მოსკოველთა მწვრთნელი „დინამო თბილისთან“ წაგებაზე - ჩვენთვის ეს კარგი გამოცდა იყო, მომენტებს ვერ ვქმნიდით #1TVSPORT
მოსკოველთა მწვრთნელი „დინამო თბილისთან“ წაგებაზე - ჩვენთვის ეს კარგი გამოცდა იყო, მომენტებს ვერ ვქმნიდით #1TVSPORT

მოსკოვის „დინამოს“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა სანდრო შვარცმა („მაინცის“ ექს-დამრიგებელია) „დინამო თბილისთან“ ამხანაგური მატჩი შეაფასა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის თამაში დადებითად შეაფასა.

„ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იყო. ვფიქრობ, პრესინგით თამაშის დროს ბურთის ართმევას ძალიან კარგად ვახერხებდით. ის, რაც ძალიან ცუდად გამოგვდიოდა, საგოლე მომენტების შექმნა იყო. მეტოქის კართან მეტი ხიფათი უნდა შეგვექმნა და შეტევების ბოლო ეტაპებზე უკეთ მოქმედება გვესაჭიროებოდა“, – განაცხადა სანდრო შვარცმა.

მოსკოველთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სათამაშო წუთები და თავის გამოჩენის შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი ვათამაშეთ და საკუთარი თავის წარმოსაჩენად დრო მივეცით. ფეხბურთელებს გარკვეული მოთხოვნები დავუწესეთ, მათ შორის სათამაშო დროსთან დაკავშირებით“.

მოსკოველები თბილისელ მეტოქესთან 0:1 დამარცხდნენ. მოგვიანებით, კი გუნდმა კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი რუსეთის პრემიერლიგელი „სოჭის“ წინააღმდეგ გამართა და 2:1 მოიგო.