შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში („ვკონტაკტე“) მოსკოვური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მოსკოვის „ლოკომოტივი“ ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას აპირებს. „რკინიგზელები“ ფეხბურთელს 600 ათას ევროდ აფასებენ. თავად ფეხბურთელი მზად არის, დედაქალაქის კლუბში დაბრუნდეს. ტრანსფერი შესაძლოა, იანვარში განხორციელდეს“, – წერს მოსკოვის „ლოკომოტივის” ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრების 18 წლის შემტევი ყაზანის „რუბინში” ზაფხულში სწორედ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა და ამით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მიმდინარე სეზონი კვარაცხელიამ „რუბინში“ 17 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა.