარაგბო გუნდმა „სლავამ“ გუნდიდან 6 ქართველი მოთამაშე გაათავისუფლა
მოსკოვის სარაგბო გუნდმა „სლავამ“ გუნდიდან 6 ქართველი მოთამაშე გაათავისუფლა

„სლავას“ რიგებიდან მიხეილ ორაგველიძე, ტარიელ დონაძე, რევაზ ბროძელი, (ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეუწყდათ კონტრაქტი) რობერტ სუთიძე, სანდრო ილურიძე და საბა ილურიძე ( კონტრაქტის ვადა ამოეწურათ) დაითხოვეს. მათგან ორი მორაგბის ახალი კლუბის ვინაობა უკვე ცნობილია. ბროძელი და დონაძე კარიერას პენზის „ლოკომოტივში“ გააგრძელებენ.

მოსკოვის „სლავას“ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ამირხანაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბ „სლავას“ და ქართველ მორაგბეებს შორის მიმდინარე წლის ზაფხულში გარკვეული გაუგებრობა მოხდა, როდესაც გუნდის ხელმძღვანელობას ქართველი მოთამაშეებთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდოდა. ამის მიზეზი მორაგბეების მიერ ლელოს გატანის შემდგომი ჟესტი გახდა – რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ ცალ თვალზე ხელის აფარებით საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღო და და ქართველებმა სლავას რიგებში თამაში გააგრძელეს.