მორიგი ცუდი ამბავი „ჰიუსტონისთვის“ - კლინტ კაპელა 4-6 კვირას გამოტოვებს
„ჰიუსტონ როკეთსში“ პრობლემები არ ცხრება. ტრავმა აქვს გუნდის ერთ-ერთ ლიდერ კრის პოლს, ასევე დაშავებულია ერიკ გორდონი.
ამჯერად ლაზარეთს გუნდის კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა შეუერთდა. კლინტ კაპელამ თითის ტრავმა მიიღო და მას ოპერაცია ესაჭიროება. ძირითადი ხუთეულის კალათბურთელებიდან „როკეთსს“ მხოლოდ ჯეიმს ჰარდენი და პი ჯეი ტაკერი დარჩა ტრავმების გარეშე. საკადრო პრობლემების გამო ტეხასელებმა უკვე წააგეს მატჩი „ორლანდოსთან“.
დაშავებული თანაგუნდელების არყოფნის პერიოდში, გუნდში მთავარ როლს ჯეიმს ჰარდენი თამაშობს და კაპელას დაშავების შემდეგ მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.