მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე გაძარცვული ფანების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
მოსკოვში, ნიკოლსკის ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია უცხოელი გულშემატკივრებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანი გაძარცვეს, – ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს.
ყველაზე პოპულარულები მძარცველებში მექსიკელი ფანები არიან, შემდეგ კი საუდის არაბეთის წარმომადგენლები მოდიან.
იტყობინებიან, რომ შექმნილია განსაკუთრებული ჯგუფი ქურდობასთან ბრძოლისთვის. მასში შედის დაახლოებით 50 ადამიანი მოსკოვის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებიდან.