მორის ყვითელაშვილი რუსეთის გრანპრის მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT
მორის ყვითელაშვილი რუსეთის გრანპრის მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT

ქალაქ სოჭში დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის გრანპრის გათამაშება. პარასკევს მამაკაცებმა შეასრულეს მოკლე პროგრამა, რომელიც 95.81 ქულით იაპონელმა კაზუკი ტომონომ მოიგო. მას სულ მცირედით (95.37) ჩამორჩა და მეორე ადგილზეა ქართველი მორის ყვითელაშვილი.

მოკლე პროგრამაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა ეგაძე გამოდიოდა, რომელიც 50.35 ქულით მე-12 ადგილზეა.