“გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” მიმდინარე სეზონზე რიგით 11-ე მატჩი წააგო.
სტივ კერის გუნდი სტუმრად “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 30 ქულის სხვაობით 129-99 წააგო.
იუტელთა შორის 23 ქულით საუკეთესო რიკი რუბიო იყო. მიჩელმა და ინგლესმა 20-20 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. “გოლდე სტეიტის” რიგებში კი ყველაზე მეტი 27 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 19 წუთში 9 ქულა 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა პირად აქტივში.
ვაშინგტონი – ოკლაჰომა 102-96
ნიუ იორკი – ბრუკლინი 111-95
ტორონტო – მინესოტა 109-104
დეტროიტი – კლივლენდი 125-114
ჰიუსტონი – ორლანდო 114-107
ნიუ ორლეანი – საკრამენტო 103-114
სან ანტონიო – დენვერი 106-104
კლიპერსი – პორტლენდი 96-104