გორის „დილამ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე მიიწვია.
ნოდარ ქავთარაძე რუსეთშია გაზრდილი – კარიერა მოსკოვის „ლოკომოტივის” საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც რუსეთის ნაკრების მცველთან, გიორგი ჯიქიასთან ერთად თამაშობდა.
რუსეთის რამდენიმე გუნდში გამოსვლის შემდეგ, 2017 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.