მორიგი გამარჯვება უნივერსიადაზე - კსუ-მ ფინელებიც იოლად დაამარცხა #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე ევროპის უნივერსიადაზე საქართველოს წარმომადგენელმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა (კსუ) მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
საუნივერსიტეტო თამაშები (უნივერსიადა) სპორტის 19 სახეობაში იმართება. საქართველოს დელეგაცია სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. ფუტსალში კსუ-მ პირველ მატჩში ნორვეგიის ეკონომიკის სკოლა 12:0 დაამარცხა.
მეორე შეხვედრაში კავკასიელები ფინეთის ლაპეენრანტას ტექნოლოგიების უნივერსიტეტს დაუპირისპირდნენ და ისიც რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს – 8:0 საქართველოს წარმომადგენლების სასარგებლოდ.
ტურნირის საწყის ეტაპზე ოთხი ჯგუფია, თითოეული ჯგუფიდან კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. ჩვენები „დ“ ჯგუფში ასპარეზობენ.
კსუ მესამე მატჩში 19 ივლისს მარიბორის უნივერსიტეტს (სლოვენია) დაუპირისპირდება და ამ შეხვედრაში გადაწყდება, „დ“ ჯგუფში ვინ გალიდერდება, ხოლო ბოლო შეხვედრა 20 ივლისს ლოზანას უნივერსიტეტთან (შვეიცარია) გაიმართება.