მონტენეგროს „მლადოსტიდან“ „სამტრედიაში“ - ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი საქართველოში დაბრუნდა #1TVSPORT
ზურაბ გიგაშვილი კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
22 წლის ქართველი მცველი მონტენეგროში გასული წლის ივლისში გადავიდა და და გორიცას „ოფკ მლადოსტში“ ჩაირიცხა.
ზურაბ გიგაშვილი საქართველოშია გაზრდილი, მაგრამ კარიერა უცხოეთში დაიწყო. 2014 წლიდან თურქეთში, „ჩაიოლუსფორის“ აკადემიის გუნდში თამაშობდა, მომდევნო ოთხი წელი „ანკარაგიუჯუს“ ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. 2019 წლის ივლისში გიგაშვილმა თურქეთი დატოვა და ნახევარი წელი არსად უთამაშია.
2020 წლის თებერვალში „არმავირში“ გადავიდა, სექტემბერში კი რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვში“ ჩაირიცხა. ზუსტად ერთ წელიწადში ახალგაზრდა მცველი უკრაინულ „კრივბასში“ მიიწვიეს, ხოლო 2022 წლიდან ორი სეზონი „თელავში“ ითამაშა.
„სამტრედიამ“ სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ბოლნისის „სიონთან“ გამართა და 1:2 წააგო – გოლი რევაზ ინჯგიამ გაიტანა.
სამტრედიელები ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 2 მარტს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავენ.