„მორნარის“ მწვრთნელი - „დინამო თბილისი“ ფავორიტია, მაგრამ შევეცდებით, მოვიგოთ #1TVSPORT
„მორნარის“ მწვრთნელი - „დინამო თბილისი“ ფავორიტია, მაგრამ შევეცდებით, მოვიგოთ #1TVSPORT

მონტენეგროს „მორნარის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან დურაშკოვიჩმა „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე კონფერენს ლიგაზე „დინამო თბილისთან“ მოახლოებული საპასუხო მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ტრადიციების გუნდს ვეთამაშებით, „დინამოსთან“ კარგად თამაში ღირსების საკითხია. მეტოქე შევისწავლეთ და ვიცოდით, ხიფათი საიდან მომდინარეობდა. პირველი 10 წუთი „დინამომ“ აგრესიულად დაიწყო და მომენტებიც ჰქონდა. ამის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ და ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი თამაშის შედეგის მიუხედავად, ფავორიტად კვლავ „დინამოს“ მივიჩნევ, მაგრამ მიზნის მიღწევას შევეცდებით. სრული შემადგენლობით ჩამოვედით, მხოლოდ ერმინ სერატლიჩი დაგვაკლდება, რომელიც პირველ შეხვედრაში გააძევეს.

შევეცდებით, მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ და შევუტიოთ, თუმცა 90 წუთი ფავორიტთან ასე თამაში რთული იქნება. მთავარია, გუნდურად ვითამაშოთ, რადგან ჩვენ „დინამო თბილისის“ მსგავსი გამორჩეული ფეხბურთელები არ გვყავს“, – განაცხადა „მორნარის“ მწვრთნელმა.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „დინამო თბილისი“ „მორნარს“ 18 ივლისს „მიხეილ მესხი არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.