ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის განახლებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მანამდე კი გუნდები კვლავ მართავენ ერთმანეთში ამხანაგურ შეხვედრებს. „მილუოკი“ „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 103-124 დამარცხდა. „პელიკანსის“ რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ჯეი ჯეი რედიკმა დააგროვა. 14-14 ქულით დაასრულეს მატჩი ჯრუ ჰოლიდეიმ და ბრენდონ ინგრამმა. 17 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯექსონ ჰეიესმა.
„ბაქსის“ რიგებში 30 ქულით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გამოდგა. კრის მიდლტონმა 16 ქულა მიითვალა. ერსან ილიასოვამ 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ლეიკერსი – ვაშინგტონი 123-116
კლიპერსი – საკრამენტო 102-106
ბრუკლინი – იუტა 107-112
დენვერი – ორლანდო 110-114