„შახტარის“ ფორვარდმა, ჟუნიორ მორაეშმა ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. როგორც დონეცკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელს მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. მას ოპერაცია სჭირდება, ხოლო აღდგენითი პროცესი ექვს თვეს დაიკავებს.
ასე რომ, მორაეში უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. მორაეშმა უკრაინის მოქალაქეობა 2019 წელს მიიღო. ამ ქვეყნის ნაკრებში მან ათი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში 34 წლის მორაეშმა უკრაინის პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.